პატარა ბომბები თქვენს სისხლში - კომპლემენტის სისტემა | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

ყველა ცოცხალ არსებას უწევს სხვა ცოცხალ არსებებთან ბრძოლა

რომლებსაც მათი შეჭმა სურთ.

რადგანაც მრავალუჯრედიანი ცოცხალი არსებები მილიარდობით წელიწადი ვითარდებოდნენ

თავდაცვის გზებიც გამოიმუშავეს.

დღეისათვის ადამიანებს დახვეწილი თავდაცვის ქსელი აქვთ.

ფიზიკური ბარიერები, დამცავი უჯრედები და იარაღის ქარხნები.

მაგრამ ჩვენი დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემა ბევრისთვის უცნობია

მას კომპლემენტის სისტემა ეწოდება.

ის შვიდასი მილიონი წლის წინ წარმოიშვა

და 30-ზე მეტი განსხვავებული ცილის ერთობლიობას წარმოადგენს.

რომლებიც ერთობლივად მუშაობენ

დამპყრობლების შესაჩერებლად.

საერთო ჯამში

შენი სხეულის ყველა სითხე დაახლოებით 15 კვინტილიონი მათგანითაა გაჯერებული.

რომლებიც ქიმიური რეაქციებით იმართებიან.

ეს ცილები დამპყრობლების წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღს წარმოადგენენ.

იმუნური სისტემის მრავალი სხვა ნაწილი კი უბრალოდ ხელსაწყოა,

კომპლემენტის სისტემის გასააქტიურებლად.

თუმცა ის სახიფათოცაა.

წარმოიდგინე, რომ სისხლში ტრილიონობით მცირე ბომბი გაქვს, რომლებიც შესაძლოა

ნებისმიერ მომენტში აფეთქდნენ.

ამიტომ ჩვენი უჯრედები რამდენიმე მექანიზმს იყენებს

რათა კომპლემენტი შემთხვევით მათ არ დაესხას თავს.

კარგი,

და მაინც კონკრეტულად რას აკეთებს ის?

რატომ არის ის ასეთი სახიფათო?

მოკლედ რომ ვთქვათ,

კომპლემენტის სისტემა სამ საქმეს აკეთებს:

ასახიჩრებს მტერს. ააქტიურებს იმუნურ სისტემას.

და მტრებში ნახვრეტებს აჩენს, სანამ ისინი არ დაიხოცებიან.

კი მაგრამ, როგორ?

ბოლოსდაბოლოს,

ისინი ხომ მხოლოდ უჭკუო ცილები არიან.

რომლებიც უმისამართოდ დაეხეტებიან.

თუმცა

ეს მხოლოდ სტრატეგიის ნაწილია.

კომპლემენტის ცილები პასიურად ტივტივებენ.

არაფერს აკეთებენ.

სანამ არ გააქტიურდებიან და ფორმას არ შეიცვლიან.

ცილების სამყაროში

შენი ფორმა განსაზღვრავს რისი გაკეთება შეგიძლია, ან არ შეგიძლია

იმიტომ რომ ფორმა განსაზღვრავს, რასთან შეგიძლია ურთიერთქმედება

და როგორ.

მაგალითად,

პასიურ მდგომარეობაში შესაძლოა არაფერი გააკეთო.

აქტიური ფორმისას კი,

სხვა ცილების ფორმის შეცვლა შეგიძლია.

მათ თუ გაააქტიურებ, ისინი სხვებს გაააქტიურებენ.

ასეთმა მექანიზმმა

შესაძლოა ძალიან სწრაფად გავრცელებადი კასკადი წამოიწყოს.

წარმოიდგინე,რომ კომპლემენტის ცილები მილიონობით ასანთის ღერია

რომლებიც ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.

როგორც კი ერთი აალდება, სხვებსაც აანთებს.

ისინი კი დანარჩენებს და ასე გაჩნდება დიდი ხანძარი.

კომპლემენტის სისტემის მთლიანი მექანიზმის ჩვენება

ძალიან რთულია,

ამიტომ ჩვენ მას გავამარტივებთ.

ახლა კი წარმოიდგინე, რომ თითი გაიჭერი

და უამრავი ბაქტერია შემოიჭრა ჭრილობაში და გარშემო ქსოვილებში

ამ დროს კომპლემენტის შეტევა C3-ით იწყება.

C3 ასანთის პირველი ღერია

პირველი ცეცხლი, რომელიც ხანძარს წამოიწყებს.

