ბაციარული ვაქცინების მხარდაჭერის შერჩევის მიზნით რისკი რამდენია? | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

ვაქცინა დაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია.

თუმცა, ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ

ვაქცინები ჩვენთვის არათუ სასარგებლო, არამედ საზიანოა -

უფრო და უფრო იზრდება.

ინტერნეტში ვაქცინაციაზე შეხვდებით არაერთ ისტორიას,

რომელშიც აღწერილია მასთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები.

ზოგიერთ შემთხვევაში, ვაქცინაციას ქმედუნარიანობის დაკარგვას ან სიკვდილსაც კი მიაწერენ.

ცხადია, ვაქცინებს, შესაძლოა, გვერდითი მოვლენები ახლდეთ თან.

მოდით, გავერკვეთ, როგორ მოქმედებს ვაქცინა და

რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ის.

თქვენი იმუნური სისტემა მილიარდობით უჯრედისგან შემდგარი არმიაა.

ის “ჯარისკაცებისგან”, “მზვერავი უჯრედებისა” და “იარაღის ქარხნებისგან” შედგება.

ყოველდღე თქვენ უამრავჯერ გესხმიან თავს,

მაგრამ, როგორც წესი, ყოველივე ამას იმუნური სისტემის “ჯარისკაცები”

ისე უმკლავდებიან, რომ თქვენ ვერც კი ამჩნევთ.

თუ ინფექცია გართულდება,

ჩვენი “მზვერავი უჯრედები” აგროვებენ

ინფორმაციას თავდამსხმელების შესახებ და

ააქტიურებენ “იარაღის ქარხნებს”.

იარაღები, როგორც იცით — ანტისხეულებია.

მათი მთავარი დანიშნულება

უცხო სხეულებთან ბრძოლაა.

სამწუხაროდ, ამ იარაღების შექმნის პროცესი რამდენიმე დღე გრძელდება,

რაც უცხო სხეულებისთვის საკმარისი დროა, რომ ზიანი მოგაყენონ.

ამ შემთხვევაში, ცნობილი გამონათქვამისგან განსხვავებით,

რაც არ გკლავს — არ გაძლიერებს.

ჩვენს სხეულს არ სურს, რომ გამუდმებით

იყოს ჩართული სერიოზულ ბრძოლებში.

შესაბამისად, ჩვენმა იმუნურმა სისტემამ მოიფიქრა ხერხი,

თუ როგორ შეიძლება, რომ ის დროთა განმავლობაში

უფრო და უფრო ძლიერი გახდეს.

თუ მტერი, რომელსაც ვებრძვით, იმდენად სახიფათოა,

რომ ჩვენი “იარაღების” გამოყენება გვიწევს,

ჩვენი იმუნური სისტემა ქმნის მეხსიერების უჯრედებს.

მეხსიერების უჯრედებს ჩვენს ორგანიზმში წლების განმავლობაში

ღრმა ძილით სძინავთ.

ისინი უბრალოდ ინფორმაციას იმახსოვრებენ.

როდესაც მტერი მეორედ დაგვესხმება თავს,

მძინარე მეხსიერების უჯრედები გაიღვიძებენ,

ანტისხეულებს შექმნიან და

კოორდინირებულ შეტევას დაიწყებენ.

ეს იმდენად სწრაფად და შეუმჩნევლად ხდება,

რომ ბევრი ინფექცია, რომელსაც ერთხელ დაამარცხებ,

აღარასდროს გაგხდის ავად.

შესაძლოა, ამ დაავადებისადმი იმუნური სულაც ცხოვრების ბოლომდე დარჩე.

სწორედ ამის გამოა, რომ ბავშვები

მუდმივად ავად არიან.

მათ არ აქვთ საკმარისი რაოდენობის მეხსიერების უჯრედები.

ვაქცინაციის დროს

სწორედ ამ ბუნებრივ მექანიზმს ვიყენებთ.

ვაქცინის მოქმედების პრინციპი

რამდენად სასარგებლოც არ უნდა იყოს ჩვენთვის მეხსიერების უჯრედები,

მათი შეძენა ინფიცირების გზით,

უსიამოვნებებთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული.

ვაქცინების საშუალებით

ჩვენს ორგანიზმს მეხსიერების უჯრედების წარმოქმნისკენ და

დაავადებისადმი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისკენ ვუბიძგებთ.

