იმუნიტეტის სისტემა განსაკუთრებით აღმოაჩენს ბაქტერიულ ინფექციას. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

შენი ცხოვრების ყოველ წამს თავდასხმის ქვეშ ხარ.

მილიარდობით მიკრობი ცდილობს შენს სხეულში დასახლდეს

ამიტომ ჩვენმა სხეულებმა ურთულესი პატარა არმია შექმნა

სიკვდილისგან რომ დაგიცვას…

იმუნურ სისტემას 12 სხვადასხვა საქმე აქვს: მტრების მოკვლა, კომუნიკაცია და ა.შ.

მას 21 განსხვავებული უჯრედი და 2 ცალი ცილოვანი ქვედანაყოფი აქვს

ამ უჯრედებს 4 -მდე განსხვავებული მოვალეობა აკისრიათ.

მოდი დავახასიათოთ ისინი. აი მათი კავშირები.

ახლა მოდი გასაგებად ავხსნათ

პირველ რიგში, საქმეებს ფერები მივანიჭოთ.

ახლა კი უჯრედები აღვწეროთ.

ცენტრალური ფერი უჯრედის ძირითად საქმიანობას აღნიშნავს

ხოლო შემომფარგვლელი ფერი წარმოადგენს მეორად მოვალეობებს.

აი ასე გამოიყურება იმუნური სისტემა.

ახლა კი კავშირები.

საოცრად რთული ჩანს, არა?

ამ ვიდეოში მხოლოდ ამ უჯრედებზე ვისაუბრებთ, სხვებს არ განვიხილავთ.

მაშ, რა ხდება ინფექციის შემთხვევაში?

შესავალი

მშვენიერი დღე იყო, როდესაც მოულოდნელად ჟანგიანმა ლურსმანმა გაგკაწრა.

და ამით პირველი დამცავი ბარიერი, ანუ კანი, დაზიანდა.

ახლომდებარე ბაქტერიები ამ შანსს იყენებენ და იჭრებიან შენს ჭრილობაში.

ისინი სხეულის რესურსების ხარჯზე თავის რაოდენობას 20 წუთში ერთხელ აორმაგებენ

თავიდან ისინი რადარის ქვეშ არიან, მაგრამ მათი პოპულაცია გარკვეულ რაოდენობას აღწევს

ქცევას იცვლიან და სხეულის დაზიანებას გარემოს შეცვლით იწყებენ.

იმუნურმა სისტემამ ისინი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეაჩეროს.

პირველ რიგში, მცველი უჯრედები - მაკროფაგები ერთვებიან საქმეში.

ეს არის უზარმაზარი უჯრედი, რომელიც სხეულის ყველა საზღვარს იცავს.

უმეტესწილად, მაკროფაგებს დამოუკიდებლად შეუძლიათ თავდასხმის ჩახშობა,

თითოეულ მათგანს შეუძლია 100 -მდე თავდამსხმელის გადაყლაპვა.

ისინი მთლიანად ყლაპავენ შემოჭრილ მტერს და მემბრანის შიგნით ატყვევებენ.

შემდეგ მტერი ფერმენტების საშუალებით იშლება და იღუპება.

გარდა ამისა, ისინი სისხლძარღვებს ბრძოლის ველზე წყლის გაშვებას უბრძანებენ,

რითაც ანთებას იწვევენ, რათა ბრძოლა გაადვილდეს.

ამ დროს შენ ძალიან მსუბუქ შეშუპებას ამჩნევ.

როდესაც მაკროფაგები დიდხანს იბრძვიან,

ისინი ითხოვენ მხარდაჭერას, მაცნე ცილების გამოყოფით,

ნეიტროფილები ტოვებენ თავიანთ საპატრულო არეალს სისხლში და ბრძოლის ველისკენ მიდიან.

ნეიტროფილები იმდენად მრისხანედ იბრძვიან, რომ ამ პროცესში ჯანსაღ უჯრედებსაც კლავენ.

გარდა ამისა, ისინი ბარიერებს წარმოქმნიან, რომლებიც იჭერენ და კლავენ ბაქტერიებს.

იმდენად მომაკვდინებლები არიან, რომ 5 დღეში თავს იკლავენ, რათა დამატებითი ზიანი აირიდონ

თუ ეს არ არის საკმარისი მტრის შესაჩერებლად, იმუნური სისტემის ტვინი ერთვება საქმეში:

დენდრიტული უჯრედი აქტიურდება.

ის რეაგირებს ჯარისკაცების სიგნალებზე და იწყებს მტრებისგან ნიმუშების შეგროვებას.

ის მათ ნაწილებად დაშლის და თავის მემბრანაზე წარმოადგენს.

შემდეგ კი დენდრიტული უჯრედი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს.

ანტივირუსულ ძალებს უნდა მიმართოს, რომლებიც ინფიცირებულ უჯრედებს ანადგურებს,

თუ ბაქტერიების მკვლელების არმიას უნდა მოუხმოს?

ამ შემთხვევაში ანტიბაქტერიული ძალებია საჭირო.

დაახლოებით ერთ დღეში ის უახლოეს ლიმფურ კვანძამდე მიდის.

