როგორ ბაქტერიები მიმართებენ შენს სხეულზე - მიკრობიომი. | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

მიკრობები ყველგან არიან:

შენს ტელეფონზე,

წყლის ბოთლში,

ხელებზე, სანამ დაიბან

და მათი დაბანის შემდეგაც.

ყველგან შენს სხეულზე.

მიკრობები ყველგან არიან და ჩვენ ვერაფერს შევცვლით.

მილიონობით წლის წინ ჩვენ შევთანხმდით,

რომ მათ თავშესაფარს და საკვებს მივცემდით,

და თავის მხრივ ისინი ჩვენთვის იმუშავებდნენ.

მაგრამ რაც უფრო მეტს ვიგებთ ამ პარტნიორობის შესახებ, მით უფრო ჰგავს ცივ ომს.

დედის საშვილოსნოში ადამიანი სტერილურია,

როდესაც ჩვენ ვიბადებით და ვმოგზაურობთ სამშობიარო არხში,

დედის მილიარდობით ბაქტერია ფარავს ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს.

ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილი.

საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს აქვთ ასთმის, სხვა იმუნური დაავადებების

და ლეიკემიის უფრო მაღალი რისკი.

ასე რომ, ჩვენი სხეულები სიხარულით მასპინძლობენ მიკროორგანიზმებს.

მილიონობით წლის განმავლობაში, ერთად ვაყალიბებდით საუკეთესო ურთიერთობებს.

მაგალითად, დედის რძე სპეციალურ

შაქარს შეიცავს, რომელიც განკუთვნილია იმ მიკრობთა ჯგუფების

გამოსაკვებად და მხარდასაჭერად,

რომლებიც სხვების სატყუარად მუშაობენ

და ხელს უწყობენ იმუნური სისტემის მოდულირებას.

მიკრობების ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას დაახლოებით 2 წელი სჭირდება,

თითოეულ ადამიანს საკუთარი უნიკალური მიკრობიომი აქვს, რომელიც

შედგება ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების და სხვა ორგანიზმებისგან.

ჩვენ გვყავს სამი კატეგორიის სტუმარი, სხეულზე და სხეულში.

პირველი:

მშვიდი მგზავრები, რომლებიც აკეთებენ საკუთარ საქმეს და თავაზიანად იგნორირებულნი არიან.

იქ ყოფნით ისინი იკავებენ ადგილს და აკონტროლებენ უფრო აგრესიულ დამრღვევებს.

მეორე:

სტუმრები, რომლებიც გვაზიანებენ,

მაგრამ ვისთან ერთად ცხოვრებაც ვისწავლეთ,

მაგალითად ბაქტერია, რომელიც ჩვენი კბილებისთვის საზიანო მჟავას ქმნის,

თუ მათ სათანადოდ არ ვიხეხავთ.

მათ სურთ დაიკავონ რაც შეიძლება

მეტი სივრცე, ჩვენ კი ეს არ გვინდა,

მაგრამ ჩვენ მათ სრულად ვერ მოვიშორებთ.

მესამე:

მეგობრული თანამოაზრეები, რომლებიც ჩვენს სხეულს უნდა რომ გვყავდეს,

მათი უმეტესობა 380,000 მილიარდი ბაქტერიისგან შემდგარი საზოგადოებაა,

5000 -მდე სხვადასხვა სახეობისგან, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში ცხოვრობენ.

ეს ნაწლავის მიკროორგანიზმები გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში და

კალორიების მიღებაში იმ საკვებიდან, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვერ ვინელებთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაწლავი ასევე მშვენიერი ადგილია თავდამხსმელებისთვის

ამიტომაც მას აგრესიული არმია იცავს:

ჩვენი იმუნური სისტემა.

აქ გადარჩენისთვის, ჩვენი მიკრობიომი ჩვენთან ერთად განვითარდა

რათა ჩვენს ორგანიზმთან ურთიერთობა შესძლებოდა

და რაც მთავარია, ჩვენს იმუნურ სისტემას არ გაენადგურებინა.

მათ რეალურად აქვთ ჩვენი ნაწლავების სიჯანსაღის შენარჩუნების მოტივაცია

ამიტომ ზოგიერთი მათგანი აწარმოებს მაცნე ნივთიერებებს,

რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის განათლებას, ხოლო სხვები

ასტიმულირებენ ნაწლავის უჯრედებს უფრო სწრაფად რეგენერაციას.

მაგრამ, წლების განმავლობაში

გამოჩნდა მტკიცებულება, რომ ჩვენი ნაწლავის

მიკრობიომის გავლენა გაცილებით დიდია

და შესაძლოა პირდაპირ ჩვენს ტვინსაც კი ესაუბრება.

ჩვენ შევამჩნიეთ რამდენიმე საინტერესო რამ:

ჩვენი სხეულის სეროტონინის 90%, ნერვული

უჯრედების მნიშვნელოვანი მაცნე ნივთიერება,

იწარმოება ნაწლავში.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ მიკრობიომი

ამას აკეთებს ვაგუსთან - ჩვენი ნერვული სისტემის

ინფორმაციულ გზატკეცილთან, კომუნიკაციისთვის.

სხვა მაგალითებია ბაქტერიები, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავის

იმუნურ უჯრედებს, რომლებიც ერთგვარ სიგნალს უგზავნიან თავის ტვინს და

აქ ის ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც ეხმარება

ტვინს გამოჯანმრთელებაში. ვინაიდან ტვინი წყვეტს რას ვჭამთ,

მიკრობიომი დაინტერესებულია ჯანსაღი ტვინით.