ისინი ორგანიზმს თავს საშიშ ინფექციად აჩვენებენ.

ამის გაკეთების ერთ-ერთ გზა ორგანიზმში ისეთი

უცხო სხეულების შეყვანაა, რომლებიც ვერ დაგვაზიანებენ.

მაგალითად, მათი მოკვლის ან

მცირე ნაწილებად დაჭრის გზით.

ჩვენი იმუნური სისტემა ამ ტიპის ვაქცინებს,

საკმაოდ მარტივად უმკლავდება.

თუმცა ზოგჯერ საჭიროა,

რომ ჩვენი იმუნური სისტემა მეტად დაიტვირთოს,

რათა მეტი მეხსიერების უჯრედი წარმოქმნას.

ამისათვის ცოცხალი ვაქცინებია საჭირო.

მტერი, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია,

უფრო დიდი გამოწვევაა ჩვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე — მკვდარი.

თუმცა, ეს იდეა არც თუ ისე კარგად ჟღერს.

ჩვენი ორგანიზმი პათოგენებს რომ ვერ გაუმკლავდეს?

ამის თავიდან ასაცილებლად,

ჩვენ ლაბორატორიაში ვქმნით ნამდვილი პათოგენის

შედარებით სუსტ ვარიანტს.

მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ჩვენს იმუნურ სისტემას

მეხსიერების უჯრედების შექმნისკენ უბიძგოს.

სწორედ ეს არის ვაქცინის მოქმედების ძირითადი პრინციპი.

ის ჩვენს ორგანიზმში იწვევს ბუნებრივ რეაქციას,

რომელიც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა დაავადებების მიმართ

იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ.

ზოგიერთი ვირუსი, მაგალითად, გრიპის ვირუსი,

იმდენად ხშირად განიცდის მუტაციას, რომ

ყოველ წელს ახალი ვაქცინა გვესაჭიროება.

მაგრამ ვაქცინების უმეტესობა წლების განმავლობაში

ან, სულაც, ცხოვრების ბოლომდე გვიცავს.

თუმცა, არის ერთი პრობლემა.

ისევე, როგორც ყველაფერ სხვას, დადებით მხარესთან ერთად

ვაქცინასაც აქვს უარყოფითი მხარე.

გვერდითი მოვლენები

რა არის გვერდითი მოვლენები?

და რა მოხდება, თუ თქვენს შვილს ისინი გამოუვლინდა?

რისკი, რომელიც ვაქცინაციას ახლავს თან

ვაქცინის გვერდითი მოვლენებისა და

დაავადებით გამოწვეული შესაძლო საფრთხეების პირდაპირი შედარება

არ არის მარტივი.

მაგალითად,

დასავლეთში წითელას აცრა

ასობით მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული

თუმცა, 2018 წელს ევროპაში 83,000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ამხელა მასშტაბების გამო,

იმ დაავადებასთან შედარებით, რომელიც დღეს თითქმის აღარ გვხვდება,

ვაქცინის, თუნდაც, მსუბუქი გვერდითი მოვლენები

ადამიანს შეიძლება ძალიან საშიშად ეჩვენოს.

სანამ წითელას ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდებოდა

1963 წელს წითელათი, ფაქტობრივად, ყველა ბავშვი ავადდებოდა,

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც.

1950-იან წლებში

ყოველწლიურად დასტურდებოდა

დაახლოებით 135,000,000 შემთხვევა

მაგრამ დღეს ხომ 2019 წელია

ჯანდაცვა და ტექნოლოგიები გაცილებით დაიხვეწა.

ნუთუ წითელა ჯერ კიდევ ასეთი საშიშია, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც კი?

ღირს, საერთოდ, გარისკვა და აცრის გაკეთება?

მოდით, წარმოვიდგინოთ სცენარი

რეალურ რიცხვებზე დაყრდნობით.

წარმოიდგინეთ პარალელურ სამყაროში არსებული განვითარებული ქვეყანა,

რომელსაც კარგი ჯანდაცვის სისტემა აქვს, მაგრამ ხალხი აცრებს აღარ იკეთებს.

ამ სცენარში, დავუშვათ, რომ 10 მილიონი ბავშვი

დაავადდა წითელათი.

რა მოხდება ამ შემთხვევაში?

9,8 მილიონ ბავშვს ანუ 98%-ს

დაეწყება მაღალი სიცხეები და გაუჩნდება უსიამოვნო გამონაყარი.

