რძე. თეთრი საწამლავი თუ ჯანსაღი სასმელი? | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

ბოლო ათწლეულის მანძილზე, რძე გახდა ცოტა არ იყოს კამათის თემა.

ზოგი ადამიანი მიიჩვევს მას საჭირო და ნოყიერ საკვებად, რომელიც სასიცოცხლოა ძვლებისთვის,

ზოგსაც მიაჩნია რომ ის იწვევს სიმსივნეს და ადრეულ სიკვდილს.

ვინაა მართალი?

და რატომ ვსვამთ რძეს მიუხედავად ამისა?

[შესავალის მუსიკა]

რძე გახლავთ ყველა ძუძუმწოვარი არსების ძირითადი საკვები დაბადებიდან,

როცა ჩვენი მომნელებელი სისტემა ჩამოუყალიბებელი და პატარაა.

მარტივად, რძე არის ენერგიის მომცემი საკვები რომელიც ეხმარება ჩვენს სხეულებს ზრდაში.

რძე მდიდარია ცხიმებით, ვიტამინებით, მინერალებით და რძის შაქრებით: ლაქტოზით.

ამას დამატებული, დაბადების შემდეგ გარკვეული პერიოდი, რძე შეიცავს ანტისხეულებს და ცილებს

რომელიც გვიცავს ინფექციებისაგან და არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას.

მაგრამ მათი წარმოება დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებათ მშობლებს.

საბოლოო ჯამში, ადამიანები წყვეტენ დედის რძის დალევას

და გადადიან მათი მშობლების კვების ტიპზე.

ესე ხდებოდა ათასწლეულების მანძილზე.

მანამ, სანამ თერთმეტი ათასი წლის წინ,

ჩვენი წინაპრეპი გადავიდნენ სასოფლო სამეურნეო ცხოვრების წესზე.

მალევე, მათ მოიშინაურეს პირველი რძის მწარმოებელი ცხოველები:

თხები, ცხვრები და მსხვილფეხა რქოსანი ცხოვეველები.

მათ აღმოაჩინეს, რომ ამ ცხოველებს შეეძლოთ ეჭამათ გამოუსადეგარი და მიყრილი რაღაცები

და ექციათ ნოყიერ და გემრიელ საკვებად.

აღნიშნულმა მოახდინა უდიდესი ცვლილება, გადარჩენის კუთხით,

განსაკუთრებით რთულ დროს.

ადამიანების ჯგუფს, ვისაც ჰქონდათ რძე, ასევე უპირატესობა ენიჭებოდათ ევოლუციური კუთხით.

და ასევე ბუნებრივი გადარჩევის კუთხითაც,

შეიცვალა იმ საზოგადოებების გენები, რომელებიც მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით რძეს.

აღნიშნული ადაპტაცია მოხდა სპეციფიური ფერმენტის - ლაქტაზას დახმარებით.

ბავშვებს აქვთ უამრავი ფერმენტი მომნელებელ სისტემაში,

შესაბამისად, მათ შეუძლიათ დაშალონ რძის შაქარი ლაქტოზა და მოინელონ რძეც მარტივად.

მაგრამ რაც უფრო ვიზრდებით, ჩვენს სხეულში ლაქტაზას რაოდენობა მცირდება.

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 65%-ს არ გააჩნია ფერმენტი ადრეული ბავშვობის პერიოდის შემდეგ,

რაც ნიშნავს იმას რომ მათ არ შეუძლიათ მოინელონ 150 მილილიტრზე მეტი რძე, დღიურად.

სხვათაშორის, ლაქტოზის აუტანლობა ერთნაირად არაა გავრცელებული მსოფლიოს გარშემო.

ზოგიერთ აღმოსავლეთ აზიის საზოგადოებებში, მაგალითად 90% ადამიანებში გვხვდება.

ჩრდილოეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, გავრცელების ზოგადი მაჩვენებელი დაბალია.

შესაძლოა არსებობდეს ამგვარი არათანაბარი განაწილების რამდენიმე მიზეზი.

აღნიშნული მახასიათებელი პირველად წარმოიშვა შემთხვევითი მუტაციის ხარჯზე,

რომელიც მოხდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რამოდენიმე პოპულაციაში.

