როგორ მუშაობს უსაფრთხოების სისტემა - უსაფრთხო. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

ადამიანის იმუნური სისტემა, ჩვენთვის ცნობილი ყველაზე რთული ბიოლოგიური

სისტემაა, თავის ტვინის შემდეგ. და მაინც, ჩვენი უმრავლესობა ვერასდროს

ისწავლის თუ როგორ მუშაობს ის, ან რას წარმოადგენს.

შენი იმუნური სისტემა ასობით პატარა და ორი დიდი ორგანოსგან შედგება.

მას აქვს საკუთარი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე.

ყოველდღიურად ის ასობით მილიარდ ჯარივით მოწესრიგებულ ახალ უჯრედს ქმნის.

ჯარისკაცებით, კაპიტნებით, დაზვერვით და შეიარაღებით

ის აბსტრაქტული ერთეული სულაც არ არის

შენი იმუნური სისტემა შენ ხარ.

შენი ბიოლოგია მილიარდობით მიკროორგანიზმისგან გიცავს, რომელთაც

შენი შეჭმა სურთ და გადაგვარებული უჯრედებისგან, რომლებიც კიბოდ გადაიქცევიან.

ის იმდენად მრავალმხრივია, რომ შეუძლებელია ერთ ვიდეოში გაშუქება, ამიტომ

ჩვენ გავაკეთებთ სერიას, სადაც განვიხილავთ მის სხვადასხვა ასპექტს.

დღეს: რა ხდება, როდესაც შენს ორგანიზმში შემოიჭრებიან

და შენი დაცვის პირველი რიგები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვებიან.

ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც მოულოდნელად

სამყარო აფეთქდა და ასტეროიდმა ცა გააპო.

უთვალავი უცნობი ცოცხალი ორგანიზმი შემოიჭრა, ისინი მზად არიან

ქალაქები და ინფრასტრუქტურა გაანადგურონ და მოსახლეობა შეჭამონ…

თუმცა ეს მხოლოდ უჯრედების გადმოსახედიდანაა.

შენ სისხლმდინარე ცერა თითს უყურებ, რომელიც პარკში ჭუჭყიან ტოტზე გაიჭერი.

გამაღიზიანებელია!

მაგრამ ჭრილობის შიგნით საშინელი კატასტროფა დატრიალდა.

ირგვლივ ყველგან მკვდარი უჯრედები, სისხლი და სიბინძურეა.

და კიდევ უარესი, შენს უმწეო უჯრედებს შორის, ათასობით ბაქტერია შემოიჭრა,

რათა ახალი სახლი აითვისონ, შენი რესურსები გამოიყენონ და ყველგან მოისაქმონ.

დაცვის პირველი ხაზი მყისიერად ერთვება საქმეში

გადარჩენილი, დაჭრილი ან მომაკვდავი უჯრედები პანიკისაგან ყვირიან

და ამით ქიმიური განგაშის შეტევას წამოიწყებენ.

პირველად მაკროფაგები გამოჩნდებიან.

ჩვეულებრივი უჯრედი ადამიანის ზომის რომ იყოს მაკროფაგი შავი მარტორქა იქნებოდა.

პრინციპში სტოიკური უჯრედია, მაგრამ მისი გაღიზიანები არ ღირს.

ბაქტერიები კი აღიზიანებენ მათ.

დიდი უჯრედები მაშინვე შეტევაზე გადადიან და მათ უმოწყალო ხოცვას იწყებენ.

ისინი თავის მკლავებს რვაფეხასავით წელავენ და ბაქტერიებს იჭერენ,

რათა გადაყლაპონ და ცოცხლად მოინელონ ისინი.

მაკროფაგს 100 ბაქტერიის შეჭმა შეუძლია, სანამ გამოიფიტება.

მაგრამ ძალიან ბევრი მტერია, ამიტომ მაკროფაგები დამხმარე ძალებს უხმობენ.

