ყველაზე დიდი გაფრთხილების დაწყება - ბიგ ბენგი. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

ყველაფრის დასაწყისი.

დიდი აფეთქება.

იდეა, რომ სამყარო მოულოდნელად გაჩნდა და არ არის უსასრულო.

მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მეცნიერთა უმეტესობა თვლიდა, რომ სამყარო

უსასრულოა და არ აქვს ასაკი.

თუმცა შემდეგ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ მოგვცა უკეთესი წარმოდგენა გრავიტაციაზე

და ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ გალაქტიკები ერთმანეთს შორდება

წინა ვარაუდების შესაბამისად.

1964 წელს შემთხვევით იქნა აღმოჩენილი რელიქტური გამოსხივება,

ადრეული სამყაროს კვალი,

რამაც, სხვა დაკვირვებად მტკიცებულებებთან ერთად, დიდი აფეთქება

საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული თეორია გახადა.

მას შემდეგ, გაუმჯობესებულმა ტექნოლოგიებმა, მაგალითად, ჰაბლის ტელესკოპმა

მოგვცა დიდი აფეთქების და კოსმოსის სტრუქტურის საკმაოდ ზუსტი სურათი.

უახლესი დაკვირვებები იმაზეც კი მეტყველებს, რომ სამყაროს გაფართოება

ჩქარდება.

მაგრამ როგორ მუშაობდა ეს დიდი აფეთქება?

როგორ შეიძლება, რაღაცა გაჩნდეს არაფრიდან?

მოდით, გამოვიკვლიოთ ის, რაც ვიცით.

ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვიდეოს შესავალს ყურადღება არ მივაქციოთ.

პირველ რიგში, დიდი აფეთქება არ იყო აფეთქება.

ეს იყო მთლიანი სივრცის ყველა ნაწილის გაჭიმვა ერთდროულად.

დასაწყისში სამყარო იყო ძალიან, ძალიან, ძალიან პატარა

და ის სწრაფად გაფართოვდა ფეხბურთის ბურთის ზომამდე.

სამყარო არ გაფართოვებულა რაიმეში, სივრცე უბრალოდ ფართოვდებოდა თავის თავში.

სამყაროს არ შეუძლია გაფართოვდეს რამეში, რადგან მას არ აქვს საზღვრები;

განმარტების თანახმად, არ არსებობს სამყაროს „გარეთ“.

სამყარო — ეს ყველაფერია, რაც არსებობს.

ამ ცხელ, მკვრივ გარემოში, ენერგიამ თავი გამოავლინა

ნაწილაკებში, რომლებიც არსებობდა დროის მხოლოდ უმცირეს მომენტში.

გლუონებიდან კვარკების წყვილები იქმნებოდა, რომლებიც ანადგურებდა ერთმანეთს

და შემდეგ, შესაძლოა, წარმოქმნიდა კიდევ მეტ გლუონს.

ეს ნაწილაკები პოულობდა სხვა ხანმოკლედ მოარსებე კვარკებს მათთან ურთიერთქმედებისთვის,

რის შედეგადაც ფორმირდებოდა კვარკების ახალი წყვილები, შემდეგ კი — ისევ გლუონები.

მატერია და ენერგია იყო არა მხოლოდ თეორიულად ექვივალენტური,

არამედ, ტემპერატურა იმდენად დიდი იყო, რომ ისინი პრაქტიკულად ერთი და იგივე რამ იყო.

დაახლოებით ამ დროს, მატერიამ გაიმარჯვა ანტიმატერიაზე.

დღესდღეობით, შემოგვრჩა თითქმის სულ მატერია და ძალიან ცოტა ანტიმატერია.

როგორღაც ყოველ მილიარდ ერთ მატერიის ნაწილაკზე

მილიარდი ანტიმატერიის ნაწილაკი მოდიოდა.

სამყაროში ერთი მასიური, უნივერსალური ძალის მაგივრად

გაჩნდა მისი რამდენიმე დახვეწილი ვერსია, რომლებიც სხვადასხვა კანონების ქევშ მოქმედებდა.

ამ მომენტისთვის, სამყარო გაფართოვდა მილიარდი კილომეტრის დიამეტრამდე,

რამაც გამოიწვია ტემპერატურის დაწევა.

კვარკების წარმოქმნის და ენერგიად გადაქცევის ციკლი

უეცრად ჩერდება.

ამ მომენტიდან, იმაზე ვმუშაობთ, რაც გვაქვს.