იმ გარემოებამ, რომ ფერმერობა მონადირეობით და შემგროვებლობით ჩანაცვლდა,

წარმოშვა ბუნებრივი გადარჩენის ზეწოლა

ადამიანებს, ვისაც შეეძლოთ ლაქტოზის მონელება, ჰქონდათ უფრო ბევრი საჭმელი,

რაც მათ უპირატესობას ანიჭებდა.

რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერების ჩრდილოეთისკენ მიგრაციამ, გაავრცელა ლაქტოზის მომნელებელი გენი ჩრდილოეთით და ჩაანაცვლა იქაური (ჩრდილოელი) მოსახლეობა, რომლებსაც არ ქონდათ ლაქტოზის მონელების შესაძლებლობა.

კარგი, მაგრამ თუ რძე ჩვენი რაციონის ასეთი ღირებული ნაწილია, ათასობით წლის მანძილზე, რატომ არის ეს თემა საკამათო დღეს?

არსებობს არაერთი აზრი რძის უარყოფით და დადებით ეფექტებზე.

უარყოფითები მოიცავენ ფართო მრავალფეროვნებას,

მყიფე ძვლებიდან დაწყებული, კიბოთი დამთავრებული და ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიდან აუტანლობამდე და ალერგიებამდე.

როგორ ახერხებენ ამას?

ზოგმა ძველმა კვლევამ აღმოაჩინა კავშირი რძესა და მაღალი რისკის მკერდის, ნაწლავისა და პროსტატის კიბოს შორის

მარგამ meta ანალიზებმა არ გვიჩვენა გავლენა კიბოს რისკზე.

პირიქით, რძეში არსებულ კალციუმს, შესაძლოა ჰქონდეს დამცველობითი ეფექტი ნაწლავის კიბოს განვითარებაზე.

ამასთავანე, ეს შეიძლება იყოს ზოგადად კალციუმი, რადგანაც არაა გამოკვეთილად დადგენილი რძის კალციუმის როლი და ეფექტი.

მხოლოდ პროსტატის კიბოზე ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა გაზრდილი რისკი იმ ადამიანებში, ვინც მოიხმარს ერთ ლიტრზე მეტ რძეს ყოველდღიურად.

მაგრამ კიდევ ერთხელ, კავშირი არა დასაბუთებული და სხვა კვლევებიც არ ადასტურებს აღნიშნულს.

ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ კვლევებს უფრო დეტალურად ჩვენს წყაროებში(დოკუმენტში). რომ შევაჯამოთ, კვლევების თანახმად, თუ დალევ

100 დან 250 მლლტრამდე რძეს დღიურად, კიბოს რისკი არ გექნებათ.

ამის მსგავსად, meta ანალიზმა ვერ იპოვა რამე გავლენა რძისა და რძის პროდუქტებისა

გულის დაავადებებსა, ინსულტსა და ზოგადად სიკვდილიანობაზე.

ზოგიერთი სწავლება იმასაც კი გვთავაზობს, რომ მაღალი წნევა შესაძლოა უფრო იშვიათი იყოს იმ ადამიანებში, ვინც მიირთმევს ბევრ რძის პროდუქტს,

ასევე, მტკიცებულება არც ისე სარწმუნოა რომ დარწმუნებით განვაცხადოთ.

სიტუაცია უფრო რთულდება მაშინ, როცა დავაკვირდებით ძვლებს.

რიგმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინა ვერც უარყოფითი და ვერც დადებითი ეფექცი მოზრდილების შემთხვევაში.

ადამიანთა უმრავლესობის ძირითადი სადარდებელი გახლავთ დამაზიანებელი რაოდენობის პესტიციდები, ანტიბიოტიკები ან ჰორმონები.

რძე შეიცავს ჰორმონებს, მაგრამ ძლიან მცირე კონცენტრაციით.

მაგალითად, რომ მიიღო იმავე რაოდენობის ჰორმონი აბები სახით,

დაგჭირდებათ დაახოებით 500 ლიტრი რძის დალევა,

და თუ დალევ კიდეც, უმეტესი ნაწილი ჰორმონებისა განადგურდება შენი მომნელებელი სისტემის მიერ

სანამ ისინი გავლენას მოახდენენ თქვენზე,

რაც გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ძალიან ბევრი მედიკამენტი შეფუთულია სწორედ მომნელებელი სისტემისგან თავის დასაცავად.

