რა არის ცხოვრება? სიკვდილი ნამდვილად არის? | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

სიცოცხლე ფუნდამენტურად განსხვავდება უსიცოცხლო მატერიისგან—ან იქნებ არა?

ფიზიკოსმა ერვინ შრედინგერმა სიცოცხლე ამგვარად განსაზღვრა:

ცოცხალი არსებები ცდილობენ გაექცნენ უწესრიგობას და წონასწორობას.

რას ნიშნავს ეს?

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი ჩამოტვირთვების საქაღალდე სამყაროა.

დასაწყისში ის იყო მოწესრიგებული, მაგრამ დროსთან ერთად უფრო და უფრო ქაოტური გახდა.

ენერგიის დახარჯვით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ წესრიგი და გაწმინდოთ ის.

ზუსტად ამას აკეთებენ ცოცხალი არსებები.

მაგრამ რა არის სიცოცხლე?

ყოველი ცოცხლი არსება დედამიწაზე, აგებულია უჯრედებისგან.

არსებითად უჯრედი ცილაზე დაფუძნებული რობოტია, ძალიან პატარა, რომ რაიმე შეიგრძნოს ან გამოსცადოს.

მას აქვს მახასიათებლები რომელსაც ჩვენ მივაკუთვნებთ სიცოცხლეს.

მას აქვს კედელი, რომელიც ყოფს გარემოსგან და ქმნის წესრიგს;

ის თვითრეგულირებადია და ინარჩუნებს უცვლელ მდგომარეობას;

ის ჭამს რაღაცეებს, რომ დარჩეს ცოცხალი;

ის იზრდება და ვითარდება;

ის რეაგირებს გარემოზე;

ექვემდებარება ევოლუციას

და მრავლდება.

მაგრამ იმ ყველფარიდან, რისგანაც უჯრედია აგებული, არაფერია ცოცხალი.

ნივთიერებები ქიმიურად რეაგირებენ სხვა ნივთიერებებზე, ქმნიან რეაქციებს,

რომლებიც იწყებენ სხვა რეაქციებს, რომლებიც იწყებენ კიდევ სხვა რეაქციებს.

ერთ უჯრედში, ყოველ წამს რამდენიმე მილიონი ქიმიური რეაქცია ხდება

და ფორმირდება კომპლექსური ორკესტრი.

უჯრედს შეუძლია შექმნას ათასობით სხვადასხვა ცილა:

ზოგი ძალიან მარტივი, ზოგიც კომპლექსური მიკრომექანიზმები.

წარმოიდგინეთ: თქვენ მიდიხართ მანქანით 100 კმ/სთ და გამუდმებით

ცვლით დეტალებს ქუჩაში შემხვედრი მასალის გამოყენებით.

აი რას აკეთებენ უჯრედები.

მაგრამ უჯრედის არც ერთი ნაწილი არ არის ცოცხალი; ყველაფერი სამყაროს კანონების

მიერ ამოძრავებული უსიცოცხლო მატერიაა.

ასე რომ სიცოცხლე ამ მიმდინარე რეაქციების პროდუქტია?

საბოლოოდ, ყველა ცოცხალი არსება მოკვდება.

მთელი ამ პროცესის მიზანი კი ამის თავიდან აცილებაა, ახალი ორგანიზმების წარმოებით;

ამაში ჩვენ ვგულისხმობთ დნმ-ს.

რაღაც გაგებით სიცოცხლე დიდი რაოდენობის ნივთიერებებია რომელთაც გადააქვთ გენეტიკური ინფორმაცია.

ყველა ცოცხალი არსება ექვემდებარება ევოლუციას

და დნმ რომელიც განავითარებს საუკეთესო ცოცხალ არსებას, დარჩება თამაშში.

მაშ, სიცოცხლე დნმ-ია?

თუ ამოიღებთ დნმ-ს თავის გარსიდან, ის უდავოდ ძალიან კომპლექსური მოლეკულაა,

მაგრამ ის ვერ შეძლებს თავად რაიმეს გაკეთებას.

და აი აქ ვირუსები ყველაფერს ართულებენ.

ისინი არიან რნმ-ის ან დნმ-ის ჯაჭვები პატარა გარსში

და საჭიროებენ უჯრედებს რაიმეს გასაკეთებლად.

ჩვენ არ ვიცით ისინი ცოცხლებს მივათვალოთ თუ არაცოცხლებს.

და მაინც დედამიწაზე 225,000,000 m³ ვირუსია.

და როგორც ჩანს სულ არ ანაღვლებთ რას ვფიქრობთ მათზე.