აქ იწყება მეცნიერების ახალი დარგი და ჩვენ

მხოლოდ იმის გაგების პირას ვართ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ

ჩვენი სხეულის შიგნით არსებული რთული სისტემები.

მაგრამ ჩვენ ვიწყებთ იმის დანახვას, თუ რამდენად ახდენს

გავლენას ჩვენი მიკრობიომი ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე.

ავიღოთ მაგალითად დეპრესია,

ჯანმრთელ ვირთხებს, რომლებიც იკვებებოდნენ მიკრობებით

დეპრესიული ადამიანების ნაწლავებიდან, დაეწყოთ

შფოთვის მსგავსი ქცევა და დეპრესიის მაგვარი სიმპტომები

და 2017 წლის დასაწყისში, კვლევამ მიკრობიომი დაუკავშირა

ინტელექტს: ახალშობილებს ბაქტერიების გარკვეული წყობით,

უკეთესი მოტორული და ენობრივი უნარ-ჩვევები აღმოაჩნდათ.

მაგრამ მას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ხილის ბუზებზე ჩატარებულმა ტესტებმა

აჩვენა, რომ მათმა მიკრობიომმა გავლენა იქონია მათ კვებით გემოვნებაზე.

ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შენს მიკრობებს შეუძლიათ ტვინს უკარნახონ

თუ რა სახის საკვები უნდა მიიღოს მან.

თუმცა, ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობა

ჩვენი მიკრობიომი დედისგან მოგვყვება,

მაგრამ თუ როგორ ვითარდება და იცვლება ის, განისაზღვრება იმით, რასაც ჩვენ ვჭამთ.

ჩვენი ნაწლავის მიკროორგანიზმები სხვადასხვა რამით იკვებებიან:

ზოგი ბოჭკოებითა და მწვანილებით,

სხვები შაქარსა და სახამებელს მიირთმევენ,

ზოგს კი ცხიმიანი კარტოფილი და კარაქი უყვარს.

ჩვენი ნაწლავები ჰგავს ბაღს, რომელშიც ჩვენ

ვწყვეტთ, რა იზრდება და ხარობს. როცა ჯანსაღად ვიკვებებით

იმ ბაქტერიებს ვზრდით, რომლებსაც ჯანსაღი საკვები მოსწონთ. თუ ბევრ

ფასტ ფუდს ვჭამთ, ვამრავლებთ სწრაფი კვების მოყვარე ბაქტერიებს.

ცხოვრება რთულია და შესაძლოა მანკიერ წრეში ჩაკეტილები აღმოვჩნდეთ.

სტრესის დროს უამრავ ბურგერს, შემწვარ კარტოფილს და პიცას მიირთმევ,

რაც ფასტ ფუდის ბაქტერიებს ძალიან უხარიათ, ისინი მრავლდებიან

და ბოსტნეულის მოყვარე ბაქტერიების ადგილს იკავებენ.

მაგრამ კიდევ უფრო უარესი, ისინი ტვინს ეუბნებიან გააგრძელოს, რასაც აკეთებს.

რაც კიდევ უფრო გიბიძგებს სწრაფი კვებისკენ.

რაც უფრო მეტად ამრავლებს სწრაფი კვების ბაქტერიებს,

რაც გიბიძგებს სწრაფი კვებისკენ და ა.შ.

ამგვარმა მანკიერმა წრემ

შეიძლება დიდი როლი შეასრულოს სიმსუქნეში.

მაგრამ, ამ პროცესის შეჩერება და უკუქცევა

ჯანსაღი კვებით და კარგი ბაქტერიების მოშენებით შეგიძლია.

წონის მომატების გარდა, ჩვენი მიკრობიომი ასევე დაკავშირებულია

სხვა სერიოზულ დაავადებებთან, როგორიცაა აუტიზმი,

შიზოფრენია და კიბო.

პარკინსონის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სიმპტომიც ნაწლავის პრობლემებია.

თუ შენი სხეული გადატვირთულია მავნე ბაქტერიებით,

ხშირად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს:

კარგი ბიჭების არმია უნდა შემოიყვანო.

ეს ძალიან ადვილია,

უბრალოდ ჯანსაღი განავალი უნდა გადაინერგო,

რაც ჯანმრთელი პიროვნებიდან

განავლის გადატანით ხდება შენს ნაწლავებში.

ეს მეთოდი უკვე გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია

C. difficile-ს მიერ.

მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით საკმარისი არ ვიცით ამ რთული ურთიერთქმედების შესახებ.

მაგალითად, ჭარბი წონის დონორისგან გადანერგვამ განკურნა

ქალის დიარეა, მაგრამ ხელი შეუწყო მის გასუქებას.

სხვა კვლევამ სცადა უკუეფექტის გამოწვევა

გამხდარი ადამიანებიდან მსუქნებზე გადანერგვამ

მათ უფრო მრავალფეროვანი მიკრობიომი მისცა

და ისინი ნაკლებად მგრძნობიარე გახდნენ ინსულინის მიმართ.

ეს ორი მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები წონაში იკლებენ.

ჩვენ ბევრად მეტი კვლევა გვჭირდება, რათა გავიგოთ,

როგორ გვაჯანსაღებენ, ან პირიქით, გვაავადებენ ჩვენი მიკრობები.

მაგრამ, მოგვწონს თუ არა

ჩვენ გვჭირდება ჩვენი მიკრობიომი და მასაც ვჭირდებით.

ჩვენ არასოდეს ვიქნებით მარტო საკუთარ სხეულთან

მაგრამ ჩვენ შევიძენთ ძლიერი მოკავშირეს, თუკი

მასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შევძლებთ.