აქ მილიარდობით დამხმარე(ჰელფერი) და მკვლელი T უჯრედები ელოდებიან გააქტიურებას.

როდესაც T უჯრედები იბადებიან, ისინი რთულ წრთვნას გადიან

და მათგან მხოლოდ მეოთხედი გადარჩება.

გადარჩენილი უჯრედები სპეციფიური ეკიპირებითაა აღჭურვილი.

დენდრიტული უჯრედი მიდის იმ T ჰელფერი უჯრედისკენ, რომელსაც საჭირო ეკიპირება აქვს

ის იმ T ჰელფერს ეძებს, რომელსაც იმ მტრის ნაწილაკების ამოცნობა შეუძლია, დენდრიტულმა

უჯრედმა რომ მიიმაგრა მემბრანაზე. როდესაც პოულობს, ჯაჭვური რეაქცია იწყება.

დამხმარე T უჯრედი გააქტიურებულია. ის სწრაფად მრავლდება ათასჯერ.

ზოგი მათგანი მეხსიერების უჯრედად იქცევა, ლიმფურ კვანძში რჩება და ამ მტრისგან გიცავს.

ზოგიერთი კი ბრძოლის ველზე დასახმარებლად მიემართება.

მესამე ჯგუფი მიემგზავრება ლიმფური კვანძის ცენტრში,

რათა გაააქტიუროს ძალზე ძლიერი იარაღის (B უჯრედების) ქარხანა.

T უჯრედების მსგავსად, ისინი იბადებიან კონკრეტული წყობით

და როდესაც ერთნაირი მოწყობის B უჯრედი და T უჯრედი ერთმანეთს ხვდება, ჯოჯოხეთი იწყება.

B უჯრედი სწრაფად მრავლდება და იწყებს მილიონობით პატარა იარაღის წარმოებას.

ისინი იმდენად ბევრს მუშაობენ, რომ მალევე იღუპებიან დაღლილობისგან.

T ჰელფერი უჯრედები კიდევ ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ-შრომისმოყვარე ქარხნებს

ამხნევებენ და ეუბნებიან: “ჯერ არ მოკვდე, ჩვენ კიდევ გვჭირდები!”

ასევე რწმუნდებიან, რომ ინფექციის დამარცხების შემდეგ ქარხანა განადგურდა

და ორგანიზმს არ აზიანებს. მაინც რას წარმოქმნის B უჯრედი?

მათ შესახებ გსმენია, რა თქმა უნდა: ანტისხეულები.

პატარა ცილები, რომლებიც კონკრეტული მტრის ზედაპირთან შესაჭიდებლადაა შექმნილი.

განსხვავებული ანტისხეულები არსებობს და მათ სხვადასხვა მოვალეობები აკისრიათ.

T ჰელფერები კარნახობენ პლაზმურ უჯრედებს, თუ რომელია საჭირო შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ

მილიონობით მათგანი ავსებს სისხლს და გააჯერებს ორგანიზმს.

ამასობაში ინფექციის ადგილას რთული მდგომარეობაა.

თავდამსხმელები გამრავლდნენ და სხეულის დაზიანება დაიწყეს.

მცველი და თავდამსხმელი უჯრედები იბრძვიან და ბრძოლაში იღუპებიან.

T ჰელფერი უჯრედები მათ ამხნევებენ და უბრძანებენ რომ უფრო აგრესიულები იყვნენ

და მეტხანს იცოცხლონ, მაგრამ დაუხმარებლად მათ არ შეუძლიათ ბაქტერიების დამარცხება

ამასობაში თავდაცვის მეორე ხაზი მოდის.

ბრძოლის ველი მილიარდობით ანტისხეულითაა დატბორილი და ისინი ბევრ მტერს აუვნებელყოფენ

და ხოცავენ მათ.

ისინი ასევე აშეშებენ ბაქტერიებს და მათ მარტივ სამიზნედ აქცევენ.

ისინი მკვლელ უჯრედებს მტერთან აკავშირებენ, ზურგის საშუალებით და მათ მოკვლას აადვილებენ

მაკროფაგები განსაკუთრებით ყოჩაღად ყლაპავენ ანტისხეულებით მონიშნულ მტერს.

ახლა ბალანსი იცვლება.

გუნდური ძალისხმევით, ინფექცია ქრება.

ამ მომენტისთვის უკვე დაღუპულია სხეულის მილიონობით უჯრედი.

არაუშავს, ეს დანაკარგი სწრაფად ივსება.

იმუნური უჯრედების უმრავლესობა უსარგებლოა მუდმივი სიგნალების გარეშე და თავს იკლავენ,

რესურსების დაზოგვის მიზნით, თუმცა ზოგიერთი რჩება: მეხსიერების უჯრედები.

თუ მომავალში ეს მტერი კიდევ გამოჩნდება, ისინი მზად იქნებიან რომ გაანადგურონ.

ეს იყო იმუნური სისტემის მუშაობის ძალიან გამარტივებული ახსნა.

წარმოიდგინე, რამდენად რთულია ეს სისტემა, თუნდაც ასეთ ზედაპირულ დონეზე განხილვისას.

ცხოვრებაც რთულია, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, უამრავ საოცრებას და მშვენიერებას აღმოვაჩენთ