კვარკების მიერ ახალი ნაწილაკების, ადრონების ფორმირება დაიწყო, როგორებიცაა პროტონები და ნეიტრონები.

არსებობს კვარკების უამრავი კომბინაცია, რომლებსაც შეუძლია ადრონების ყველა სახეობის ჩამოყალიბება,

მაგრამ ძალიან ცოტა თუ არის საკმარისად სტაბილური დროის დიდ მონაკვეთში.

გთხოვთ, ცოტა ხნით დაფიქრდით იმაზე, რომ ახლა მხოლოდ ერთი წამია გასული

ყველაფრის დასაწყისიდან.

სამყარო, რომელიც გაიზარდა 100 მილიარდ კილომეტრამდე,

ახლა უკვე საკმარისად ცივია იმისათვის, რომ ნეიტრონების უმეტესობის პროტონებად დაშლა შესაძლებელი იყოს

და წარმოიქმნას პირველი ატომი, წყალბადი.

წარმოიდგინეთ, რომ სამყარო ამ მომენტში ექსტრემალურად ცხელი სუპია,

100 მილიარდი გრადუსი ცელსიუსით, სავსე უამრავი ნაწილაკითა და ენერგიით.

მომდევნო რამოდენიმე წუთში, ყველაფერი ძალიან სწრაფად გაგრილდა და დაწყნარდა.

ადრონებისგან და ელექტრონებისგან ატომები ჩამოყალიბდა,

რის შედეგადაც სტაბილური და ელექტრულად ნეიტრალური გარემო ჩამოყალიბდა.

ზოგი ამ პერიოდს ბნელ ერას უწოდებს, რადგან არ არსებობდა ვარსკვლავები

და წყალბადის გაზი არ აძლევდა სინათლეს მოძრაობის საშუალებას.

მაგრამ რა აზრი აქვს ხილულ სინათლეს, თუ ჯერაც არაფერია ცოცხალი,

რასაც თვალები ექნება?

როდესაც რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ წყალბადის გაზმა თავი ერთად მოიყარა

და გრავიტაციამ ის წნევის ქვეშ მოაქცია, ვარსკვლავების და გალაქტიკების ფორმირება დაიწყო.

მათმა რადიაციამ დაშალა სტაბილური წყალბადის გაზი პლაზმად,

რაც ამჟამადაც ავსებს სამყაროს და ხილულ სინათლეს მასში გავლის საშუალებას აძლევს.

საბოლოოდ, იქმნა ნათელი!

კარგი, მაგრამ რაც შეეხება იმ ნაწილს, რაზეც არ გვილაპარაკია?

რა მოხდა თავად დასაწყისში?

ეს ნაწილი, შეიძლება განისაზღვროს, როგორც დიდი აფეთქება.

ჩვენ არაფერი ვიცით იმაზე, რაც აქ მოხდა.

აქ ჩვენი ხელსაწყოები მუშაობას წყვეტს.

ბუნების კანონები უაზრო ხდება, თავად დროც კი გაუგებარი ხდება.

იმის გასაგებად, თუ რა მოხდა აქ, გვჭირდება თეორია, რომელიც აერთიანებს

აინშტაინის ფარდობითობას და კვანტურ მექანიკას,

რაზეც ახლა უამრავი მეცნიერი მუშაობს.

მაგრამ ეს ჩვენ უამრავ უპასუხო კითხვას გვიტოვებს.

იყო თუ არა ჩვენს სამყარომდე სხვა სამყაროები?

არის თუ არა ეს სამყარო პირველი და ერთადერთი?

რამ გამოიწვია დიდი აფეთქება, თუ ის უბრალოდ თავისთავად მოხდა,

იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც ჯერ ჩვენ არ გვესმის?

ჩვენ ეს არ ვიცით და შეიძლება, ვერც ვერასოდეს გავიგოთ.

მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ სამყარო, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, დაიწყო აქ

და დაბადა ნაწილაკები, გალაქტიკები, ვარსკვლავები, დედამიწა და თქვენ.

რადგან ჩვენ თავად შევდგებით მკვდარი ვარსკვლავებისგან, ჩვენ არ ვართ

სამყაროსგან გამოყოფილნი; ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სამყაროს თვითშეცნობის გზა ვართ.

ასე რომ, მოდით განვაგრძოთ მისი შეცნობა მანამ, სანამ აღარ იარსებებს მეტი შეკითხვა.

Subtitles by the Amara.org community