რა მოხდა ისტორიის წინ? ადამიანის წამოყვანა | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ ძალიან ნორმალური და ჩვეული ჩანს

თითქოს ადამიანები ადრეც ასევე არსებობდნენ როგორც დღეს

მაგრამ ეს ასე არ არის

აქამდე ადამიანებს არასდროს უცხოვრიათ ასეთ რთულ და აწყობილ სამყაროში, სადაც ყველაფერი ჩვენს მოთხოვნებსაა მორგებული

ეს გვაძლევს საშუალებას აღარ ვინერვიულოთ ჩვენი გადარჩენისთვის

დღესდღეობით საჭმელი, თავშესაფარი და უსაფრთხოება ხშირად აღარ მიგვაჩნია ფუფუნებად

მაგრამ ჩვენ ამით გამორჩეულები ვართ, ადამიანის ისტორიის 99.99%-ის განმავლობაში ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო

და არ არსებობს ადამიანთა ერთი ისტორია

ჩვენი ამბავი 6 მილიონი წლის წინ იწყება, როდესაც ჰომინიდებმა პრიმატებ თან ურთიერთობა გაწყვიტეს

2.8 მილიონი წლის წინ პირველი ადამიანები, ჰომოს ხაზისა, გაჩნდნენ

ჩვენ ხშირად მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ადამიანებუ ბართ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება

იმ დროს როდესაც ჩვენ, ჰომო საპიენს საპიენსები გავჩნდით 200 000 წლის წინ, კიდევ ექვსი სხვა ადამიანის სახეობა არსებობდა

ჩვენი ნათესავები, მსგავსი ინტელექტით და შესაძლებლობებით, რომლებთან ერთად ცხოვრებაც უცხოპლანეტელებთან ერთად ცხოვრებას ემგვანებოდა

ზოგიერთი მათგანი საკმაოდ წარმატებული გამოდგა

მაგალითად, ჰომო ერექტუსმა 2 მილიონი წელი გაძლო

ათჯერ მეტი ვიდრე თანამედროვე ადამიანმა

უკანასკნელი წარმომადგენელი სხვა ადამიანთა სახეობებისა 10 000 წლის წინ გაქრა

ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია მათი გადაშენება

თანამედროვე ადამიანს ნეადერტალელებისა და ადამიანთა სხვა სახეობის გენების რამოდენიმე პროცენტი აქვს, ასე რომ იყო მათ შორის სისხლის აღრევა

მაგრამ იმდენი არა, რომ სახეობების შერწყმა გამოეწვია

ასე, რომ არ ვიცით რატომ გადაშენდნენ ისინი, რესურსებისთვია ბრძოლა წააგეს, თუ მათი მასობრივი განადგურება მოხდა

რაც არ უნდა მომხდარიყო, ფაქტია, რომ მხოლოდ ჩვენ დავრჩით

კაცობრიობის დასაწყისიდან დავიწყოთ.

2.8 მილიონი წლის წინ ადამიანები იყენებდნენ იარაღს, მაგრამ დიდად არ განვითარებულმა თითქმის ორი მილიონი წლის განმავლობაში

სანამ მათ ცეცხლის გაკონტროლება შეძლეს

ცეცხლზე იწვებოდა საკვები და ნოყიერი ხდებოდა, რამაც დიდი როლი შეასრულა ჩვენი ტვინის განვითარებაში

ცეცხლი სინათლესა და სითბოს გამოყოფდა, რაც ახანგრძლივდა დღეს და ზამთარს ასატანს ხდიდა

ამასთან ერთად ცეცხლის ალი მტაცებლებს აშინებდა და ნადირობისთვისაც შეიძლებოდა მისი გამოყენება

300 000 წლის წინ ადამიანებმა დაიწყეს პატარა, მონადირე-შემგროვებლურ საზოგადოებებში ცხოვრება

მათ ჰქონდათ ცეცხლი, ხე და ქვის იარაღები, ისინი გეგმავდნენ მომავალს, მარხავდნენ გარდაცვლილებს და საკუთარი კულტურა ჰქონდათ

და რაც ყველაზე მთავარია ისინი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ

შესაძლოა წინარე ენის რაიმე სახეობაზე უფრეო ადვილზე ვიდრე ჩვენია

დროის მანქანა რომ გვქონდეს, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა წარსულში

და ბავშვების მოპარვა და აღზრდა, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ ის განსხვავებულია?