მათგან 800,000-მდე ბავშვს, ანუ 8%-ს

მწვავე ფაღარათი დაემართება

700,000-ს, ანუ 7%-ს

ყურის ინფექცია განუვითარდება

რასაც სმენის სამუდამო დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს.

600,000 ბავშვი ანუ 6%

წითელას ყველაზე სახიფათო ჩვენება —

პნევმონია დაემართება,

რომელსაც 12,000 სიცოცხლე ემსხვერპლება.

10,000 ბავშვი ანუ 0,1%

ენცეფალიტით დაავადდება,

2,500 ანუ 0,025% კი —

ვან-ბოგარტის ენცეფალიტით,

რომლის გამოც წითელას ვირუსი

მათ ტვინში შეაღწევს,

რის გამოც ისინი რამდენიმე წელში გარდაიცვლებიან.

ჯამურად, წითელა დაახლოებით 2,500,000 ბავშვს

მეტ-ნაკლებად სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

მიახლოებით 20,000 ბავშვი კი —

დაიღუპება.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა.

ბავშვებს, რომლებიც წითელას გადაიტანენ,

იმუნური სისტემა ძალიან დაუსუსტდებათ,

მის ხელახლა გაძლიერებას დიდი დრო დასჭირდება.

ამავდროულად, სხვა დაავადებები განაგრძობენ მათთვის ზიანის მიყენებას.

ყოველივე ამის გარდა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ,

რომ თქვენს შვილს ორი კვირის განმავლობაში

ძალიან რთული პერიოდის გადატანა მოუწევს.

რა შედეგი გვექნება ვაქცინაციის შემთხვევაში?

ობიექტური შედარებისთვის, მნიშვნელოვანია, მისი რისკებიც გავითვალისწინოთ.

გავიმეოროთ იგივე სცენარი, თუმცა

ამჯერად ათივე მილიონი ბავშვი წითელას, წითურასა და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინით ავცრათ.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ შემთხვევაში?

ვაქცინაციის შემდეგ, 10 მილიონი ბავშვიდან,

დაახლოებით 10%-ს სიცხე აუწევს.

500,000 ანუ 5%-ს მსუბუქი გამონაყარი გაუჩნდება.

100-მდე ბავშვს ანუ 0.001%-ს, შესაძლოა,

სერიოზული ალერგიული რეაქცია დაეწყოს

და მკურნალობა დასჭირდეთ.

10-მდე ბიჭს ანუ 0.0001%-ს, შეიძლება,

სასქესო ორგანოს ანთება დაემართოთ.

ჯამურად 10 ბავშვს, ანუ 0.0001%-ს,

შესაძლოა, ყველაზე რთული გვერდითი მოვლენა,

ენცეფალიტი განუვითარდეს.

შედეგად, ჩვენ ავცერით 10 მილიონი ბავშვი

მათგან კი დაახლოებით 120-ს გამოუვლინდა

მეტ-ნაკლებად სერიოზული გვერდითი მოვლენა.

ხარისხიანი სამედიცინო დახმარების წყალობით,

თითქმის ყველა მათგანი

თავს კარგად იგრძნობს.

მაშინ რა კავშირშია ვაქცინაცია აუტიზმთან?

ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის რაიმე სახის კავშირის ძებნას

მივყავართ ერთ კონკრეტულ წყარომდე,

რომლის სიმცდარეც არაერთხელ დადასტურდა.

ამ თემაზე დამატებითი საკითხავი მასალა და ვიდეოები ბმულების სახით

ვიდეოს აღწერილობაში შეგიძლიათ ნახოთ.

მაგრამ 2019 წელს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინაცია

აუტიზმს არ იწვევს.

ამაზე შევთანხმდით.

მაგრამ სიკვდილზე რა შეგვიძლია ვთქვათ?

მართლა რთული სათქმელია,

მოკვდება თუ არა თუნდაც ერთი ბავშვი

10 მილიონი აცრილი ბავშვიდან.

ეს საკითხი გულმოდგინედ გამოვიკვლიეთ,

არაერთ ექსპერტსაც კი ვკითხეთ აზრი.