უამრავი ნეიტროფილი იღებს ამ სიგნალს და ისინიც ბრძოლაში ერთვებიან.

ნეიტროფილები თვითმკვლელები არიან, რომლებიც ცოცხლობენ, რომ მოკლან.

მათ იმდენად მოსწონთ მკვლელობა, რომ დაბადებიდან რამდენიმე დღეში

თავს იკლავენ და შენი ორგანიზმის დაზიანებას ვერ ასწრებენ.

ნეიტროფილები სასიკვდილო ქიმიკატებს აფრქვევენ ბაქტერიებზე,

რათა შთანთქან ისინი და იმდენად უყურადღებოები არიან შეტევის დროს,

რომ საკუთარ უჯრედებსაც აზიანებენ, მაგრამ გვერდითი ზიანი ახლა მათ არ ადარდებთ,

არც არასდროს ადარდებდათ.

ზოგიერთი მათგანი სუიციდის ნაღმზე თვითონაც ფეთქდება,

თავისი დნმ-ით მოქსოვილ ტოქსიკურ ბადეში ისინი ბაქტერიებს ახვევენ და კლავენ მათ.

ზოგჯერ კი მათ ბრძოლის გაგრძელება საკუთარი სიკვდილის შემდგომაც შეუძლიათ,

აი ამდენად ახალისებთ მათ მკვლელობა!

შენი სისხლძრღვები ბრძოლის ველზე სითხის ნაკადს უშვებენ

შენ ანთებას ამჩნევ.

შენი ცერა თითი ოდნავ შუპდება, წითლდება და გიხურს.

ამ სითხეს ბრძოლის ველზე ჩუმი მკვლელები, მილიონობით კომპლემენტის ცილა მოაქვს.

ეს თხევადი იარაღია, რომელიც ბაქტერიებს მათში ხვრელების გაჩენით კლავს

კომპლემენტის სისტემის დეტალურ ახსნაზე მთელი ვიდეო მოვამზადეთ.

ახლა კი გზაჯვარედინს მივადექით.

თუ ყველაფერი კარგად მიდის, შენი თავდაცვის პირველი ხაზი სწრაფად კლავს დამპყრობლებს.

მაგრამ ზოგჯერ მტერი ძალიან ძლიერია და გადალახავს დაცვის სისტემას,

რაც შენთვის, ადამიანო, გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს.

ახლა შენი იმუნური სისტემის მზვერავების, დენდრიტული უჯრედების დროა

სანამ მეომრები თავს იტეხდნენ, ის ბაქტერიებს აქუცმაცებდა,

წვრილად შლიდა და მათ ნაწილაკებში იმოსებოდა.

როგორც ჯარისკაცი მოირთავს ხოლმე თავს მოკლული მტრის ნაწლავებით.

ეს უჯრედი ბრძოლის ველს ტოვებს და იმუნური სისტემის მაგისტრალზე გადის,

რომელიც ყველა შენს ქსოვილს იმუნურ შტაბებთან აკავშირებს,

ლიმფურ კვანძებთან.

ბრძოლის ველიდან მომავალი დენდრიტული უჯრედი ეძებს დამხმარე T უჯრედს (T ჰელფერი),

რომელიც არის ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთაური უჯრედი თქვენს იმუნურ არმიაში.

მაგრამ არა ნებისმიერი დამხმარე T უჯრედი.

არამედ ის, რომელსაც სათანადო იარაღი აქვს კონკრეტულად შემოჭრილი ბაქტერიის წინააღმდეგ.

ის დადის და ყველა T ჰელფერ უჯრედს ეხება, ბაქტერიის ნაწილაკებით შემოსილი.

T უჯრედების უმრავლესობას არ მოსწონს და თავს არიდებენ მას.

მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ რაღაც ხდება.

T ჰელფერი ბაქტერიის ნაწილეკებს ამოიცნობს.