ამაზე დიდი კამათი მიმდინარეობს

ანატომიურად, თანამედროვე ადამიანები 200 000 წლის წინ წარმოიშვნენ

მაგრამ ალბათ მხოლოდ 70 000 წელია ის მაქსიმალური დრო რომლითაც წარსულში შეგვიძლია ვიმოგზაუროთ და თანამედროვე ბავშვი მოვიპაროთ

მანამდე, ბავშვებს რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი გენური მუტაცია არ ექნებათ განცდილი

გენები, რომელიც აუცილებელია, რომ თანამედროვე ენა ავითვისოთ და აბსტრაქტული ვიფიქროთ

დაახლოებით 50 000 წლის წინ მოხდა ინოვაციური გარდატეხა

იარაღები გართულდა, კულტურა განვითარდა

რადგან ამ დროს ადამიანებს მრავალმხრივი გონება ჰქონდათ

და ჰქონდათ ენა, რომლითაც ერთმანეთს ინფორმაციას ეფექტურად უცვლიდნენ

უკანასკნელ დეტალამდეც კი

ამან საშუალება მოგვცა ერთად გვემუშავა, რაც ალბათ მთავარი განსხვავებაა ჩვენსა და დედამიწის სხვა მკვიდრებს შორის

წარმატება მოგვიტანა არა სუსტმა სხეულმა

არამედ შესაძლებლობა გვემუშავა ერთად უკეთესად ფუტკრების სკასთან

და მგლის ხროვასთან შედარებით

ჩვენი ტვინის განვითარებასთან ერთად შევძელით ის, რისი გაკეთებაც მანამდე შეუძლებელი იყო

პირველი - ჩვენი ცოდნის სწრაფად გაზრდა

მეორე - თაობიდან თაობამდე მიღებული ცოდნის დაგროვება და გადაცემა

მესამე - წარსულის ცოდნაზე ახლის დამატება და მისი გაღრმავება

ეს ყველაფერი უჩვეულოდ არ ჟღერს, მაგრამ მანამდე ინფორმაცია მხოლოდ თაობათაშორისი

გენეტიკური მემკვიდრეობით გადაიცემოდა, რაც არ იყო ეფექტური.

მაგრამ მაინც, შემდეგი 40 000 წლის განმავლობაში, დადიანის სიცოცხლე თითქმის იგივე იყო

ცოტა რამ იყო რაზეც დაშენება შეგვეძლო

ჩვენი წინაპრები უამრავ ცხოველთა შორის არსებობდნენ

ცათამბჯენის აშენება ძნელია … თუ არ იცი რას ნიშნავს სახლი

ადვილია ჩვენი წინაპრებით ვიტრაბახოთ, მაგრამ ეს უბრალოდ უგუნური იქნება

ადამიანები 50,000 წლის წინ გადარჩენის დიდოსტატები იყვნენ

მათ ტერიტორიის დეტალური რუკა ჰქონდათ

მათი შეგრძნებები კი ძალიან ძლიერი იყო

მათ ბევრი რამ იცოდნენ ზეპირად მცენარეებსა და ცხოველებზე

შეეძლოთ დახვეწილი იარაღების დამზადება, რასაც წლობით ვარჯიში და შესაძლებლობა სიჭირდებოდა

მათი სხეული დღევანდელი ათლეტების სხეულს ჰგავდა მათი ყოველდღიური ცხოვრების გამო

და ისინი მდიდარი სოციალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ თავიანთ ტომში

გადარჩენა იმდენ ოსტატობას მოითხოვდა, რომ ადრინდელი ადამიანების თავის ტვინი

შეიძლება დღევანდელი ადამიანების ტვინზე დიდიც კი ყოფილიყო

ერთად ჩვენ მეტი ვიცით დღეს, მაგრამ ჩვენი წინაპრები ჩვენზე მაღლა იდგნენ ინდივიდუალურად

დაახლოებით 12,000 წლის წინ, რამოდენიმე ადგილას, ადამიანებმა მიწის დამუშავება დაიწყეს

ყველაფერი სწრაფად შეიცვალა

ადრე მონადირეს გადასარჩენად დიდი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები სჭირდებოდა ყველა სფეროდან

მეურნეობის ხანასთან ერთად კი ადამიანებს შეეძლოთ სხვისი შესაძლებლობების გამოყენებით ეცხოვრათ

ეს ნიშნავდა რომ მათ უკვე კონკრეტულ დარგში შეეძლოთ სპეციალიზება

შეეძლოთ შეექმნათ უკეთესი ხელსაწტოები ან გამოეყვანათ უკეთესი ჯიშები

მათ დაიწყეს გამომგონებლობა

მეურნეობის განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა ის რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვეძახით

სოფლის მეურნეობამ მოგვცა სანდო და ადვილად შესაფასებელი საკვების წყარო

რამაც შესაძლებელი გახადა საკვების დიდი რაოდენობით შენახვა

მარცვეულის შენახვა ხორცის შენახვაზე მარტივია

საკვების მარაგი საჭიროებდა დაცვას, რამაც ჩამოაყალიბა ტომები რომლებიც ერთად ცვოვრობდნენ