რაც შეეხება პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს,

არსებობს რეგულაციები ძირითადად ყველა ქვეყანაში, უვნებელი რაოდენობის შესახებ.

რძე, რომელიც აჭარბებს დადგენილ რაოდენობას, არ ხვდება მაღაზიის თაროებზე.

შესაბამისად, არაფერია სადარდებელი.

გარდა ალერგიებისა და ლაქტოზის აუტანლობისა,

რძის, ყველაზე კარგად ცნობილი უარყოფითი ეფექტი სავარაუდოდ არიც აკნე და დისკომფორტი, რძის დალევის შემდეგ ან რძის პროდუქტების მიღების შემდეგ,

ამ შემთხვევაში კი ეფექტი რეალურია.

მაგალითად, უცხიმო რძის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აკნეს რისკის 24%-ით გაზრდა.

ალერგიები რძის პროდუქტებზე კი საკაოდ გავრცელებულია ბავშვებში, 18 ბავშვიდან 1, გერმანიში, იტანჯება აღნიშნულით.

ზოგადად, ალერგიები უკეთესობისკენ იცვლება ან უჩინარდება გაზრდასთან ერთად.

კარგი. ხოდა არის თუ არა რძე ჯანსაღი?

რძე, არ აქვს მნიშვნელობა ის არის დედის, ძროხის, ცხვრის, თხის თუ აქლემის არის ნოყიერი საკვები.

ის შეიცავს ყველა მაკრო და მიკრო ელემენტებს.

განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ადამიანები ვერ იღებენ საკმარის კალორიებს,

რძეს შეუძლია წვლილი შეიტანოს ჯანსაღი ცხოვრების არსებობასა და ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვის შემცირებაში.

ხოლო მათთვის, ვინც ცხოვრობენ განვითარებულ სამყაროში, ზოგადად,

რძე არ არის ზიანისმომტანი, თუ არ ხართ ალერგიული ან არ გაქვთ აუტანლობა.

განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ის არის კალციუმის დიდი რაოდენობით მიღების შესაძლებლობა

და ვეგეტარიანელებისათვის, ის არის b12 და ზოგადად, B ჯგუფის ვიტამინების მიღების წყარო.

ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივები, იმავე ეფექტით. თქვენ არ გჭირდებათ რძის დალევა, იმისთვის რომ იყოთ ჯანმრთელები

რძე ნამდვილად არაა წყლის ჩამნაცვლებელი.

რძე არის ენერგიის მიმცემი საკვები და დამატებითი კალორიების მიღება რძის დალევით, შესაძლოა ჭარბწონიანობის მიზეზიც გახდეს.

განსაკუთრებით არომატიზირებული რძე ან შოკოლადიანი რძე შეიძლება უფრო ლიმონათს შევადაროთ და არა რაიმე ჯანსაღ წასახემსებელს. და კიდევ არის ერთი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ:

რძის წარმოებას აქვს მნიშვნელობანი გავლება გლობალურ კლიმატზე.

სახნავ-სათესი მიწების დაახლოებით 33% გამოიყენება ცხოველების საძოვრად.

მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლის შემდეგ, რძის პროდუქტებში ნახშირბადის წილი შემცირებულია,

რძის პროდუქტების წარმოება ჯერ კიდევ პასუხისმგენელია 3% სათბური აირების ემისიაში,

რაც იმაზე მეტია, ვიდრე ყველა თვითმფრინავის მიერ კომბინირებულად გამოყოფილი მავნებელი აირები

რძის წარმოება დიდი ინდუსტრიაა და სამწუხაროდ, უმეტესი წარმოება იწვევს წარმოუდგენელ ზიანს.

ძროხების განაყოფიერება ხდება შეუსვენებლად, მათ აშორებენ ახალ დაბადებულ ნაშიერებს

და კლავენ მას შემდეგ, რაც მათი ნატანჯი სხეულები პროდუქტიულობას დაკარგავენ.

ჩვენ არ შეგვიძლია დავაიგნოროთ რძის ინდუსტრია, რამდენადაც

ის, მარტივად, დაფუძლებულია წამებაზე და ახდენს კლიმატის ცვლილებაზე გავლენას.