სწორედ ესაა საჭირო უჯრედი.

დენდრიტული უჯრედი ძალიან გახარებულია და ააქტიურებს დამხმარე T უჯრედს.

დაიცადე.

საიდან აღმოაჩნდა იმუნურ სისტემას საჭირო იარაღი კონკრეტული ბაქტერიის წინააღმდეგ?

შენს იმუნურ სისტემას მსოფლიოში არსებული ყველა ინფექციის წინააღმდეგ აქვს იარაღი.

შავი ჭირის, კორონავირუსის და იმ ინფექციის, 100 წლის შემდეგ მარსზე რომ აღმოცენდება.

ეს რთული თემაა და შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ.

ჯერჯერობით კი უბრალოდ იცოდე, რომ მილიარდობით უნიკალური T უჯრედი გაქვს

და თითოეული მათგანი საჭირო იარაღს ფლობს, შესაძლო მტრების წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც სათანადო T უჯრედი გააქტიურდება, იღვიძებს დაცვის მეორე ხაზი

იღვიძებს ისე, როგორც მოზარდი, რომელიც სკოლაშია წასასვლელი…

Ძალიან ნელა.

შენი მძიმე იარაღი წარმოუდგენლად ეფექტურია, მაგრამ არც ისე სწრაფი.

გააქტიურებული T ჰელფერი საკუთარი თავის კლონირებას იწყებს.

ერთი ხდება ორი, ორი ხდება ოთხი, სანამ ათასობით მათგანი არ გაჩნდება.

შემდეგ ორ ჯგუფად იყოფიან.

პირველი ჯგუფი სწრაფად მიემართება შენი ჯარისკაცების დასახმარებლად.

ბრძოლის ველზე უკონტროლო ვითარებაა.

დაღლილი მაკროფაგი მზად არის დანებდეს.

დღეების ბრძოლის მერე მას დაძინება სურს, როგორც აქამდე მის მრავალ მეგობარს.

მაგრამ ახლა დამხმარე T უჯრედები მოდიან.

ერთ-ერთი დაღლილ მაკროფაგს უახლოვდება და განსაკუთრებულ ქიმიურ სიგნალს უჩურჩულებს.

წამის მეასედში გამოცოცხლდება დემორალიზებული ჯარისკაცი.

მაგრამ საქმე სხვა რამეშიცაა.

მრისხანება!

მაკროფაგმა იცის რა უნდა გააკეთოს…

უნდა მოკლას.

ის მტერს ენარცხება

და იგივე ხდება მთლიან ბრძოლის ველზე.

ამავდროულად T ჰელფერების მეორე ჯგუფი დაცვის სხვა ხაზის აქტივაციაზე მუშაობდა:

B უჯრედები - შენი ანტისხეულების ქარხნები.

ანტისხეული ცილოვანი იარაღია, ის კიბორჩხალას ჰგავს, 2 საცეცით, მტრის დასაჭერად.

ისევე როგორც T ჰელფერი უჯრედები, ჩვენს სხეულებში არიან B უჯრედები,

რომლებსაც ყველა მტრის წინააღმდეგ შეუძლიათ საჭირო ანტისხეულების წარმოქმნა.

და T უჯრედებიც სწორედ ამ B უჯრედებს ეძებენ.

ერთი-ორი დღის შემდეგ საჭირო B უჯრედი ნაპოვნია და იწყებს თავისი თავის კლონირებას.

მას შემდეგ, რაც საკმარისი კლონები შეიქმნება,

თვითოეული B უჯრედი წამში 2000-მდე ანტისხეულის წარმოებას იწყებს!

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც დაშავდი და ბაქტერიებით დაინფიცირდი,

შენი დაცვის მეორე ხაზი საბოლოოდ სრული ძალით ერთვება ბრძოლაში.

პატარა არმია ბრძოლის ველს ავსებს, ახშობს და აუძლურებს სასოწარკვეთილ ბაქტერიებს.