ისეთი ვირუსებიც კი არსებობენ, რომლებიც იჭრებიან მკვდარ უჯრედში და აცოცხლებენ მას,

რათა მან შეძლოს მათი მასპინძლობა,რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ზღვარს.

ან მიტოქონდრიები.

ისინი არიან ენერგო მიმწოდებლები უფრო კომპლექსური უჯრედებისთვის,

მანამდე კი იყვნენ თავისუფალი ცოცხალი ბაქტერიები, რომლებმაც დაიწყეს თანამშრომლობა უფრო დიდ უჯრედებთან.

მათ ჯერ კიდევ საკუთარი დნმ აქვთ და შეუძლიათ გამრავლება, მაგრამ

ისინი აღარ არიან ცოცხლები; ისინი არაცოცხლები გახდნენ.

ამრიგად, მათ გაცვალეს თავიანთი სიცოცხლე მათივე დნმ-ის გადასარჩენად,რაც გვეუბნება,

რომ ცოცხალ არსებებს შეუძლიათ ევოლუცირდნენ არაცოცხლებად, თუ ეს სასარგებლოა

მათი გენეტიკური კოდისთვის.

ასე რომ, სიცოცხლე შესაძლოა ინფორმაციაა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ხანგრძლივად იარსებოს.

მაგრამ რა ვთქვათ ხელოვნურ ინტელექტზე?

საყოველთაო განმარტებებით ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ხელოვნური სიცოხლის შექმნასთან

კომპიუტერებში.

ეს დროის საკითხია სანამ ტექნოლოგია შექმნის მას.

და ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა:

ბევრი ჭკვიანი ადამიანი აქტიურად მუშაობს ამაზე.

უკვე შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ კომპიუტერული ვირუსები ცოცხლები არიან.

ჰმ, კარგი. მაშ რა არის სიცოხლე?

ნივთიერებები, პროცესები, დნმ, ინფორმაცია?

ეს ძალიან გაუგებარია.

ერთი რამ უდავოა:

მოსაზრება, რომ სიცოცხლე ფუნდამენტურად განსხვავდება არაცოცხალი ნივთიერებებისგან

იმიტომ, რომ ის მოიცავს რაღაც არამატერიალურ საფუძველს

ან იმართება განსხვავებული პრინციპებით, ვიდრე არაცოცხალი ობიექტები,

მცდარი გამოდგა.

ჩარლზ დარვინმდე ადამიანები ხაზს ავლებდნენ მათსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს შორის;

ჩვენ გვქონდა რაღაც ჯადოსნური რაც განსაკუთრებულებს გვხდიდა.

მას შემდეგ რაც ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ვართ სხვა ცოცხალი არსებებივით ევოლუციის პროდუქტი,

გავავლეთ განსხვავებული საზღვარი..

მაგრამ რაც მეტს ვსწავლობთ რა შეუძლიათ კომპიუტერებს და როგორ მუშოაბს სიცოცხლე

მით უფრო ახლოს ვართ ისეთი მანქანის შექმნასთან, რომელსაც ვუწოდებთ ცოცხალს,

რაც მეტ საფრთხეს უქმნის ჩვენს იმიჯს.

და ეს ადრე თუ გვიან მოხდება.

და აი თქვენ კიდევ ერთი შეკითხვა:

თუ სამყაროში ყველაფერი დამზადებულია ერთიდაიგივე ნივთიერებისგან

ნიშნავს ეს იმას, რომ სამყაროში ყველაფერი უსიცოცხლოა,

თუ სამყაროში ყველაფერი ცოცხალია?

ან იქნებ ეს შეკითხვა ძალიან რთულია?

ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ არასდროს არ მოვკვდებით?

რადგან ჩვენ არც არასდროს ვყოფილვართ ცოცხლები?

იქნებ სიცოცხლე და სიკვდილი არარელევანტური საკითხია და ჩვენ ეს ჯერ ვერ შევამჩნიეთ?

შესაძლოა ჩვენ გარშემო სამყაროს უფრო დიდი ნაწილი ვართ, ვიდრე გვგონია?

ნუ გვიყურებთ ასე; ჩვენ არ გვაქვს თქვენთვის პასუხები.

ესენი კი ის კითხვებია რომლებზეც თქვენ უნდა იფიქროთ.

ბოლოასდაბოლოს, სწორედ ასეთ კითხვებზე ფიქრი გვაგრძნობინებს, რომ ვცოცხლობთ

და გვიქმნის გარკვეულ კომფორტს.