მარსის მთების განმარტება - ფობოსი და დეიმოსი MM#2 | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

მარსის მთვარეები.

მარსს ორი მთვარე აქვს, ფობოსი და დეიმოსი

ისინი ძალიან პატარები არიან.რამდენად პატარები?

მარსთან ან ჩვენს მთვარესთან შედარებით,

საკმაოდ პატარა.

თუმცა, ეს თქვენს მოსაზრებას გააჩნია.

მათი ფართობი დედამიწის ისეთ პატარა ქვეყნებთან ახლოსაა,

როგორიც ლუქსემბურგი და მალტა.

მიუხედავად იმისა, რომ ფობოსი და დეიმოსი არანაირად არ არიან მსუბუქნი,

რეალობაში მათი ურთიერთმიზიდულობის ძალა ისეთი სუსტია, რომ ისინი სფეროს ფორმის მიღებასაც ვერ ახერხებენ,

ამიტომ ისინი უფრო უზარმაზარ კარტოფილებს გვანან,ვიდრე მთვარეებს.

მათი წარმოშობის ყველაზე პოპულარული თეორია ისაა, რომ ისინი ასტეროიდების სარტყლის ნაწილნი იყვნენ

იქამდე, სანამ იუპიტერის მასიურმა გრავიტაციამ ისინი სარტყლიდან გამოაგდო

რათა მარსს დაეჭირა

ფობოსი გარს უვლის მარსს საშუალოდ 9400 კმ მანძილზე, ყოველ 7-ნახევარ საათში ერთხელ.

ყოველ წელიწადს იგი მარსს 2 მეტრით უახლოვდება და დროთა განმავლობაში მას შეეჯახება.

50 ან 100 მილიონ წელიწადში, ის ან ნაწილებად დაიგლიჯება მარსის გრავიტაციის მიერ

და გადაიქცევა ლამაზ რგოლად,

ან მარსს შეეჯახება.

ამ შეჯახების შედეგად გამოყოფილი ენერგია პატარა პლანეტაზე ყველაფერს მოსპობდა

ამიტომ, თუ იმ დროისთვის მარსზე ადამიანები იქნებიან, მათ ძალიან ძლიერი ბუნკერების აშენება მოუწევთ

უფრო პატარა დეიმოსი კი,პირიქით, მარსს ნელ-ნელა შორდება.

საბოლოოდ, იგი გაფრინდება კოსმოსში და მიატოვებს მარტოსულ წითელ პლანეტას.

ამიტომ, რამდენიმე ასეულ მილიონ წელიწადში, მარსი დარჩება მარტო, მთვარეების გარეშე.

მაგრამ ეს ასე არ მოხდება, თუ მან კიდევ ერთი ასტეროიდის დაჭერა მოახერხა.