ბანკების განმარტება - ფული და კრედიტი | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

საერთაშორისო საბანკო სისტემა - ნამდვილი გამოცანაა.

მსოფლიოს მასშტაბით, 30,000-ზე მეტი ბანკია და მათ წარმოუდგენელი რაოდენობის აქტივები აქვთ.

10 საუკეთესო ბანკი, დაახლოებით, 25 ტრილიონ ამერიკულ დოლარს ფლობს.

დღეს, საბანკო საქმე, შეიძლება, ძალიან რთული ჩანდეს, მაგრამ, თავდაპირველად, მისი მიზანი - ცხოვრების გამარტივება იყო.

XI საუკუნის იტალია ევროპული ვაჭრობის ცენტრი იყო.

აქ, საკუთარი საქონლით სავაჭროდ, მთელი კონტინენტის ვაჭრები იყრიდნენ თავს, თუმცა იყო ერთი პრობლემა:

მიმოქცევაში ძალიან ბევრი ვალუტა არსებობდა.

პიზაში ვაჭრებს შვიდი სხვადასხვა ტიპის მონეტასთან ჰქონდათ შეხება

და მუდმივად უწევდათ ფულის გაცვლა.

გაცვლის ადგილი, ჩვეულებრივ, სკამი იყო, რომელიც ღია სივრცეში მდებარეობდა.

სწორედ აქედან მომდინარეობს სიტყვა „ბანკი".

“banco(ბანკო)”, იტალიურად სკამს ნიშნავს.

მოგზაურობის საფრთხეებმა, ყალბი ფული არსებობამ და სესხის აღების სირთულემ ხალხი დააფიქრა.

დადგა ახალი ბიზნეს მოდელის შექმნის დრო:

კერძო ბროკერებმა ბიზნესმენებისთვის სესხის მიცემა დაიწყეს,

ხოლო ჟენეველმა ვაჭრებმა უნაღდო ანგარიშსწორება მოიფიქრეს.

საბანკო ქსელები მთელ ევროპაში გავრცელდა,

ისინი სესხებს გასცემდნენ ეკლესიებსა და ევროპელ მეფეებზეც კი.

რა სიტუაციაა დღეს?

მოკლედ რომ ვთქვათ, ბანკები რისკების მართვის სფეროში მოღვაწეობენ.

მათი საქმიანობის გამარტივებული სქემა ასე გამოიყურება:

ხალხი ფულს ბანკებში ინახავს და სანაცვლოდ, მცირე პროცენტს იღებს.

ბანკი იღებს ამ თანხას და გასცემს სესხებს, გაცილებით მაღალ პროცენტში.

ზოგი მსესხებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, რის რისკსაც ბანკი საპროცენტო განაკვეთში ითვალისწინებს.

ეს პროცესი ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია,

რადგან ის წვდომას აძლევს რესურზე, ერთი მხრივ, ხალხს, ისეთი რამის შესაძენად, როგორიც სახლია,

მეორე მხრივ, ინდუსტრიებს, მათი ბიზნესების ზრდისა და განვითარებისთვის.

ასე რომ, ბანკი იღებს სახსრებს, რომელთა გამოყენებასაც დამზოგველები არ აპირებენ

და აქცევს მათ სახსრებად, რომლებსაც საზოგადოება სხვადასხვა რამის გასაკეთებლად გამოიყენებს.

ბანკი შემოსავალს ასევე ანაბრების მიღებით,

საკრედიტო ბარათების ბიზნესით,

ვალუტების ყიდვა-გაყიდვით,

ძვირფასეულობების შენახვითა და

ფულადი სახსრების მართვით ღებულობს.

დღეს ბანკების მთავარი პრობლემა ისაა,

რომ ბევრმა მათგანმა თავიანთი ტრადიციული როლი დაკარგა და გრძელვადიანი საფინანსო პროდუქტების მიწოდების ნაცვლად,

მოკლევადიანი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული, რასაც გაცილებით მაღალი რისკი ახლავს თან.

ფინანსური ბუმის დროს, მსხვილი ბანკების უმეტესობამ ისე შეცვალა ფინანსური სქემები,

რომ ისინი თითქმის გაუგებარი გახდა

და მათ თავად დაიწყეს ვაჭრობა, რათა სწრაფად ეშოვნათ ფული

და აღმასრულებელი თანამდებობის პირებს მილიონობით ბონუსები მიეღოთ.

ეს არაფრით განსხვავდებოდა აზარტული თამაშისგან და შედეგად, ამან ეკონომიკას და საზოგადოებას დარტყმა მიაყენა.

ისევე, როგორც 2008 წელს,

როდესაც ბანკებმა, როგორიცაა Leeman Brothers, სესხის გაცემა ნებისმიერ მსურველზე დაიწყო, ვისაც სახლის შეძენა სურდა

და ამით ბანკი უკიდურესად სახიფათო და სარისკო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ამას მოჰყვა საცხოვრებელი ბინების ბიზნესის რღვევა ამერიკასა და ევროპის გარკვეულ ნაწილებში,

და აქციების ფასების ვარდნა, რამაც საბოლოოდ გლობალური საბანკო კრიზისი

და ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური კრიზისი გამოიწვია ისტორიაში.

