სადამდე შეგვიძლია წასვლა? კაცობრიობის ლიმიტები | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერასდროს გადავლახავთ?

არის ადგილები, რომლებსაც ვერასოდეს მივაღწევთ, როგორც არ უნდა ვეცადოთ?

როგორც აღმოჩნდა, არის.

სამეცნიერო ფანტასტიკის ტექნოლოგიებითაც კი სამყაროს ჩვენეულ ჯიბეში ვართ მომწყვდეულები.

როგორ შეიძლება, ასე იყოს? და სადამდე შეგვიძლია წასვლა?

ჩვენ ირმის ნახტომის წყნარ მკლავში ვცხოვრობთ - საშუალო ზომის სპირალურ გალაქტიკაში,

რომელიც დაახლოებით 100 000 სინათლის წელიწადზეა გადაშლილი,

შედგება მილიარდობით ვარსკვლავის, აირის ღრუბლების, ბნელი მატერიის, შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და

პლანეტებისაგან, გალაქტიკურ ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელით.

შორიდან, ჩვენი გალაქტიკა მკვრივი ჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, უმეტესწილად სიცარიელისგან შედგება.

ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიებით ადამიანების უახლოეს ვარსკვლავებამდე გაგზავნას ათასწლეულები დასჭირდება.

ასე რომ, ჩვენი გალაქტიკა საკმაოდ დიდია.

თუმცა, ირმის ნახტომი მარტო არაა.

ის ანდრომედას გალაქტიკასა და ორმოცდაათზე მეტ ჯუჯა გალაქტიკასთან ერთად

ეკუთვნის „ადგილობრივ ჯგუფს“ -

კოსმოსის რეგიონს, რომლის დიამეტრიც ათი მილიონი სინათლის წელიწადია.

ის ერთ-ერთია ასობით გალაქტიკური ჯგუფიდან “ლანიაკეას ზეგროვაში”,

რომელიც თავად არის მხოლოდ ერთი იმ მილიონობით ზეგროვიდან,

რომელთაგანაც დაკვირვებადი სამყარო შედგება.

ახლა, ერთი წუთით დავუშვათ, რომ დიადი მომავალი გველის;

კაცობრიობა მესამე ტიპის ცივილიზაცია გახდება,

უცხოპლანეტელები არ გაჟლეტენ,

და განავითარებს ვარსკვლავთშორის ტრანსპორტს, რომელიც ფიზიკის ახლანდელ გაგებაზეა დაფუძნებული.

ამ საუკეთესო ვარიანტში სადამდე შეგვიძლია წასვლა?

ადგილობრივი ჯგუფის საზღვრებში.

ესაა ყველაზე დიდი სტრუქტურა, რომლის ნაწილიც კაცობრიობა როდისმე იქნება.

თუმცა, ის ნამდვილად დიდია, ლოკალური ჯგუფი შეადგენს დაკვირვებადი სამყაროს მხოლოდ

0.00000000001 პროცენტს.

ერთი წამით დაუფიქრდით ამ ციფრს.

დაკვირვებადი სამყაროს ერთ მილიარდედ პროცენტამდე ვართ შეზღუდულნი.

ის მარტივი ფაქტი, რომ ჩვენთვის ლიმიტი საერთოდ არსებობს,

და სამყაროს ამხელა ნაწილს ვერასოდეს შევეხებით, ცოტა არ იყოს, საშინელია.

რატომ არ შეგვიძლია უფრო შორს წასვლა?

ეს ყველაფერი „არაფრის“ ბუნებიდან მომდინარეობს.

არაფერი, ანუ ცარიელი სივრცე, ცარიელი კი არაა, მას აქვს თავისთვის დამახასიათებელი ენერგია,

ე.წ. კვანტური ფლუქტუაცია.

პატარა მასშტაბებში გამუდმებით მიმდინარეობს ქმედებები. ნაწილაკები და ანტი-ნაწილაკები

ჩნდებიან და საკუთარ თავს ანადგურებენ.