ამის გასაკეთებლად, C3 პასიურიდან აქტიურზე უნდა გადაერთოს.

რთულია იმის ახსნა, თუ როგორ ხდება ეს

მოდით ვთქვათ, რომ რანდომულად

ან სხვა კომპლემენტის ცილებით, რომლებიც მტერს ემაგრებიან,

ანდაც ანტისხეულების მეშვეობით.

საკმარისია მხოლოდ იმის ცოდნა, რომ C3 ორ მცირე ცილად იშლება

C3a და C3b,

რომლებიც აქტიურდებიან

ერთ-ერთი მათგანი, C3b ცილა,

მაძებარი რაკეტასავითაა, რომლის სპეციალობაც ბაქტერიები,

სოკო ან ვირუსებია.

მან წამის მეასედში უნდა მიაგნოს მსხვერპლს,

თუარადა წყლის მოლეკულები გაანეიტრალებენ.

თუ C3b იპოვის სამიზნეს,

ის ძალიან მყარად მიემაგრება მის ზედაპირს და წასვლის საშუალებას არ აძლევს.

ამ პროცესში ცილა კვლავ იცვლის ფორმას.

ახალი ფორმით მას სხვა ცილების მოყვანა და ახალი პატარა კასკადის

წამოწყება შეუძლია.

ფორმის მრავალჯერადი ცვლილებით

და საკუთარ თავზე კომპლემენტის სხვა ცილების დამატებით

ის რეკტურის პლატფორმად ტრანსფორმირდება

და ცნობილია, როგორც C3 კონვერტაზა.

ეს პლატფორმა მეტი C3 ცილის აქტივაციითაა ცნობილი

რაც მთლიან ციკლს თავიდან იწყებს.

იწყება ამპლიფიკაციის მრუდი.

მალე ბაქტერიას ათასობით ცილა დაფარავს,

რაც ბაქტერიისათვის ძალიან ცუდია.

მას შეუძლია დააუძლუროს და დაასახიჩროს ბაქტერია, ან ძალიან შეანელოს.

წარმოიდგინე, რომ ათასობით ბუზით ხარ დაფარული.

მაგრამ აქ კიდევ მეტია.

C3-ის სხვა ნაწილიც ხომ გახსოვს?

C3a ცილა.

C3a დისტრესის შუქურასავითაა.

ათასობით მათგანი მიემართება ბრძოლის ველიდან სისხლის მიმოქცევაში

ყურადღების მისაპყრობად.

პასიური იმუნური უჯრედები ამჩნევენ C3a ცილას,

ფხიზლდებიან

და ცილას მიჰყვებიან ინფექციის ადგილისკენ

რაც უფრო მეტ გამაფრთხილებელ ცილას ხედავენ,

მეტად აგრესიულები ხდებიან.

ამ გზით კომპლემენტს დამხმარე ძალები ზუსტად იქ მიჰყავს, სადაც ისინი საჭირონი არიან

ამ დროისთვის

კომპლემენტი თავმდამსხმელებს ანელებს და დახმარებას ითხოვენ

და იწყება მტრის აქტიური განადგურება.

ბრძოლის ველზე პირველები

ფაგოციტები მოდიან.

რაც ცოცხლად გადაყლაპვას და პატარა საკანში გამომწყვდევას და შემდეგ

მჟავათი მოკვლას ნიშნავს.

მაგრამ სანამ მტერს გადაყლაპავენ, ჯერ უნდა დაიჭირონ ის,

რაც ადვილი სულაც არაა, რადგან ბაქტერია ცდილობს არ დაიჭირონ

და ხელიდან უსხლტება

მაგრამ კომპლემენტი, რომელიც ბაქტერიას მიემაგრა

წებოს მსგავსად მოქმედებს და იმუნურ უჯრედებს მსხვერპლის დაჭერაში ეხმარება.

შემდეგ უფრო საინტერესო რამ ხდება.

ისევ წარმოიდგინე, რომ ბუზებით ხარ დაფარული.

ახლა კი წარმოიდგინე, რომ ისინი კრაზანებად გადაიქცნენ.

ახალი კასკადი იწყება.

ბაქტერიის ზედაპირზე

C3-ის რეკრუტინგის პლატფორმა ფორმას ისევ იცვლის

და ახალი ცილების რეკრუტინგს იწყებს.

ერთად ისინი დიდი სტრუქტურის შენებას იწყებენ:

მემბრანაზე თავდასხმის კომპლექსის.