და რა აზრის ხართ მცენარეულ რძეზე?

ცილებისა და საკვები ღირებულების მხრივ, მხოლოდ სოიოს რძე შეიძლება შევადაროთ ძროხის რძეს.

სხვა რძეებს კი ვიტანიმენით და კალციუმით ხელოვნურად გამდიდრება სჭირდება

ასე რომ, შესაძლოა მათი გამოყენება რძის ალტერნატივის სახით.

და რძის სხვა სახეობაც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს მალე.

რამდენიმე სტარტაპმა შექმნა არაცხოველური რძე

რომელიც არის საკვების ღირებულების მხრივ, ჩვეულებრივი რძის იდენტური,

მაგალითად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიის ფერმენტაციის ხარჯზე.

აღნიშნული ლაბორატორიაში გამოყვანილი რძით, შესაძლოა დამზადდეს ყველი,

სწორედ კაზეინისა და რძის შრატის ცილის ნაკლებობით გამოირჩევა მცენარეული რძეები,

რომლებიც წარმოადგენენ იმ ძირითად ინგრედიენტებს რომლებიც რძის პროდუქტებს აძლევენ ასეთ გემოსა და სტრუქტურას.

გარემოზე გავლენა კი უკვე სხვა ისტორიაა.

ბევრი რძის ალტერნატივები იყენებენ მნიშვნელოვნად ნაკლებ ენერგიას, მიწებს და წყალს საწარმოებლად

შესაბამისად, მათ აქვთ ბევრად უფრო დაბალი გავლენა გარემოზე, ვიდრე ცხოველურ რძეს.

თუ გინდათ რომ გქონდეთ ყველაზე დაბალი შესაძლო ნეგატიური გავლება პლანეტაზე, საუკეთესო არჩევანი არის რძის ალტერნატივები.

ისვე როგორც სხვა საკითხები, რძის საკითხიც ჩახლართულია.

ის არ არის დამაზიანებელი პოპულაციის უმრავლესობისთვის და ის აუცილებელია უამრავი ადამიანისათვის მსოფლიოში.

ის არის კარგი, ნოყიერი საკვები, მაგრამ დამაზიანებელი პლანეტისთვის და უამრავი ტანჯვის გამომწვევი

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორც საზოგადოებამ, როგორც გავართვათ თავი აღნიშნულ ფაქტებს.

თუ ფიქრობ, რომ უნდა უყურო უფრო მეტ დოკუმენტური სტილის ვიდეოებს, შეამოწმე CuriosityStream.

და გამოიწერე სერვისი ათასობით დოკუმენტური და სამეცნიერო სათაურებით და მხარი დაუჭირე ამ ვიდეოს.

CuriosityStream-ის გამოწერით,

შენ მიიღებ Nebula-ს უფასო მაუწყებლობის სერვისს, საგამანათლებლო შინაარსის შემქმნელებისგან,

როგორიცაა CGP Grey, Lindsay Ellis ან Knowing Better.

ექსპერიმენტების ადგილი, სადაც შემქმნელები არიან დაცულები სახალისო რამეებისგან, რასაც YouTube დრო და დრო გვთავაზობს.

ასევე აქ არის ორიგინალის მსგავსი TierZoo’s Let’s Play Outside

გასართობი ვიდეო რემიქსი პოპულარული საინტერესო დოკუმენტური ჟანრის.

CuriosityStream მოიცავს Nebula-ს ჩვენი მაყურებლებისთვის, ამ საიტზე რეგისტრაციისას:

რომ შევაჯამოთ:

CuriosityStream გაძლევთ წვდომას David Attenborough და Stephen Hawking-ის მიერ შემქნილ მაღალ-ბიუჯეტიან დოკუმენტურ ფილმებზე.

Nebula არის ორიენტირებული დამოუკიდებელი შემქმნელების მიერ კონტროლირებადი ახალი კონტენტის შექმნაზე, თქვენ მიიღებთ საუკეთესო შეთავაზებას

2.99 $ თვიურად ან მხოლოდ 19.99$ წლიურად, გვეწვიეთ:

curiositystream.com/kurzgesagt

[გასასვლელი მუსიკა]