შეგიძლიათ, ეს კვანტური ვაკუუმი წარმოიდგინოთ, როგორც მობუყბუყე ნაწილი,

უფრო მკვრივი და ნაკლებად მკვრივი რეგიონებით.

ახლა, მოდით, წავიდეთ 13,8 მილიარდი წლით უკან, როცა კოსმოსის მატერია

სულ არაფრისგან შედგებოდა.

დიდი აფეთქების შემდეგ, მოვლენის დროს, რომელსაც კოსმოსურ გაფართოებას უწოდებენ, დაკვირვებადი სამყარო

მუხუდოს მარცვლისოდენადან ტრილიონობით კილომეტრამდე გაიზარდა, წამის მეასედში.

სამყაროს უეცარი გაწელვა ისეთი სწრაფი და ექსტრემალური იყო,

რომ მთელი კვანტური ფლუქტუაციებიც გაიწელა

და სუბატომური მანძილები გალაქტიკურ მანძილებად გარდაიქმნა,

მკვრივი და ნაკლებად მკვრივი რეგიონებით.

ინფლაციის შემდეგ მიზიდულობის ძალამ დაიწყო ყველაფრის ისევ უკან ქაჩვა.

უდიდეს მასშტაბებში გაფართოება მეტისმეტად სწრაფი და ძლიერი იყო, რომ მორეოდა,

მაგრამ პატარა მასშტაბებში მიზიდულობა გამარჯვებული გამოვიდა.

ასე რომ, უფრო მკვრივი რეგიონები, ან სამყაროს ჯიბეები,

გაიზარდა და იქცა გალაქტიკების ჯგუფებად, ისეთებად, როგორშიც დღეს ვცხოვრობთ.

მხოლოდ ის, რაც ჩვენს ჯიბეშია - ადგილობრივ ჯგუფში - არის ჩვენზე მიზიდულობის ძალით მომაგრებული.

მაგრამ, მოიცადეთ, მაშინ რაშია პრობლემა?

რატომ არ შეგვიძლია ჩვენი ჯიბიდან მომდევნოში გამგზავრება?

აქ ბნელი ენერგია ართულებს ყველაფერს.

დაახლოებით ექვსი მილიარდი წლის წინ ბნელი ენერგია გაბატონდა.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უხილავი ძალა, ან ეფექტი, რომელიც იწვევს

და აჩქარებს სამყაროს გაფართოებას.

არ ვიცით რატომ, ან რა არის ბნელი ენერგია, მაგრამ მისი ეფექტის ხილვა თვალნათლივ შეგვიძლია.

ადრეულ სამყაროში ადგილობრივი ჯგუფის გარშემო არსებობდა უფრო დიდი, ცივი ლაქები,

რომლებიც ათასობით გალაქტიკის მქონე გროვებში გადაიზარდა.

ჩვენ უამრავი რაღაცით ვართ გარშემორტყმულნი, მაგრამ ჩვენი ადგილობრივი ჯგუფის გარეთ მყოფი

არც ერთი სტრუქტურა და გალაქტიკა არაა ჩვენზე მიზიდულობით მომაგრებული.

ასე რომ, რაც მეტად ფართოვდება სამყარო, მით უფრო იზრდება მანძილი ჩვენსა და

სხვა გრავიტაციულ ჯიბეებს შორის.

დროთა განმავლობაში ბნელი ენერგია დანარჩენ სამყაროს ჩვენგან შორს განდევნის,

რაც, დროთა განმავლობაში, სხვა გროვებს, გალაქტიკებს და ჯგუფებს მიუწვდომელს გახდის.

მომდევნო გალაქტიკური ჯგუფი უკვე მილიონობით სინათლის წელიწადის იქითაა,

მაგრამ ისინი ყველანი ისეთი სისწრაფით მიემართებიან ჩვენგან შორს, რომ დაწევის იმედიც ვერასოდეს გვექნება.

