ახსნა ანტიბიოტიკი აპოკალიფსი | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

რას იტყვით, რომ გითხრათ, რომ კაცობრიობა ამჟამად ერთობლივი

ძალისხმევით ცდილობს შექმნას სრულყოფილი სუპერმიკრობი?

რომელსაც ასობით მილიონი ადამიანის დახოცვა შეუძლია?

ახლა სწორედ ეს ხდება.

ჩვენ ვართ სუპერ ბაქტერიის შექმნის პროცესში.

ბაქტერია ერთ-ერთი უძველესი ცოცხალი არსებაა ამ პლანეტაზე.

ყველაზე პატარა ცოცხალი არსებაა და ისინი თავის გადარჩენის ოსტატები არიან

და ყველგან გვხვდებიან.

ბაქტერიების უმეტესობა ჩვენთვის უვნებელია.

თქვენი სხეული უამრავ ბაქტერიას მასპინძლობს და ისინი გადარჩენაში გეხმარებიან.

მაგრამ სხვებს შეუძლიათ შემოიჭრნენ, სწრაფად გავრცელდნენ და მოგკლან.

ბაქტერიული ინფექციების შედეგად ადრე უამრავი ადამიანი იღუპებოდა.

სანამ ჩვენ არ შევქმენით სუპერ იარაღი: ანტიბიოტიკები. აცრებთან ერთად

ანტიბიოტიკებმა რევოლუცია მოახდინეს მედიცინაში

და მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინეს.

ანტიბიოტიკები საკმაოდ სწრაფად კლავს მგრძნობიარე ბაქტერიების

დიდ უმრავლესობას, მხოლოდ მცირე ჯგუფი გადარჩება,

რომელსაც ჩვენი იმუნური სისტემა შემდეგ ადვილად უმკლავდება.

როგორ აკეთებენ ამას ანტიბიოტიკები?

წარმოიდგინეთ ბაქტერია, როგორც ძალიან რთული მანქანა, ათასობით

რთული პროცესებით, რომლებიც მას სიცოცხლეს და აქტივობას უნარჩუნებენ.

ანტიბიოტიკები არღვევენ ამ რთულ მექანიზმს,

მაგალითად, მის მეტაბოლიზმში ჩარევით,

რაც მნიშვნელოვნად ანელებს მათ ზრდას, ამიტომ ისინი ნაკლებად სახიფათონი არიან.

სხვა ანტიბიოტიკები თავს ესხმიან დნმ-ს და ხელს უშლიან მის გაყოფას,

რაც ბაქტერიების გამრავლებას აჩერებს და საბოლოოდ კლავს მათ.

ან უბრალოდ ბაქტერიების გარე ფენის ნაფლეთებად ქცევით, ისე, რომ

მათი შიგნითა ნაწილი დაიღვაროს და ბაქტერია სწრაფად მოკვდეს.

ეს ყველაფერი სხეულის უჯრედების შეწუხების გარეშე ხდება.

მაგრამ ახლა, ევოლუცია ართულებს ყველაფერს.

სრულიად შემთხვევით, თქვენს ორგანიზმში შემოჭრილი ბაქტერიების

უმცირესობამ შეიძლება შეიმუშაოს საკუთარი თავის დაცვის გზა.

მაგალითად, ანტიბიოტიკების შებოჭვით და

მათი მოლეკულის შეცვლით, ისე, რომ ის უვნებელი ხდება ბაქტერიისთვის,

ან ენერგიის ინვესტიციით იმ ტუმბოებში, რომლებიც მანამდე გააუვნებელყოფენ

ანტიბიოტიკებს, სანამ ისინი ზიანს მიაყენებენ.

რამდენიმე გამძლე(რეზისტენტული) ბაქტერია არც ისე დიდი საქმეა,

რადგან იმუნურ სისტემას შეუძლია იზრუნოს მათზე.

მაგრამ თუ ისინი გაექცევიან, შესაძლოა გაავრცელონ თავიანთი რეზისტენტობა.

როგორ შეიძლება ბაქტერიამ გაავრცელოს რეზისტენტობა?

უპირველეს ყოვლისა, ბაქტერიებს აქვთ ორი სახის დნმ:

ქრომოსომა და პატარა თავისუფლად მცურავი ნაწილაკები - პლაზმიდები

მათ შეუძლიათ ერთმანეთს ჩაეხუტონ და ეს პლაზმიდები გაცვალონ,

გაცვალონ სასარგებლო უნარები.

ამ გზით, რეზისტენტობა შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მათ პოპულაციაში.

ან პროცესში, რომელსაც ტრანსფორმაცია ეწოდება, ბაქტერიებს შეუძლიათ

მკვდარი ბაქტერიების და დნმ-ის ნაწილაკების შეგროვება.

ეს სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებს შორისაც ხდება და შესაძლოა

მიგვიყვანოს სუპერ ბაქტერიამდე, რომელიც მრავალი ანტიბიოტიკის მიმართ

იქნება რეზისტენტული. მსოფლიოში უკვე არსებობენ სუპერ ბაქტერიები.