გაჩნდა პირველი თავდაცვითი ნაგებობები და საჭირო გახდა ორგანიზებულობა

რაც უფრო მოვეწყეთ მით უფრო მარტივი გახდა ტველაფერი

სოფლები იწცნენ ქალაქებად, ქალაქები სამეფოებად, სამეფოები იმპერიებად

ადამიანებს შორის დიდი კავშირი დამყარდა რამაც შესაძლებელი გახადა ცოდნის გაცვლა

პროგრესი აჩქარდა

დაახლოებით 500 წლის წინ კი მეცნიერული რევოლუცია დაიწყო

მათემატიკამ, ფიზიკამ, ასტრონომიამ, ბიოლოგიამ და ქიმიამ სამყაროზე ჩვენი ხედვა შეცვალა

ამას მოყვა ინდუსტრიული რევოლუცია რომელიც თანამედროვე სსამყაროს საფუძველი გახდა

რადგან ჩვენი შრომის ნაყოფიერობა გაიზარდა

მეტ ადამიანს შეეძლო სიცოცხლე კაცობრიობის პროგრესისთვის მიეძღვნა

კვლავინდებურად ხდებოდა მეცნიერული რევოლუციები

კომპიუტერის გამოგონებამ, მისმა ჩამოყალიბებამ დღევანდელ სახედ

და ინტერნეტის აღზევებამ ჩვენი სამყარო ჩამოაყალიბა

ძნელია წარმოვიდგინოთ რა სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი

თითქმის 125,000 თაობა შეიცვალა პირველი ადამიანების წარმოშობიდან

დაახლოებით 7,500 მას შემდეგ რაც ფიზიკურად თანამედროვე ადამიანებმა იხილეს მზის სინათლე

500 თაობის წინ დაიწყო ის რასაც ცივილიზაციას ვეძახით

20 თაობაა რაც მეცნიერება ვისწავლეთ

და უმრავლესობისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი სულ რაღაც ერთი თაობის წინ გახდა

დღეს ვცხოვრობთ ყველაზე წარმატებულ ხანაში ვცხოვრობთ რაც კი ადამიანს ოდესმე უნახავს

ჩვენ შეცვალეთ ჩვენი პლანეტა, ატმოსფეროს შემადგენლობიდან ლანდშაფტის მასობრიც ცვლილებებამდე

და ასევე ცხოველების ჩვენი სურვილისამებრ შევცვალეთ

ჩვენ ღამის ცას ხელოვნური სინათლით ვანათებთ და ხალხს ცაში მეტალის ყუთებით ვუშვებთ

ზოგმა მთვარეზეც კი გაისეირნა

ზოგიერთ პლანეტაზე კი რობოტები დავსვით

სამყაროს ღრმა წარსულსი მექანიკური თვალებით ვიყურებით

ჩვენი ცოდნა და მისი მიღებისა და შენახვის შესაძლებლობა სასწაულად გაიზარდა

საშუალოდ დღევანდელმა მაღალკლასელმა უფრო მეტი იცის სამყაროს შესახებ ვიდრე სწავლულმა საუკუნეების წინ

ადამიანები მბრძანებლობენ ამ პლანეტაზე

მაგრამ არც ისე განსხვავებულები ვართ ჩვენი წინაპრებისაგან რომლების 70,000 წლის წინ ცხოვრობდნენ

მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესი ადამიანის არსებობის მხოლოდ 0.001%-ია რაც გვაქვს

დღეიდან არ ვიცით რა გველის მომავალში

ვაშენებთ ცათამბჯენს, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული მყარ საძირკველზე დგას

თუ მას უბრალო ქვიშაზე ვაშენებთ

მოდი ეს ამჯერად ასე დავტოვოთ

შემდეგ ჯერს როცა მატარებელს ვერ მიუსწრებ, შენი ბურგერი ცხელი არ იქნება ან ვიღაცა რიგში გადაგისწრებს

გაიხსენე რამდენად განსაკუთრებულია ეს სამყარო

შეიძლება სულაც არ ღირს ასეთ წვრილმანებზე ნერვიულობა

ეს ჩვენი პირველი მცდელობაა ისტორიის შესახებ ვიდეოსი

გაგვიხარდება უფრო მეტს თუ გავაკეთებთ, მაგრამ მათ სხვა ვიდეოებზე დიდი დრო მიაქვთ

ასე რომ ალბათ 3-4 ცალს გავაკეთებთ წელიწადში

თქვენი შენიშვნები დიდად მისასალმებელია ჩვენთვის

მადლობა რომ გვიყურებთ და თუ ჩვენი პირდაპირ დახმარება გინდათ

Patreon-ზე დაგვეხმარეთ

ნამდვილად ძალიან გვადგება

სანამ ფიქრობთ აქვეა ვიდეოები თუ კიდევ გაინტერესებთ