ასობით მილიარდი დოლარი უბრალოდ აორთქლდა.

მილიონობით ადამიანმა სამსახური და უამრავი ფული დაკარგა.

მსოფლიოს მსხვილი ბანკების უმეტესობას მილიარდობით ჯარიმის გადახდა მოუწია,

ხოლო ბანკირებისადმი ნდობა საგრძნობლად შეირყა.

აშშ-ს მთავრობასა და ევროკავშირს უზარმაზარი დახმარების პაკეტის შემუშავება მოუწიათ,

რათა არასასურველი აქტივები შეეძინათ და ბანკების გაკოტრება შეეჩერებინათ.

ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები საბანკო ბიზნესის სამართავად,

მორიგი ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ბანკებს სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნა დაევალათ.

მაგრამ ახალი მკაცრი კანონმდებლობის სხვა პირობები ბანკების წარმომადგენლება წარმატებით აირიდეს.

დღეს, დაფინანსების მოძიების ახალი მოდელები სწრაფად იდგამს ფეხს.

მაგალითად, ახალი საინვესტიციო ბანკები, რომლებიც გაყიდვებიდან საკომისიოს მიღების ნაცვლად

შემოსავალს ყოველწლიური შენატანის სახით იღებენ და შედეგად, ისინი საკუთარი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ან საკრედიტო კავშირები - კოოპერატივები, რომლებიც XIX საუკუნეში შეიქმნა,

რათა მევახშეებისათვის აევლოთ გვერდი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი გვთავაზობენ იმავე ფინანსურ მომსახურებას, რასაც ბანკები,

მაგრამ მოგების მაქსიმიზაციის ნაცვლად, საერთო კეთილდღეობის გაზრდაზე ზრუნავენ.

მათი მიზანი ისაა, რომ წევრებს დაეხმარონ ისეთ საქმიანობებში, როგორიც მცირე ბიზნესის წამოწყება,

ფერმების გაფართოება ან საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა,

მიღებული სახსრების ინვესტირებას კი ისევ საზოგადოებაში ახდენენ.

მათ აკონტროლებენ თავიანთივე წევრები, რომლებიც დემოკრატიულად ირჩევენ დირექტორთა საბჭოს.

მსოფლიო მასშტაბით, საკრედიტო კავშირების სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან,

ძალიან მცირე რაოდენობით წევრების მყოლი კავშირებიდან დაწყებული,

ისეთი ორგანიზაციებით დამთავრებული, რომლებსაც მილიარდობით აშშ დოლარი

და ასობით ათასი წევრი ჰყავს.

საკუთარი წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო, ისინი ნაკლებად სარისკო ნაბიჯებს დგამენ,

რაც ხსნის იმას, თუ როგორ გადაურჩნენ ბოლო ფინანსურ კრიზისს ტრადიციულ ბანკებზე უკეთ,

მიუხედავად იმისა, რომ ისინიც დაზარალდნენ.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გასულ წლებში დაწყებული სახალხო დაფინანსების ბუმი.

გასაოცარი ვიდეო თამაშების შექმნის გარდა,

შეიქმნა პლატფორმები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ხალხს სესხები მიეღოთ მცირე ინვესტორების დიდი ჯგუფებისგან,

რამაც ბანკთან ურთიერთობის საჭიროება გააქრო.

მაგრამ ის ასევე ინდუსტრიისთვისაც არის გამოსადეგი -

უამრავი ახალი ტექნოლოგიური კომპანია შეიქმნა kickstarter-სა თუ indiegogo-ზე.

დამფინანსებელი ადამიანი კმაყოფილია, რომ იგი რაღაც დიადის ნაწილია

და შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს იდეებში, რომლისაც სწამს.

რისკი კი იმდენ ინდივიდზეა გადანაწილებული, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ზარალი მინიმალურია.

და ბოლოს - მიკრო საფინანსოები.

უამრავი მცირე სესხის გაცემა ხდება, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, რათა ხალხმა სიღარიბეს დააღწიოს თავი.

სესხებს გასცემენ ადამიანებზე, რომლებსაც მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო სახსრებზე ხელი ვერ მიუწვდებოდათ,

რადგან ინვესტორები მათ არაფრად მიიჩნევდნენ და დროის დაკარგვა არ სურდათ.

დღესდღეობით, მიკრო-სესხების გაცემა მრავალმილიარდიან ბიზნესად ჩამოყალიბდა.

ასე რომ, შეიძლება, საბანკო სისტემა თქვენთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ბანკების როლი ხალხისა და ბიზნესისთვის სახსრების მიწოდებაში -

უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის.

ვინ და როგორ გააკეთებს ამას მომავალში კი - ჩვენი გადასაწყვეტია.