თუ თვითდიაგნოსტირების შემთხვევებს უგულებელვყოფთ,

იმ ასეულობით მილიონ ბავშვთან დაკავშირებით,

ვისაც 1971 წლიდან წითელას, ყბაყურასა და წითელას კომბინირებული აცრა გაუკეთეს,

ჩვენ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის

დოკუმენტირებული შემთხვევები აღმოვაჩინეთ.

წითელა მრავალ ათასჯერ უფრო საშიშია თქვენი ბავშვისთვის,

ვიდრე ვაქცინის ყველაზე საშინელი გვერდითი მოვლენაც კი.

შემთხვევები, როდესაც ვაქცინის გვერდითმა მოვლენამ ვინმეს სიცოცხლე შეიწირა

ძალიან რთული აღმოსაჩენია.

ასეთის პოვნის შემთხვევაშიც კი,

ის სავარაუდოდ დადასტურებული შემთხვევა არ იქნება.

წითელას გამო გარდაცვლილი ხალხის სტატისტიკა კი ძალიან მარტივი გადასამოწმებელია.

მსოფლიოს მასშტაბით, 2017 წელს,

წითელათი 110,000 ადამიანი დაიღუპა.

სტატისტიკურად, დღეს 300 ბავშვი დაიღუპება წითელათი

ამ ვიდეოს დაწყებიდან კი უკვე ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

ვაქცინა უსაფრთხოების ღვედს ჰგავს.

ყოფილა შემთხვევა, რომ უცნაურ ავარიაში მოხვედრისას,

ადამიანი უსაფრთხოების ღვედის გამო გარდაცვლილა?

— კი, რა თქმა უნდა.

მაგრამ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შვილისთვის უფრო უსაფრთხო იქნება

თუკი მას უსაფრთხოების ღვედს არ გაუკეთებთ?

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი ალერგიულია?

მაშინ ხომ ჩვენ რაც განვიხილეთ,

თქვენს კონკრეტულ სიტუაციას არ ერგება?

ასეთ შემთხვევაში, თქვენ ვაქცინაციის ყველაზე მთავარი

მხარდამჭერი უნდა გახდეთ.

რადგან თუ თქვენი შვილები ვერ აიცრებიან,

მათი დაცვა მხოლოდ საზოგადოებას შეეძლება.

ამას “ჯოგური იმუნიტეტი” ჰქვია

და ის ერთადერთი რამაა,

რასაც თქვენი აუცრელი ბავშვის დაცვა შეუძლია.

ჯოგური იმუნიტეტის შემთხვევაში, დაავადების მიმართ იმუნიტეტი

იმდენ ადამიანს აქვს, რომ ის ვეღარ ვრცელდება და

და კვდება, სანამ ვინმეს კიდევ დააზიანებს.

თუმცა, ამან მხოლოდ წითელაზე მაინც რომ იმოქმედოს,

თქვენს გარშემომყოფთა სულ მცირე 95%

უნდა იყოს აცრილი.

დასკვნა:

ვაქცინაციის შესახებ კამათისას, პრობლემა ისაა,

რომ მხარეები არათანაბარ პირობებში კამათობენ.

ვაქცინაციის მომხრეები

კვლევებსა და სტატისტიკას იშველიებენ.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები კი, ძირითადად,

ინტუიციას, არასწორ ინფორმაციასა და

თავიანთ განწყობებს ეფუძნებიან.

ასეთ დროს, ხალხს ფაქტების აღქმა უჭირთ.

ყვირილით ვერავის დარწმუნებას ვერ შევძლებთ.

თუმცა, ვერც იმაზე დავხუჭავთ თვალს,

თუ რას იწვევს შეთქმულების თეორიები, რომლებსაც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები თხზავენ.

მათ გამო იღუპებიან ბავშვები, რომელთა აცრაც ასაკის გამო არ შეიძლება.

იღუპებიან ჯანმრთელი ბავშვებიც, რომელთაც უბრალოდ არ გაუმართლათ.

გაუჩინარების პირას მყოფი დაავადებები კი —

ხელახლა ვრცელდება.

ვაქცინაციის ყველაზე დიდი გვერდითი მოვლენა კი —

ნაკლები გარდაცვლილი ბავშვია.

ვაქცინაცია ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღია

საშინელი დაავადებების სამუდამოდ დასამარცხებლად,

რომელთაგან უმეტესობის არსებობა აღარც კი გვახსოვს.

მოდით, არ მივცეთ მათ საშუალება, რომ თავისი არსებობის შესახებ შეგვახსენონ.