ანტისხეულები მათ აგროვებენ და საშუალებას არ აძლევენ რომ იბრძოლონ ან იმოძრაონ,

ამ დროს კი შენი ჯარისკაცები დაუცველ მსხვერპლს ანადგურებენ.

ტალღა სწრაფად ჩაცხრება.

როდესაც უკანასკნელი მტერიც გაქრება

და ჯარისკაცები მიხვდებიან, რომ აღარ არიან საჭირონი

მეომრები თავს იკლავენ, მაგრამ არა ყველა

რამდენიმე T ჰელფერი რჩება და მეხსიერების უჯრედებად იქცევა.

ისინი წლობით დაიცავენ ქსოვილებს და იზრუნებენ,

რომ იგივე ბაქტრიებმა აწი აღარასდროს მოიკიდონ აქ ფეხი.

ანალოგიურად, რამდენიმე B უჯრედიც ცოცხალი დარჩება

და აწარმოებს მცირე რაოდენობით ანტისხეულებს,

რომლებიც ამ ბაქტერიისგან დაგიცავენ

შესაძლოა, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზეც.

ერთ დღესაც იღვიძებ და ამჩნევ, რომ ჭრილობა შეგიხორცდა,

მის ადგილას მხოლოდ მცირე წითელი ლაქაა დარჩენილი.

შენ წარმოდგენაც არ გქონდა, როგორ დრამასთან მოუხდათ შენს უჯრედებს გამკლავება.

შენთვის ყველაფერმა მცირე გაღიზიანებით ჩაიარა.

როდესაც მილიონობით უჯრედისათვის ეს განწირული, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ეპიკური ისტორიისა, რომელიც

რომელიც შენში ყოველდღე ხდება და სრულყოფილად

მოთხრობილია წიგნში: „იმუნიტეტი: იდუმალ სისტემაში მოგზაურობა, რომელიც გაცოცხლებს“,

დაწერილია Kurzgesagt-ის დამაარსებლისა და მთავარი ავტორის, ფილიპ დეტმერის მიერ.

წიგნი მშვენივრადაა გაფორმებული, იმისთვის, რომ ჩაუღრმავდე იმუნურ სისტემას,

ყველაზე მნიშვნელოვანს, რის შესახებაც საკმარისი ცოდნა არ გაქვს,

ის მთლიანად შეგიცვლის წარმოდგენას საკუთარ სხეულზე.

დაწერილია მარტივად და სახალისოდ,

ეს არის უწყვეტი პროექტი თითქმის ათწლეულის განმავლობაში,

იმიტომ რომ იმუნური სისტემა ყველაზე გასაოცარი რამაა.

ასე რომ, განაგრძე მოგზაურობა და გაიცანი საკუთარი ორგანიზმი.

იდუმალი ორგანოებით და მკვლელობის სკოლებით დაწყებული, უდიდესი ბიბლიოთეკით დასრულებული.

აღმოაჩინე, როგორი დიდებულია შენი იმუნური სისტემა და როგორ მუშაობს სინამდვილეში.

როგორ იბრძვის კიბოს, აივ-ის ან უბრალოდ გრიპის წინააღმდეგ.

ისწავლე მისი სტიმულირება და გაიგე, ღირს თუ არა ამის გაკეთება.

წიგნი ექვს კვირაში გამოვა

და ჩვენთვისაც და ფილიპისთვისაც ბევრს ნიშნავს, მას წინასწარ თუ შეუკვეთავ.

წიგნების სამყაროში წინასწარი შეკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია,

თამაშებისაგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია გარანტია მოგცეთ,

რომ ის ნამდვილად დასრულებულია.

ბმული აღწერილობაშია.

ეს ათ წლიანი პირადი მოგზაურობის დასასრულია და მართლა გვაინტერესებს რას ფიქრობ.

გმადლობ, რომ გვიყურე!