მსგავსი საშინელებები უნდა გამოვაშლოთ უნივერსუმი. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

ერთ დღესაც სამყარო მოკვდება.

მაგრამ რატომ? და როგორ? და სამუდამოდ ასე დარჩება?

და საიდან ვიცით ეს?

უპირველეს ყოვლისა, სამყარო ფართოვდება.

და არა მხოლოდ ეს, მისი გაფართოება ჩქარდება.

მიზეზი: ბნელი ენერგია.

ბნელი ენერგია უცნაური ფენომენია, რომელიც მეცნიერების აზრით სამყაროში ყველგანაა გავრცელებული.

1998 წლამდე გვეგონა, რომ სამყარო ისე მუშაობდა,

როგორც ბურთი, რომელსაც მაღლა ისვრით.

ბურთი მაღლა ადის, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ისევ უკან უნდა დაბრუნდეს.

მაგრამ სინამდვილეში სამყაროს აჩქარება სწრაფდება.

ეს იგივეა, ბურთი რომ მაღლა აისროლოთ და უყუროთ, როგორ გაფრინდება

უფრო და უფრო სწრაფად.

საიდან მოდის ეს აჩქარება?

ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ მას „ბნელ ენერგიას“ ვეძახით.

აინშტაინმა იფიქრა პირველად მასზე და შემდეგ გადაწყვიტა, რომ სისულელე იყო.

ახლა ასტროფიზიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ შესაძლებელია ის არსებობდეს.

პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი ძალიან თეორიულია, და არ ვიცით

რა თვისებები გააჩნია ბნელ ენერგიას.

მაგრამ არსებობს უამრავი თეორია და მათ სამყაროს დასასრულის

სამ სცენარამდე მივყავართ.

პირველი: დიდი გახლეჩა.

რაც დაიბადა, მას შემდეგ სამყარო ფართოვდება.

უცნობი მიზეზების გამო ახალი სივრცე იქმნება ყველგან თანაბარი რაოდენობით.

სივრცე გალაქტიკებს შორის ფართოვდება, ამიტომაც ისინი ერთმანეთს შორდებიან.

სივრცე გალაქტიკების შიგნითაც ფართოვდება, მაგრამ აქ გრავიტაცია საკმარისად ძლიერია იმისთვის,

რომ მათ ერთიანობა შეუნარჩუნოს.

დიდი გახლეჩის სცენარში, გაფართოების აჩქარება ისეთ წერტილს მიაღწევს, სადაც

სივრცე ისე სწრაფად გაფართოვდება, რომ გრავიტაცია მის შედეგს ვეღარ აანაზღაურებს.

შედეგია დიდი გახლეჩა.

თავიდან მხოლოდ დიდი სტრუქტურები იშლება, როგორიცაა გალაქტიკები,

ვინაიდან სივრცე ცალკეულ სხეულებს შორის ძალიან სწრაფად ფართოვდება.

შემდეგ დიდი სხეულები კვდებიან, როგორებიცაა შავი ხვრელები, ვარსკვლავები და პლანეტები.

მათი გრავიტაცია საკმარისად ძლიერი არაა იმისთვის, რომ მთლიანები დარჩნენ,

ამიტომაც ისინი თავიანთ შემადგენელ ნაწილებად იშლებიან.

ბოლოს სივრცე სინათლეზე სწრაფად გაფართოვდებოდა.

ახლა ატომებიც განიცდიდნენ ეფექტს და უბრალოდ დაიშლებოდნენ.

მაშინ როცა სივრცე სინათლეზე სწრაფად ფართოვდება, სამყაროში არსებულ არცერთ ნაწილაკს აღარ შეუძლია ურთიერთქმედება

სხვა რომელიმე ნაწილაკთან.

სამყარო უთვალავ მარტოხელა ნაწილაკად დაიშლებოდა, რომლებიც

სხვა ვერაფერს ვეღარ შეეხებოდა უცნაურ, უდროო სამყაროში.

ჰმმ, და თქვენ გეგონათ თავს მარტოსულად გრძნობდით…

მეორე: სითბური სიკვდილი ანუ დიდი გაყინვა.

მოკლედ რომ ვთქვათ, განსხვავება დიდ გახლეჩასა და სითბურ სიკვდილს შორის ისაა, რომ

სითბური სიკვდილის სცენარში მატერია ხელშეუხებელი რჩება და

წარმოუდგენლად გრძელი, მაგრამ სასრული პერიოდის მანძილზე რადიაციად იქცევა,

ამ ხნის მანძილზე კი სამყარო უსასრულოდ ფართოვდება.