გრძელი შუბის ფორმის ახალი ცილები ნაწილ-ნაწილ

ესობიან ღრმად ბაქტერიის მემბრანებში.

სანამ მათში ისეთ ნახვრეტს არ გააჩენენ, რომელიც ვეღარ დაიხურება

ბაქტერიაში სითხე იჭრება,

მათი შიგნეულობა კი გარეთ იღვრება.

ისინი იხოცებიან.

ბაქტერიების დარჩენილი ნაწილი კომპლემენტს გაკავებული ჰყავს

და იმუნური უჯრედები მალე მათაც მიხედავენ.

თავდასხმა ჩანასახშივე აღკვეთეს,

სანამ საშიში გახდებოდა.

შენ სავარაუდოდ ის ვერც შეამჩნიე.

მართალია ბაქტერიას არ მოსწონს კომპლემენტი,

თუმცა ყველაზე ეფექტური ის

ვირუსების წინააღმდეგაა.

ვირუსების პრობლემა იმაშია, რომ მათ

უჯრედიდან უჯრედში მოგზაურობა სჭირდებათ

და უჯრედის გარეთ

ისინი შემთხვევაზე არიან დამოკიდებული, რომ რომელიმე უჯრედს დაეჯახებიან

და დაასნებოვნებენ. აქ ისინი სრულიად უმწეოები არიან

და კომპლემენტს მათი დაჭერა და დასახიჩრება შეუძლია,

ასე რომ ისინი უვნებლები ხდებიან და იმუნურ სისტემას მათი შეჭმა შეუძლია.

კომპლემენტის გარეშე ვირუსები გაცილებით მეტად მომაკვდინებლები იქნებოდნენ.

მაგრამ, ასეთი ეფექტური იარაღი თუ გვაქვს

საერთოდ რატომ ვხდებით ავად?

საქმე იმაშია, რომ ომში ორივე მხარე ადაპტირდება

მაგალითად, როდესაც ყვავილის ვირუსი აინფიცირებს უჯრედს

ის იწვევს იმ ცილის გამომუშავებას, რომელიც კომპლემენტის აქტივაციის პროცესს თიშავს.

შესაბამისად ვირუსი უსაფრთხო ზონებს ქმნის იმ უჯრედების ირგვლივ, რომელსაც აინფიცირებს.

როდესაც მათ ხოცავს და მეტის დაინფიცირებას ცდილობს, დიდი ალბათობით ეს გამოსდის კიდეც.

ასევე ზოგიერთ ბაქტერიასაც

შეუძლიათ სისხლიდან ის უჯრედები მოაგროვონ, რომლებიც კომპლემენტს თიშავს

და უჩინარი გახდნენ.

ასე რომ, მართალია კომპლემენტის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია

მაგრამ ის რთული და მშვენიერი იმუნური სისტემის მხოლოდ ერთ-ერთი მოთამაშეა.

იმის ნათელი მაგალითი, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთად ჭკვიან მექანიზმებს.

ეს ვიდეო დაფინანსებული იყო

შენს მიერ.

პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე,

ეს საიტი არ იარსებებდა.

და რთულია თქმა, თუ როგორი მადლიერები ვართ ამისათვის.

2019 წელს Kurzgesagt-ის ვიდეოების წარმოებას საშუალოდ 1200-მდე საათი სჭირდებოდა

კვლევისთვის და სცენარის დასაწერად,

ექსპერტებთან გადასამოწმებლად

ილუსტრირების და ანიმირებისთვის, ორიგინალი მუსიკის შესაქმნელად

რამდენიმე თვე გვჭირდება.

ეს მხოლოდ სპონსორების,

Patreon-ზე შენი მხარდაჭერის და ნაკეთობების

გაყიდვითაა შესაძლებელი.

როგორიც ეს პოსტერი და საფოსტო ბარათებია, კომპლემენტის სისტემის შესახებ

თუ გინდა რომ მხარი დაგვიჭირო

შეგიძლია გვიყურო, მფარველი გახდე და შესაძლოა შენი პირადი ჩიტიც კი დაიმსახურო!

ან ჩვენი ერთ-ერთი კალენდარი, ან პოსტერი მიიღო.

Kurzgesagt-ის მიზანია, რომ საუკეთესო ვიდეოები შევქმნათ

და მეცნიერება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

გმადლობ, რომ ეს შენი დახმარებითაა შესაძლებელი.