ყველაფერის ისტორია და მომავალი -- დრო. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

დროის პატარა მონაკვეთებიდან აზრი ადვილად გამოგვაქვს.

მაგრამ როცა დროის უზარმაზარ მონაკვეთებს შეხედავთ,

თითქმის შეუძლებელია მათი გაგება.

ხოდა, მოდით პატარით დავიწყოთ

წუთებით, საათებით, დღეებით.

ალბათ ბოლო 24 საათი უმეტესად ძილში და მუშაობაში გაატარეთ.

და ცოტა ყავაც დალიეთ.

გთხოვთ ტელევიზორს ნაკლებად უყურეთ.

მოდით ახლა 2013 წელს შევხედოთ: მეტნაკლებად შეუმჩნეველად,

ჰიტლერის პირადი მცველი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ივნისში კი ედვარდ სნოუდენმა NSA-ის სკანდალი დაიწყო.

ცოტა უკან წავიდეთ, 21-ე საუკუნე ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია და მასზე დიდი გავლენა იქონია

11 სექტემბრის თავდასხმამ, რამაც ბოლოს მესამე ერაყის ომი გამოიწვია.

და კიდევ Facebook-ი და სმარტფონები შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

მოდით უფრო უკან წავიდეთ!

20-ე საუკუნემაც იხილა თავისი წილი კონფლიქტები.

ორი დამანგრეველი მსოფლიო ომის შემდეგ,

ცივი ომი თითქმის მის მთელ მეორე ნახევარს გაგრძელდა.

ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ დროის უმეტესობას ფარავს

ისევე, როგორც ინტერნეტის დაბადებას და ინფორმაციის ხანის დაწყებას.

დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე ასაკოვანი ადამიანი ამჟამად მისაო ოკავაა,

რომელიც 1898 წელს დაიბადა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი დაბადება უფრო ახლოს იყო

იმ დროსთან, როცა ნაპოლეონი ევროპას მართავდა ვიდრე დღევანდელ დღესთან.

კაცობრიობის ისტორიის ბოლო 500-მა წელიწადმა

ძალიან დიდად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი

ინდუსტრიალიზაციამ ახალი იდეები წარმოშვა, როგორიცაა კომუნიზმი,

ფერმერები მუშები გახდნენ და ცოდნის გავრცელება გაადვილდა.

ევოლუციის თეორიამ შეცვალა, თუ როგორ აღვიქვამდით საკუთარ თავს და სამყაროს, რომელშიც ვცხვრობთ.

და ეს ყველაფერი რამდენიმე ასეულ წელიადში!

15-ე საუკუნეში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

კოლუმბის მიერ ამერიკის „აღმოჩენამ“ და კონსტანტინოპოლის დაცემამ

შუა საუკუნეებს წერტილი დაუსვა.

ხალხი შუა საუკუნეებში ბევრს ომობდა ტერიტორიისა და რელიგიის გამო,

მაგრამ შავი ჭირი ომზე გაცილებით ეფექტური იყო,

მან ყველა მესამე ევროპელი მოკლა ექვს წელიწადში

მოვედით ჩვენი ერის დასაწყისში, მოდით შევხედოთ საიდან დავიწყეთ.

ჩვენი საუკუნე ერთი ბეწოა, 2013 წელი კი ძლივს დასანახი.

ეს დაწერილი კაცობრიობის ისტორიაა.

პირამიდები 4500 წლის წინ ააგეს,

რომის იმპერიამ პიკს 2000 წლის წინ მიაღწია,

რაც იმას ნიშნავს, რომ რომაელებისთვის პირამიდები ისეთივე ძველი იყო, როგორც რომაელები არიან დღეს ჩვენთვის.

ისტორია დამწერლობით იწყება. მაგრამ მანამდე რა მოხდა?

დაახლოებით 12 000 წლის წინ მოხდა აგროკულტურული რევოლუცია.

კაცობრიობამ დაიწყო მიწათმოქმედება, რამაც გამოიწვია

ქალაქებისა და დიდი დასახლებების გაჩენა.

ადამიანების დედამიწაზე ბატონობა სწორედ აქედან დაიწყო.

90 000 წლის წინ ნეანდერტალელები და ადამიანები ერთად არსებობდნენ ევროპაში.

საინტერესო ფაქტი: ეს დაახლოებით ის დროა, რაც თანამედროვე კოსმოსურ ხომალდს

უახლოეს ვარსკვლავამდე მისაღწევად დასჭირდებოდა.

ჰომო საპიენსი — თანამედროვე ადამიანი, 200 000 წლის წინ გაჩნდა.

კაცობრიობის ისტორიას რომ ვუყურებთ, ის რასაც ჩვენ „ჩვენს წელთაღრიცხვას“ ვუწოდებთ ძალიან პატარა ჩანს, არა?

6 000 000 წლის წინათ, ჩვენი წინაპრები

და თანამედროვე შიმპანზეები უკანასკნელად იზიარებდნენ საერთო წინაპარს.

