თუ თქვენს ხელში იყო შავი ბრალი. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

რა დაგემართებოდათ, თუ მეონეტისხელა შავი ხვრელი

თქვენს გვერდით აღმოჩნდებოდა?

მოკლე პასუხი: მოკვდებოდით.

გრძელი პასუხი: გააჩნია.

შავი ხვრელი მონეტის მასისაა

თუ მისი ზომის?

წარმოიდგინეთ აშშ ნიკელი, რომელიც 5 გრამიანი მონეტაა,

ჯადოსნურად შეიკუმშა შავ ხვრელამდე.

ასეთი შავი ხვრელის რადიუსი 10 ხარისხად −30 მეტრი იქნებოდა.

შედარებისთვის, წყალბადის ატომის დიამეტრი 10 ხარისხად −11 მეტრია.

ასე რომ, ასეთი შავი ხვრელი იმდენჯერაა პატარა ატომზე

რამდენჯერაც ატომი მზეზე.

წარმოუდგენლად პატარა!

ასეთ შავ ხვრელს წარმოუდგენლად მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობა ექნებოდა

სანამ ჰოკინგის გამოსხივებით დაიშლებოდა.

ის თავის საოცრად მცირე მასას 10 ხარისხად −23 წამში გამოასხივებდა.

მისი 5 გრამი მასა გარდაიქმნება 450 ტერაჯოულ ენერგიად,

რაც გამოიწვევს 3-ჯერ ძლიერ აფეთქებას ვიდრე,

ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აფეთქებული ატომური ბომბები.

ამ შემთხვევაში, თქვენ მოკვდებით.

ასევე, დაკარგავთ მონეტას.

თუ შავი ხვრელი იქნებოდა მონეტის დიამეტრის ზომის,

ის გაცილებით უფრო მასიური იქნებოდა.

ფაქტობრივად, ნიკელისხელა შავ ხვრელს

ექნებოდა დედამიწაზე ოდნავ დიდი მასა.

მისი ზედაპირის გრავიტაცია იქნებოდა მილიარდჯერ მილიარდჯერ ძლიერი

ვიდრე დედამიწისა.

თქვენზე მოქმედი მოქცევის ძალები იმდენად ძლიერი იქნებოდა,

რომ თქვენს ორგანიზმს უჯრედებად დაანაკუწებდა.

შავი ხვრელი იქამდე გადაგყლაპავდათ, სანამ თქვენ გააცნობიერებდით, რა ხდებოდა

მიუხედავად იმისა, რომ გრავიტაციის კანონები არ შეცვლილა,

გრავიტაციის ფენომენი, რომელსაც შეიგრძნობდით, ძალზედ განსხვავებული იქნებოდა

ასეთი მკვრივი ობიექტების გარშემო.

გრავიტაციული მიზიდულობის არეალი

მთელს დაკვირვებად სამყაროზე ვრცელდება;

როდესაც ობიექტისგან შორს იმყოფებით, მისი გრავიტაციული გავლენა სუსტდება.

დედამიწაზე, ახლა, თქვენი თავი და თქვენი ფეხის თითები, დაახლოებით, ერთი და იგივე მანძილით არის დაშორებული

პლანეტის ცენტრიდან.

მაგრამ ახლა რომ დამდგარიყავით მონეტისხელა შავ ხვრელზე,

თქვენი ფეხები ასჯერ უფრო ახლოს იქნებოდა ცენტრთან

და მიზიდულობის ძალა ათი ათასჯერ ძლიერი იქნებოდა

ვიდრე თქვენს თავზე, რის გამოც, დაიფლითებოდით მილიარდობით ნაწილად.

მაგრამ შავი ხვრელი არ გაჩერდებოდა თქვენზე.

მისი გრავიტაცია უკვე დომინანტია

დედამიწა–მთვარე–სიკვდილის შავი ხვრელის სისტემაში.

შეიძლება იფიქროთ, რომ შავი ხვრელი ჩაიძირებოდა დედამიწაში მისი ცენტრის მიმართულებით

და შიგნიდან გარეთ შეჭამდა მას.

სინამდვილეში, დედამიწაც მოძრაობს შავი ხვრელის გარშემო და აქეთ-იქით ქანაობს,

თითქოს, შავი ხვრელის ორბიტაზე იყოს,

და დაკარგავს მასის დიდ ნაწილს ყოველ ახლოს ჩავლაზე,

რაც გაცილებით უფრო საშიშად ჟღერს.

სანამ დედამიწა შიგნიდან იჭმევა,

ის კოლაფსს განიცდის გაბნეულ ცხელ ქვის დისკად

რომელიც გარს არტყავს შავ ხვრელს მჭიდრო ორბიტაზე.

შავი ხვრელი ნელ-ნელა გაორმაგდება მასაში იმ დროისთვის, როცა ის მორჩება „კვებას“.

მთვარის ორბიტა ახლა საკმაოდ ელიფსურია.

გავლენა მზის სისტემაზე საოცარია —

საოცარი (awesome), ამ სიტყვის ბიბლიური გაგებით, რაც საზარელს ნიშნავს.

შავი ხვრელის გრავიტაცია, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს დედამიწასთან ახლოს მყოფ ასტეროიდებზე,

შესაძლოა, ასევე ასტეროიდულ სარტყელზე

და გაგზავნის ქვებს მზის სისტემის გარშემო სამოგზაუროდ.

ინტენსიური შეჯახებები, შესაძლებელია, გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა

რამოდენიმე მილიონი წელი.

პლანეტების ორბიტები მცირედ შეშფოთებულია, თუმცა დაახლოებით იგივე რჩება

შავი ხვრელი, რომელსაც ადრე დედამიწას ვეძახდით

გააგრძელებს მზის ორბიტირებას დედამიწის მაგივრად.

ამ შემთხვევაში, მაინც მოკვდებით.

ეს ბონუს-ვიდეო Patreon-ზე შეტანილი თქვენი წვლილის მეშვეობით გაკეთდა,

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

თემა ეფუძნება AskScience საბრედიტის კითხვას

და მეტ [კაპლინის?] შესანიშნავ პასუხს, რომელიც მუშაობდა ჩვენთან ერთად ამ ვიდეოზე.

გადახედეთ მის ბლოგს „Quarks and Coffe“ მსგავს საინტერესო თემებზე!

თუ გსურთ ვიდეოს განხილვა, ჩვენ უკვე გვაქვს საკუთარი საბრედიტი.

შავი ხვრელების და არანაკლებ საინტერესო ნეიტრონული ვარსკვლავების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, დააწკაპუნეთ აქ.

Subtitles by the Amara.org community