რა არის ბნელი ნივთი და ბნელი ენერგია? | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

მატერია, რამდენადაც ჩვენ მას ვიცნობთ, არის;

ატომები, ვარსკვლავები და გალაქტიკები, პლანეტები და ხეები, ქვები და ჩვენ.

ეს ყველაფერი შეადგენს დაკვირვებადი სამყაროს 5% -ზე ნაკლებს.

დაახლოებით 25% არის ბნელი მატერია და 70% ბნელი ენერგია.

ორივე მათგანი უხილავია.

ეს უცნაურია, რადგან მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი გამოცდილება სამყაროზე

რეალობის მხოლოდ მცირე ნაწილია.

მაგრამ ყველაფერი უფრო რთულადაა.

ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ბუნება აქვთ ბნელ მატერიას და ენერგიას, ან როგორ მუშაობენ ისინი.

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი არსებობენ.

ამრიგად, რა ვიცით?

ბნელი მატერია, ეს ის მასალაა, რომელიც შესაძლებელს ხდის გალაქტიკების არსებობას.

როდესაც ჩვენ გამოვთვალეთ რატომ არის სამყარო მოწყობილი ისე როგორც ის არის,

მალევე გახდა ნათელი, რომ ნორმალური მატერია ამას არ ეყოფოდა.

ხილული მატერიის გრვიტაცია არ არის საკმარისად მძლავრი, რომ შექმნას

გალაქტიკები და რთული სტრუქტურები.

ვარსკვლავები მიმოიფანტებოდნენ სივრცეში და ვერ შექმნიდნენ გალაქტიკებს.

ამგვარად, ჩვენ ვიცით, რომ მათში და მათ გარშემო არსებობს კიდევ რაღაც.

რაღაც რაც არ ასხივებს და არ ირეკლავს სინათლეს.

რაღაც ბნელი…

გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ ბნელი მატერიის არსებობა,

გარკვეულწილად ჩვენ ვხედავთ კიდეც მას.

ბნელი მატერიის მაღალი კონცენტრაციის ადგილებში გავლისას, სინათლე მრუდდება.

ამრიგად ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაც, რაც მოქმედებს გრავიტაციაზე.

ახლა უკვე ჩვენ გვაქვს მეტი წარმოდგენა თუ რა არ არის ბნელი ენერგია, ვიდრე რა არის.

ჩვენ ვიცით, რომ ბნელი მატერია არ არის უბრალოდ ნორმალური მატერიის ღრუბელი ვარსკვლავების გარეშე,

რადგანაც ის გამოასხივებდა ნაწილაკებს, რომლებსაც ჩვენ დავაფიქსირებდით.

ბნელი მატერია არ არის ანტიმატერია,

რადგანც ანტიმატერია გამოასხივებს უნიკალურ გამა გამოსხივებას, როდესაც ურთიერთქმედებს ნორმალურ მატერიასთან.

ბნელი მტერია აგრეთვე არ შედგება შავი ხვრელებისგან,

ძალიან კომპაქტური ობიექტებისგან, რომლებიც ძლიერად მოქმედებენ გარშემომყოფებზე,

ბნელი მატერია კი როგოორც ჩანს მიმოფანტულია მთლიანად.

პრინციპში ჩვენ სამი რამ ვიცით დანამდვილებით;

  1. იქ რაღაც არის.

  2. ის ურთიერთქმედებს გრავიტაციასთან.

  3. ის იქ დიდი რაოდენობითაა.

ბნელი მატერია ალბათ შედგენილია რაღაც რთული ეგზოტიკური ნაწილაკისგან,

რომელიც არ ურთიერთქმედებს სინათლესა და მატერიასთან იმ სახით,როგორითაც ჩვენ ველით.

მაგრამ ამ მომენტში ჩვენ უბრალოდ არ ვიცით.

ბნელი ენერგია კიდევ უფრო უცნაური და ამოუცნობია.

არ შეგვიძლია მისი შემჩნევა, მისი გაზომვა, მისი გემოს გაგება.

მაგრამ მის ზემოქმედებას ძალიან ნათლად ვხედავთ.

1929 წელს, ედვინ ჰაბლი დააკვირდა თუ როგორ ინაცვლებს ელექტრომაგნიტური სპექტრის წითელი დაბოლოებისკენ

შორეული გალაქტიკებიდან გამოსხივებული სინათლის ტალღის სიგრძე,

კოსმოსში მოგზაურობისას.

მკრთალი და უფრო დაშორებული გალაქტიკები მეტ წითელ წანაცვლებას აჩვენებდნენ;

ახლომდებარე გალაქტიკები - ნაკლებს.

ჰაბლმა დაადგინა, რომ ეს სამყაროს გაფართოების გამო ხდებოდა.

წითელი წანაცვლება ხდება იმიტომ, რომ სინათლის ტალღები იჭიმება

სამყაროს გაფართოების გამო.

უფრო გვიანდელმა აღმოჩენამ აჩვენა, რომ სამყაროს გაფართოება ჩქარდება.