ხოლო 2 750 000 წლის მანძილზე, ქვის იარაღები იყო ყველაზე პოპულარული რამ.

ზუსტად 65 000 000 წლის წინ დასრულდა დინოზავრების ხანა

უზარმაზარი აფეთქებით, რამაც საწყისი მისცა ძუძუმწოვრების აღზევებას.

მაგრამ დინოზავრები დედამიწას წარმოუდგენლად დიდ ხანს მართავდნენ:

165 000 000 წელზე მეტს!

ეს იმდენი დროა და იმას ნიშნავს, რომ ტირანოზავრი რომელიც 65 000 000 წლის წინ ცხოვრობდა

უფრო ახლოსაა მაილი საირუსის კონცერტის ნახვასთან

ვიდრე ცოცხალ სტეგოზავრთან!

ცხოველური სიცოცხლე ამ პლანეტაზე 600 000 000 წლის წინათ დაიწყო:

ყველაზე ადრეული ცხოველები იყვნენ თევზები და სხვა პატარა მარტივი ზღვის არსებები,

შემდეგ გაჩნდნენ მწერები, მერე ქვეწარმავლები,

და ბოლოს, დაახლოებით 200 000 000 წლის წინ,

ძუძუმწოვრები შეუერთდნენ წვეულებას!

თავად სიცოცხლე გაცილებით ადრე დაიწყო:

3.6 მილიარდი წლის წინ.

მანამ სანამ ცხოველები გაჩნდებოდნენ, 2.4 მილიარდი წლის მანძილზე

სიცოცხლე შედგებოდა მხოლოდ პატარა მიკრობებისგან,

უთვალავი ერთუჯრედიანი ბაქტერიისგან.

3 მილიარდი წლის მანძილზე, დედამიწაზე არსებული სიცოცხლე უხილავი იყო შეუიარაღებელი თვალისათვის.

ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლებოდა ერთუჯრედიანი არსებები

განვითარებულიყვნენ სიცოცხლის რთულ ფორმებად, როგორებიცაა თევზები ან ზარმაცები.

პასუხია დრო, ძალიან დიდი დრო:

2.4 მილიარდი წელი ბევრი დროა სამუშაოდ!

4.6 მილიარდი წლის წინ დაიბადა მზე გიგანტური აფეთქების ნარჩენებისაგან,

60 მილიონი წლის შემდეგ დედამიწა ჩამოყალიბდა.

იმ ადრეულ წლებში კომეტებისა და ასტეროიდების მიერ ხშირმა დაბომბვამ

დედამიწას მისცა დიდი ოკეანეები და მთვარე სადაც კოსმოსურ ხომალდებს გავაგზავნიდით.

მაგრამ მთელი სამყაროს მასშტაბით, ჩვენი მზის სისტემა საკმაოდ ახალია,

13.75 მილიარდი წლის წინ დაიბადა სამყარო, ხოლო

600 მილიონი წლის შემდეგ, ჩვენი გალაქტიკა ჩამოყალიბდა მილიარდობით ვარსკვლავისგან,

მაგრამ რა იყო დიდ აფეთქებამდე?

სიმართლეა ისაა, რომ ეგ ჯერ არ ვიცით, და შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ.

მაგრამ ამაზე თეორიები გვაქვს. [სინგულარობა — ძალიან უცნაური უდროო ზონა. სინგულარობა ლამაზად თქმაა იმის, რომ ძალიან დაბნეულები ვართ]

და ესეც ასე:

წარსული.

ახლა მოდით ვნახოთ რა ვიცით მომავალზე.

დაახლოებით მილიარდ წელიწადში,

მზე ისეთი ცხელი იქნება, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შეუძლებელი გახდება.

მზის სიკვდილი 4 მილიარდი წლის შემდეგ მზის სისტემას წერტილს დაუსვამს.

კარგი, მზის სისტემა აღარ არის.

და ამის შემდეგ რა მოხდება?

რამოდენიმე ტრილიონი წლის შემდეგ ვარსკვლავების წარმოქმნა შეწყდება

და ერთ დღესაც სამყაროში არსებული ბოლო ვარსკვლავი მოკვდება.

სამყარო ჩაბნელდება,

და მასში მხოლოდ შავი ხვრელები იარსებებენ.

ბოლო შავი ხვრელის აორთქლებიდან დიდი ხნის შემდეგ,

ჩვენი სამყარო თავის ბოლო სტადიას მიაღწევს,

ე.წ. სითბურ სიკვდილს.

აღარაფერი აღარ იცვლება,

სამყარო

მკვდარია

სამუდამოდ.

ახლა საკმაოდ უცნაურ გრძნობებს გრძნობთ, ხომ ასეა?

ჩვენც.

ეს ბუნებრივია.

კარგი ამბავი ისაა, რომ

ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან შორსაა.

ერთადერთი დრო, რომელსაც ახლა აქვს მნიშვნელობა აწმყოა!

ის ლამაზი გოგონა რომ მოგწონს,

სადმე დაპატიჟე!

დრო ძვირფასია,

გამოიყენე!