შეიძლება, დავტოვოთ ადგილობრივი ჯგუფი, და გალაქტიკათშორის სივრცეში გავფრინდეთ,

მაგრამ ვერასდროს ვერსად მივაღწევთ.

სანამ ჩვენ უფრო და უფრო გზააბნეულები გავხდებით, ადგილობრივი ჯგუფი უფრო შემჭიდროვდება,

და რამოდენიმე მილიარდ წელიწადში ერთ დიდ ელიფსურ გალაქტიკად გარდაიქმნება,

არაორიგინალური სახელწოდებით “მილქდრომედა”.

მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო სევდიანი ხდება:

რომელიღაც მომენტში ადგილობრივი ჯგუფის მიღმა მყოფი გალაქტიკები იმდენად შორს იქნება, რომ

მეტისმეტად გაფერმკრთალდებიან, რომ შევამჩნიოთ, და ის ცოტაოდენი ფოტონი, რაც ჩვენამდე მოაღწევს,

ტალღის იმხელა სიგრძეზე იქნება გადანაცვლებული, რომ შეუმჩნევადი იქნება.

მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, ლოკალური ჯგუფის საზღვრების გარედან ვერანაირი ინფორმაცია ვეღარ მოაღწევს ჩვენამდე.

სამყარო მხედველობის არიდან გავა.

ის ყველა მიმართულებით გამოჩნდება ბნელი და ცარიელი. სამუდამოდ.

შორეულ მომავალში, მილქდრომედაში დაბადებული არსება იფიქრებს,

რომ მთელ სამყაროში თავისი გალაქტიკის მეტი არაფერი არსებობს.

როცა შორს, კოსმოსში გაიხედავენ, მხოლოდ სიცარიელესა და სიბნელეს დაინახავენ.

ისინი ვერ იხილავენ კოსმოსურ ფონურ გამოსხივებას,

და ვერ შეისწავლიან დიდ აფეთქებას.

არ ექნებათ საშუალება, იცოდნენ ის, რაც ჩვენ ვიცით დღეს:

გაფართოებადი სამყაროს ბუნება, სად დაიწყო იგი, და როგორ დასრულდება.

ისინი იფიქრებენ, რომ სამყარო სტატიკური და მარადიულია.

მილქდრომედა იქნება კუნძული ბნელეთში, რომელიც უფრო და უფრო ბნელდება.

და მაინც, ადგილობრივი ჯგუფი თავისი ტრილიონობით ვარსკვლავით

ნამდვილად საკმარისად დიდია კაცობრიობისთვის.

ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ჯერ ის ვერ გაგვირკვევია, ჩვენი მზის სისტემა როგორ დავტოვოთ,

და მილიარდობით წელი გვაქვს ჩვენი გალაქტიკის საკვლევად.

წარმოუდგენლად იღბლიანები ვართ, რომ სწორედ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა შეგვიძლია დავინახოთ

არა მხოლოდ საკუთარი მომავალი, არამედ ჩვენი ყველაზე შორეული წარსული.

როგორი განცალკევებული და შორიც არ უნდა იყოს ჩვენი ადგილობრივი ჯგუფი, მაინც შეგვიძლია, აღვიქვათ მთელი სამყარო,

ისეთი დიადი და ბრწყინვალე, როგორიც ის ახლაა.

მისი ბლოგი ასტრონომიაზე შეგიძლიათ, აქ ნახოთ.

შეგიძლიათ, პირდაპირ პატრეონზე დაგვიჭიროთ მხარი, ან Kurzgesagt-ის საქონელი შეიძინოთ.

ეს ძალიან გვეხმარება.

ძალიან მაგარია, რომ აქამდე უყურეთ, ამიტომ თქვენთვის გავაკეთეთ ფლეილისტი სამყაროს რამერუმეებით.

ქართული სუბტიტრები: თამუნა მებონია