სოლარული სისტემა - ჩვენი სახლი კოსმოსში. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

მზის სისტემა

ჩვენი სახლი ირმის ნახტომის გალაქტიკის წყნარ მხარეში

მზის სისტემა - ჩვენი სახლია

4 მილიარდი წლზე უფრო მეტი ასაკის მქონე ფორმაცია, რომელიც გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ მიჰქრის

მისი სიჩქარეა 200 000 კმ/სთ. სრულ ბრუნს ის

250 მილიონ წელიწადს ანდომებს

ჩვენი ვარსკვლავია - მზე

ის მზის სისტემის ჩენტრშია და გარს 8 პლანეტა არტყავს

აქვეა ტრილიონობით ასტეროიდი, კომეტა და რამდენიმე მცირე პლანეტაც

8 პლანეტა გაყოფილია ორად. აქედან 4 დედამიწის მსგავსია

მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი

ოთხიც გიგანტური აიროვანი პლანეტაა: იუპიტერი, სატურნი,

ურანი და ნეპტუნი

მერკური ყველაზე პატარა და მსუბუქი პლანეტაა

მერკურის ერთი წელიწადი მის ერთ დღეზე ნაკლებია. ამიტომაც მასზე

ტემპერატურა მკვეთრად იცვლება

მერკურის არ გააჩნია არც ატმოსფერო და არც მთვარე

ვენერა მზის სისტემის ყველაზე კაშკაშა ობიექტია

იგი ყველაზე ცხელი პლანეტაა. მასზე ატმოსფერული წნევა 92-ჯერ

მეტია, ვიდრე დედამიწაზე

მასზე არსებული უკონტროლო სათბურის ეფექტი ნიშნავს, რომ ვენერა ვერასოდეს გაცივდება

437 ცელსიუსის გრადუსზე ნაკლებად

ვენერასაც არ გააჩნია მთვარე

დედამიწა ჩვენი სახლია

და ერთადერთი პლანეტაა ადამიანისთვის დასაშვები ტემპერატურებით და

წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისათვის

უფრო მეტიც, იგი ერთადერთი ცნობილი პლანეტაა რომელზეც ნამდვილად არსებობს სიცოცხლე

დედამიწას გააჩნია ერთი მთვარე

მარსი მეორე ყველაზე პატარა პლანეტაა მზის სისტემაში

მას საკმარისი მასა აქვს ატმოსფეროს თხელი ფენის შესანარჩუნებლად

მარსის მთა-ოლიმპია, უდიდესი მთაა მზის სისტემაში

ოლიმპია ევერესტზე სამჯერ მაღალი მთაა

მარსს ორი პატარა მთვარე ახლავს

იუპიტერი - მზის სისტემის ყველაზე დიდი და მასიური პლანეტაა

ის ძირთადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შესდგება

ესაა ადგილი სადაც რაც კაცობრიობას უნახავს, ყველაზე დიდი და ძლიერი ქარიშხლები იცის

უდიდესი ქარიშხალია - დიდი წითელი ლაქა

იგი დედამიწაზე სამჯერ დიდია

იუპიტერს 67 მთვარე აქვს

სატურნი სიდიდით მეორე პლანეტაა, თუმცა ყველა პლანეტაზე ნაკლები სიმკვრივის

შესაბამისი სიდიდის აბაზანა რომ გვქონდეს, სატურნი შიგ იტივტივებდა

სატურნი ასევე ცნობილია მისი რგოლების სისტემით. მას 62 მთვარე ახლავს

ურანი - ზომით მესამეა პლანეტათა შორის

და ყველაზე ცივი პლანეტა აიროვან გიგანტთა შორის

ურანს ერთი უცნაურობაც ახასიათებს - მისი ღერძი

ის სხვა პლანეტებისგან განსხვავებით სხვა მხარესაა დახრილი. მას 27 მთვარე აქვს

ნეპტუნი მზის სისტემის ბოლო პლანეტაა

იგი მსგავსად ურანისა იმდენადაა მზისგან დაშორებული, რომ

მისი ერთი წელიწადი - დედამიწის 164 წელიწადის ტოლია

მასზე ქარის სიჩქარე გაზომილთაგან ყველაზე დიდია

ურანზე დაფიქსირდა ქარის ყველაზე დიდი სიჩქარე - 2100 კმ/სთ-ში

ნეპტუნს 14 მთვარე აქვს

თუ პლანეტების ზომებს ერთმანეთს შევადარებთ, მათ შორის განსხვავება უკეთესად გამოჩნდება