მანამდე კი ითვლებოდა, რომ გრავიტაციის ძალა გამოიწვევდა გაფართოების შენელებას,

ან უფრო მეტიც, რაღაც მომენტში, შეკუმშვას და კოლაფსს საკუთარ თავში.

სივრცე გაფართოებისას არ იცვლის თვისებებს, ის უბრალოდ იზრდება.

ახალი სივრცე მუდმივად იქმნება ყველგან.

გალაქტიკები კომპაქტურად არიან დაკლასტერებულნი გრავიტაციის მიერ,

ამიტომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ გაფართოებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამას ყველგან ჩვენს გარშემო.

სადაც არ უნდა იყოს ცარიელი სივრცე სამყაროში, ყოველ წამს უფრო მეტი ფორმირდება.

ამრიგად, ბნელი ენერგია ჩანს როგორც ცარიელი სივრცის თანდაყოლილი ენერგია.

ენერგია, რომელიც ყველაზე ძლიერია რაც ჩვენ ვიცით

და კიდევ უფრო ძლიერდება დროსთან ერთად.

ცარიელ სივრცეს აქვს მეტი ენერგია ვიდრე ყველაფერს დანარჩენს სამყაროში.

ჩვენ გვაქვს ბევრი იდეა თუ რა შეიძლება იყოს ბნელი ენერგია.

ერთი იდეა ის არის, რომ ბნელი ენერგია არ არის რაიმე, ის უბრალოდ სივრცის თვისებაა.

ცარიელი სივრცე არ არის არაფერი, მას აქვს თავისი ენერგია.

მას შეუძლია წარმოშვას მეტი სივრცე და ძალზედ აქტიურია.

ასე რომ, სამყაროს გაფართოება წარმოშობს უფრო და უფრო მეტ სივრცეს

რაც გამოიწვევს სამყაროს კიდევ უფრო სწრაფ გაფართოებას.

ეს იდეა ახლოა იდეასთან რომელიც გამოთქვა აინშტაინმა 1917 წელს;

ეს არის კოსმოლოგიური კონსტანტის ცნება,

ძალისა რომელიც გრავიტაციის საპირისპირო ძალითაა ცნობილი.

ერთდერთი პრობლემა აქ ისაა, რომ როდესაც ჩვენ ვცდილობდით გამოგვეთვალა ამ ენერგიის ოდენობა

რეზულტატი ისეთი არასწორი და გაუგებარი გამოდგა, რომ დაბნეულობა გამოიწვია.

კიდევ ერთი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ცარიელი სივრცე სავსეა

ვირტუალური ნაწილაკებით, რომლებიც სპონტანურად ჩნდებიან

არაფრიდან და ისევ ქრებიან არაფერში.

ამ ნაწილაკების ენერგია შესაძლოა იყოს ბნელი ენერგია.

ან შესაძლოა ბნელი ენერგია იყოს დინამიური გაზისებრი ველი

რომელიც ყველგანაა სამყაროში მაგრამ, რაღაცნაირად ახასიათებს

უკუეფექტი, ნორმალური ენერგიის და მატერიისგან განსხვავებით.

მაგრამ ის თუ არსებობს, ჩვენ არ ვიცით როგორ, სად ან რანაირად აღმოვაჩინოთ.

ასე რომ კიდევ ბევრი კითხვაა დარჩენილი პასუხებამდე.

ჩვენი თეორიები ბნელ მატერიაზე და ბნელ ენერგიაზე ჯერ კიდევ არის;

თეორიები.

ერთი მხრივ ეს არის ერთგვარად გამაღიზიანებელი, ხოლო მეორე მხრივ ეს მეცნიერების ზედა ზღვარია

რომელიც ძალიან ამაღელვებელია.

ეს გვიჩვენებს, რომ როგორც არ უნდა ვგრძნობდეთ დაწინაურებულად თავს,

ჩვენ ჯერ კიდევ მაიმუნები ვართ სმარტფონებით,

პატარა მყიფე კუნძულზე კოსმოსში, რომლებიც ვიყურებით ცაში და გვსურს გავიგოთ როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო.

თან რამდენი რამ გვაქვს სასწავლი, ეს უბრალოდ გასაოცარია.

ეს ვიდეო მხარდაჭერილია ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ,

რომელიც მხარს უჭერს და ხელს უწყობს მეცნიერულ პროფესიონალიზმს.

გაიგეთ მეტი ამ თემაზე და სხვა მსგას თემებზე nova.org.au

მათთან ერთად მუშაობა ნამდვილი სიამოვნება იყო, ამიტომ გადადით და ნახეთ მათი საიტი.

ჩვენი ვიდეოები ასვე შესაძლებელია თქვენი დახმარებით patreon.com-ზე

თუ გინდათ დაგვეხმაროთ და გახდეთ ჩვენი ფრინველთა არმიის წევრი,

შემოდით ჩვენს პატრეონის გვერდზე.

თარგმნა: ზურაბ ძმიაშვილი გახმოვანება: გერმანე საბო მონტაჟი: გიორგი გზირიშვილი