მაგრამ ეს როგორ ხდება? მოდით ვილაპარაკოთ ენტროპიაზე.

ყველა სისტემა მიდრეკილია უმაღლესი ენტროპიის მდგომარეობისადმი.

მაგალითად, როცა ლატე მაკიატო გვაქვს.

თავიდან მას განსხვავებული რეგიონები აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი

გაგრილდებიან და დაიშლებიან, სანამ ის ერთნაირი არ გახდება.

და ეს სამყაროსაც ეხება.

რაც სამყარო უფრო და უფრო დიდი ხდება,

მატერია ნელ-ნელა იშლება და ვრცელდება.

ოდესმე, ვარსკვლავების უამრავი თაობის შემდეგ, ყველა გაზის ღრუბელი, რომელიც

ვარსკვლავების ფორმირებისთვისაა საჭირო გალეული იქნება, ამის გამო სამყარო ჩაბნელდება.

დარჩენილი მზეები მოკვდება;

შავი ხვრელები ნელ-ნელა დეგენერირდება და ტრილიონობით წლის მანძილზე აორთქლდება

ე.წ. „ჰოკინგის რადიაციის“ გამო.

როცა ეს პროცესი დასრულებულია, მხოლოდ ფოტონების და სინათლის ნაწილაკების სუსტი გაზია

დარჩენილი, შემდეგ კი ესეც იშლება.

ამ დროს სამყაროში ყველა მოქმედება წყდება;

ენტროპია მაქსიმუმს აღწევს და სამყარო მკვდარია სამუდამოდ.

თუმცა… თეორიულად, შეიძლება შესაძლებელი იყოს,

რომ წარმოუდგენლად დიდი დროის შემდეგ,

ენტროპიის სპონტანური შემცირება მოხდეს ე.წ. „კვანტური გვირაბირების“ შედეგად,

რომელიც ახალ დიდ აფეთქებას გამოიწვევს.

მესამე: დიდი შეკუმშვა და დიდი გამეორება.

ეს ყველაზე ზეაღმაფრენი სცენარია.

თუ იმაზე ნაკლები ბნელი ენერგია არსებობს, ვიდრე ჩვენ გვგონია ან თუ იგი დროთა განმავლობაში შემცირდება, გრავიტაცია იქნება

ერთ დღესაც მთავარი ძალა სამყაროში.

რამოდენიმე ტრილიონ წელიწადში სამყაროს გაფართოების სისწრაფე

დაიკლებს და გაჩერდება.

შემდეგ კი იგი უკუსვლას დაიწყებს.

გალაქტიკები ერთმანეთისკენ დაიწყებენ მოძრაობას, შეერთდებიან, სამყარო კი

უფრო და უფრო პატარა გახდება.

ვინაიდან უფრო პატარა სამყარო უფრო ცხელ სამყაროს ნიშნავს, ტემპერატურა აიწევს

ყველგან ერთდროულად.

დიდ შეკუმშვამდე ასი ათასი წლით ადრე რადიაციული ფონი

ვარსკვლავების უმეტესობის ზედაპირზე ცხელი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ

ისინი გარედან შეიწვებოდნენ.

წუთებით ადრე სანამ დიდი შეკუმშვა მოხდება, ატომების ბირთვები ნაწევრდება,

შემდეგ კი ზემასიური შავი ხვრელები შთანთქავენ ყველაფერს.

ბოლოს ყველა შავი ხვრელი ერთ ზემასიურ მეგა შავ ხვრელად გაერთიანდებოდა,

რომელიც მთელი სამყაროს მასას შეიცავს,

და დიდ შეკუმშვამდე ბოლო წამს

იგი მთლიან სამყაროს შთანთქავდა თავისი თავის ჩათვლით.

დიდი გამეორების თეორიის მიხედვით ეს უამრავჯერ მომხდარა

და სამყარო გაფართოების და შეკუმშვის უსასრულო

ციკლს განიცდის.

კარგი იქნებოდა ასე რომ იყოს, არა?

ბოლოს რა მოუვა სინამდვილეში სამყაროს?

ამჟამად სითბური სიკვდილი ჩანს ყველაზე სავარაუდო, მაგრამ ჩვენ Kurzgesagt-ში იმედი გვაქვს, რომ

ეს „სამუდამოდ მკვდარი“ სამყაროს თეორია არასწორია და სამყარო ახლიდან და ახლიდან დაიწყება.

ზუსტად არ ვიცით, ამიტომ მოდით ვივარაუდოთ,

რომ ყველაზე კარგი თეორიაა მართალი.

სხვათა შორის, Twitter-ის გვერდი გვაქვს.