იუპიტერი - ლიდერობს მასითა და ზომით

მეორეს მხრივ, პატარა მერკური

იმდენად პატარაა, რომ იუპიტერის თანამგზავრ განიმედსაც კი ჩამორჩება ზომით

იუპიტერი იმდენად მასიურია, რომ მასში დაახლოებით 70%-ია

ყველა სხვა პლანეტების მასისა. ამის გამო იგი ძლიერად მოქმედებს მის გარემოცვაზე

მისი ეს თვისება დედამიწისთვის ფრიად სასარგებლოა. იგი იზიდავს

საშიშ და დიდ ასტეროიდებს,

რომელთაც შეუძლიათ დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა

მაგრამ იუპიტერი ჩვენს ვარსკვლავ - მზესთან შედარებით, მხოლოდ ერთი ჯუჯა პლანეტაა

მისი მასიურობა, მზესთან შედარებით არაფერს არ წარმოადგენს

იმიტომ, რომ მზის მასა მთელი მზის სისტემის მასის 99,86 პროცენტია

იგი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შესდგება

მისი მასის მხოლოდ 2% მძიმე ელემენტები, როგორებიცაა ჟანგბადი და რკინა

მზის ბირთვში არსებულითერმობირთვული სინთეზის გამო, წამში 620 მილიონი ტონა წყალბადი იწვება

ამ დროს გამომუშავდება ენერგია, რომელიც კაცობრიობას მრავალი წელი ეყოფოდა

მაგრამ მზის გარშემო მხოლოდ 8 პლანეტა არ ტრიალებს

ტრილიონობით ასტეროიდი და კომეტა ბრუნავს მის გარშემო

მათი უმრავლესობა კონცენტრირებულია ორ სარტყელში

ასტეროიდული სარტყელი მარსსა და იუპიტერს შორისაა განთავსებული

კოიპერის სარტყელი კი მზის სისტემის კიდეზე

უთვალავი სხეულია ამ სარტყელებში. ზოგი მათგანი მტვრის ნაწილაკის ზომისაა

ზოგი კი ჯუჯა პლანეტის ტოლია

ასტეროიდების სარტყლლის ობიექტებიდან ყველაზე კარგად შესწავლილი - ცერერაა

კოიპერის სარტყელში კი პლუტონი,

მაკემაკე და ჰაუმეა

ჩვეულებრივ ჩვენს წარმოდგენაში ეს ასტეროიდული სარტყელები, სხეულთა მკვრივი გროვა გვგონია, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეჯახებიან

სინამდვილეში კი, ისინი სივრცეში ისე არიან განლაგებულები,

რომ მათ შორის აღუწერლად დიდი მანძილებია

იმდენად დიდი, რომ ერთდროულად ორი ასტეროიდის მხედველობის არეში მოქცევა შეუძლებელიც კია

მიუხედავად იმისა, რომ ისინი მილიარდობით არიან

ასტეროიდული სარტყელი საკმაოდ ცარიელია

მიუხედავად ამისა შეჯახებები საკმაოდ ხშირად ხდება

ასტეროიდული სარტყლის მასა ჩვენი მთვარის მასის 4%-დეა

კოიპერის სარტყლის მასა კი დედამიწის მასის 1/25 - 1/10-ს შეადგენს

ერთხელაც მზის სისტემა შეწყვეტს არსებობას. მზე ჩაქვრება

და მერკური და ვენერა, შეიძლება დედამიწაც განადგურდება

500 მილიონი წლის შემდეგ

მზის ტემპერატურა უფრო და უფრო მოიმატებს

გარკვეული დროის შემდეგ დედამიწის ზედაპირს გაალღობს. შემდეგ ზომებში მოიმატებს და დედამიწას შთანთქავს

ან კიდევ მის ზედაპირს ლავის ზღვად გადააქცევს

როდესაც მზე მთელ თავის ენერგიას დახარჯავს და მისი მასის დიდ ნაწილს დაკარგავს

მისი ზომა თეთრი ჯუჯის ზომამდე შემცირდება და ნელ-ნელა განაგრძობს წვას, რაც რამდენიმე მილიარდი წელიწადი გაგრძელდება

მანამ, სანამ საბოლოოდ არ ჩაქვრება. ამის შემდეგ

მზის სისტემაში სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნება. ირმის ნახტომი კი ამ ცვლილებას საერთოდ ვერ შეამჩნევს

უბრალოდ მისი ხვეულების მხოლოდ მცირე ნაწილი ჩაბნელდება ოდნავ

და კაცობრიობა შეწყვეტს არსებობას

ან დატოვებს მზის სისტემას უკეთესი სახლის მოსაძებნად

გვექნება ახალი სახლი

სუბტიტრების ქართულენოვანი ადაპტაცია მოახდინა თეიმურაზ ხუნდაძემ.