საავადმყოფო განსაკუთრებით ხელსაყრელი გარემოა მათი გამრავლებისთვის.

ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ.

ანტიბიოტიკებამდე ეპოქის საშინელებები დავიწყებულია.

დღეს ჩვენ ამ ძლიერ წამალს, როგორც საქონელს, ისე ვექცევით

თითქოს მეცნიერების უდიდესი მიღწევა არ იყოს.

ამან უცნაური დისონანსი წარმოქმნა:

ასობით მილიონ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს

წვდომა ანტიბიოტიკებზე განვითარებად ქვეყნებში,

მსოფლიოს სხვა ნაწილებში კი ანტიბიოტიკები ზედმეტად თავისუფლად

და უკონტროლოდ ინიშნება.

ანტიბიოტიკები უნდა იყოს უკიდურესი საშუალება,

არა ის, რასაც თქვენ იღებთ, რადგან გაციება გაღიზიანებთ.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა ხორცის წარმოებაში ანტიბიოტიკების მოხმარება.

მოცემულ მომენტში კაცობრიობა

20-30 მილიარდ პირუტყვს ფლობს.

იმისათვის, რომ ხორცი უფრო იაფი გახდეს, ბევრი ცხოველი

საშინელ პირობებშია, ძალიან ვიწრო სივრცეებში და ანტისანიტარიაში,

დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოში.

ასე რომ, ამ ცხოველებს რაც შეიძლება მეტ ანტიბიოტიკს აძლევენ

დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

რადგან ჩიზბურგერი მხოლოდ 1 დოლარი უნდა ღირდეს

გასაკვირი არ არის, რომ ამ სისტემის შედეგად

ჩვენ უფრო და უფრო მეტი ბაქტერია შევქმენით

რომლებიც რეზისტენტულია, ანუ მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ.

ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ სხვადასხვა ანტიბიოტიკს ვიყენებთ

და გვაქვს კიდევ ერთი საიდუმლო იარაღი: არსებობს კონკრეტული ანტიბიოტიკები

რომლებიც გამოიყენება რეზისტენტული ბაქტერიების გასანადგურებლად.

და სუპერ ბაქტერიის შექმნის პრევენციისათვის

მათი გამოყენების წესს მკაცრად იცავენ

ან ასე გვეგონა: 2015 წლის ბოლოს, საშინელი ახალი ამბები მოვიდა ჩინეთიდან.

კოლისტინის მიმართ რეზისტენტობა

იქნა აღმოჩენილი.

კოლისტინი იშვიათად გამოიყენება, რადგან ღვიძლს აზიანებს.

ამიტომ მის მიმართ რეზისტენტობა იშვიათად გვხვდებოდა, რამაც იგი

საავადმყოფოებში წარმოქმნილი რთული ინფექციების დროს საბრძოლო იარაღად აქცია

იმ ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც მდგრადია სხვა ანტიბიოტიკებისადმი.

კოლისტინისადმი რეზისტენტული ბაქტერია ძალიან ძალიან ცუდი ამბავია.

მას შეუძლია გაანადგუროს თავდაცვის ბოლო ხაზი და უამრავი ადამიანი მოკლას.

ეს როგორ დაგვემართა?

ჩინეთის ღორის ფერმებში მილიონობით ცხოველს წლების განმავლობაში აძლევდნენ კოლისტინს.

განვითარდა რეზისტენტული ბაქტერიები, რომლებიც გავრცელდა ჯერ

ცხოველიდან ცხოველებზე, შემდეგ კი შეუმჩნევლად ადამიანებზეც.

საშუალოდ, დედამიწაზე 100 000-ზე მეტი საჰაერო რეისია,

რაც ერთგვარად პლანეტის ყველა ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს.

თანამედროვე სამყაროს შექმნით, ჩვენ ასევე

ავაშენეთ ინფრასტრუქტურა საშიში პანდემიისთვის.

და მაინც, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პანიკის საფუძველი.

ბაქტერიები ვითარდებიან, ადამიანები იკვლევენ, ახალი ანტიბიოტიკები იქმნება,

როდესაც ძველები მოძველებულია, ტექნოლოგია ყოველდღიურად ვითარდება.

პრობლემა რეალური და სერიოზულია, მაგრამ ბრძოლა შორს არის დასრულებისგან

თუ კაცობრიობა სწორად ითამაშებს, სუპერ ბაქტერიები შესაძლოა

საბოლოოდ არც ისე სუპერ აღმოჩნდნენ.

ამ ვიდეოს შექმნა Patreon.com– ის მაყურებლის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი

და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის გრანტით.

თუ გსურთ დაგვეხმაროთ მეტი ვიდეოს გადაღებაში,

შეიძინეთ Kurzgesagt-ის პოსტერი ან კათხა, ან გააკეთეთ შემოწირულობა Patreon–ზე.

დიდი მადლობა დახმარებისთვის!

ქართული სუბტიტრები: ალექსანდრა მაჭავარიანი