ვიდეო
ტრანსკრიპტი
ადამიანის არსებობა შემაშინებელი და დამაბნეველია.
რამდენიმე ასი ათასი წლის წინ, ჩვენ გავხდით ცნობიერნი და დავინახეთ გარემოს უცნაურობა.
ის სავსე იყო სხვა არსებებით. ჩვენ შეგვეძლო ზოგიერთის შეჭმა, ზოგიერთს კი ჩვენი.
არსებობდა თხევადი რამ, რისი დალევაც შეგვეძლო; რაღაცეები, რითიც სხვა რაღაცეების გაკეთება შეგვეძლო.
დღის ცას ჰქონდა პატარა ყვითელი ბურთი, რომელიც ჩვენს კანს ათბობდა.
ღამის ცა სავსე იყო ლამაზი შუქებით.
ეს ადგილი აშკარად ჩვენთვის იყო შექმნილი.
ვიღაც ზევიდან გვიყურებდა ჩვენ.
ჩვენ სახლში ვიყავით. ამან ყველაფერი ნაკლებად შემზარავი და დამაბნეველი გახადა.
მაგრამ, რაც ასაკი მოგვემატა, მით უფრო მეტი გავიგეთ სამყაროსა და ჩვენს თავზე.
გავიგეთ, რომ ლამაზი მოციმციმე ცეცხლები ჩვენთვის არ ანათებენ, ისინი უბრალოდ არიან.
გავიგეთ, რომ ჩვენ არ ვართ იმის ცენტრში, რასაც ახლა სამყაროს ვუწოდებთ,
და რომ იგი ბევრად, ბევრად უფრო ძველია ვიდრე გვეგონა.
გავიგეთ, რომ ჩვენ ბევრი პატარა არაცოცხალი რაღაცისგან შევდგებით,
რომლებიც უფრო დიდ რაღაცეებს შეადგენენ, რომლებიც რატომღაც მკვდრები არ არიან,
და ჩვენ კიდევ ერთი დროებითი ეტაპი ვართ ისტორიის, რომელიც მილიარდობით წელზეა გადაჭიმული.
ჩვენ შევიტყვეთ, რომ ვცხოვრობთ მტვრის ლაქაზე, რომელიც გარს უვლის საშუალო ზომის ვარსკვლავს
საშუალო ზომის გაქალტიკის წყნარ რეგიონში, რომელიც გალაქტიკების ჯგუფის წევრია, რომელსაც ჩვენ ვერასდროს დავტოვებთ.
და ეს ჯგუფი მხოლოდ ერთია ათასიდან, რომლებიც ერთად შეადგენენ გალკატკიკათა სუპერკლასტერს.
მაგრამ მაშინაც კი ჩვენი ზეგროვა მხოლოდ ერთია ათასიდან, რომელიც შეადგენს იმას, რასაც ჩვენ დაკვირვებად სამყაროს ვეძახით .
სამყარო შესაძლოა მილიონჯერ დიდიც კი იყოს, მაგრამ ამას ვერასოდეს გავიგებთ.
ჩვენ შეგვიძილია ვილაპარაკოთ ორასიათას მილიონ გალაქტიკაზე
ან ტრილიონობით ვარსკვლავზე ან ბაზილიონ პლანეტაზე,
მაგრამ ყველა ეს რიცხვი არაფერს ნიშნავს. ჩვენს ტვინს არ შეუძლია ამ ცნებების აღქმა.
სამყარო წარმოუდგენლად დიდია. ის უამრავია.
მაგრამ ზომა არ არის ყველაზე შემაშფოთებელი ცნება, რომელსაც ჩვენ უნდა ჩავწვდეთ.
ეს დროა, ან, უფრო სწორად, თუ რა დრო გვაქვს.
თუ თქვენ გაგიმართლებთ და ას წლამდე იცხოვრებთ,
თქვენ გაქვთ 5,200 კვირა თქვენს განკარგულებაში.
თუ თქვენ ახლა ოცდახუთის ხართ, მაშინ თქვენ 3,900 კვირაღა დაგრჩათ.
თუ თქვენ სამოცდაათამდე იცხოვრებთ, მაშინ თქვენ 2,340 კვირა დაგრჩათ -
ბევრი დროა, მაგრამ … მთლად მასეც არაა.
და შემდეგ რა?
თქვენი ბიოლოგიური პროცესები დაიშლება,
და დინამიური სტრუქტურა, რომელიც თქვენ ხართ, აღარ იქნება დინამიური.
ის დაიშლება და “შენგან” აღარაფერი დარჩება.
ზოგი ფიქრობს, რომ არსებობს ჩვენი ნაწილი, რომლის დანახვა ან გაზომვა არ შეგვიძლია,
მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გაგების შესაძლებლობა. ეს ცხოვრება შეიძლება ბოლო იყოს
და შეიძლება ჩვენ მუდამ მკვდრები აღმოვჩნდეთ.
ეს არც თუ ისე საშიშია როგორც ჟღერს.
თუ არ გახსოვს 13,75 მილიარდი წელი, რომელიც შენამდე გავიდა,
მაშინ, ტრილიონობით, ტრილიონობით და ტრილიონობით წელი გაივლის მყისიერად შენს მერეც.
დახუჭე თვალები. დაითვალე ერთამდე.
აი როგორი შეგრძნებაა უსასრულობა.
და რამდენადაც ჩვენ ვიცით, საბოლოოდ თავად სამყაროც მოკვდება და არაფერი არასდროს აღარ შეიცველბა.
ჩვენი ვიდეოები იწვევს ეგზისტენციალურ კრიზისს ბევრ ადამიანში
და ბოლო წუთებიც ალბათ არ დაგეხმარათ.
ნუ, ამჯერად ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ სხვა გზა რომლითაც ამ ყველაფერს შეხედავთ:
არამეცნიერული, სუბიექტური შეხედულება ან Kurzgesagt-ის ფილოსოფია, თუ გსურთ.
გთხოვთ ეს ყველაფერი გულთან არ მიიტანოთ; ჩვენ ადამიანთა არსებობაზე თქვენზე მეტი არ ვიცით.
ჩვენ ეგზისტენციალურ კრიზისს ოპტიმისტური ნიჰილიზმით დავუპირისპირდით.
რისი თქმა გვინდა ამით?
საერთოდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 200 ტრილიონი ტრილიონი ვარსკვლავი ჩვენთვის იყო შექმნილი.
რაღაც გაგებით, ჩანს, რომ ყველაზე სასტიკი ხუმრობა ჩვენზე გათამაშდა.
ჩვენ გავხდით ცნობიერნი, რომ გაგვეგო ეს ისტორია არ არის ჩვენზე.
მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავია ვიცოდეთ ელექტრონებისა და უჯრედების შესახებ,
მეცნიერება ბევრად არ გვეხმარება, რომ ეს ნაკლებად დეპრესიული გახადოს.
კარგი, მაგრამ მერე რა?
თქვენ ცხოვრების მხოლოდ ერთი შანსი გეძლევათ, რომელიც შემაშინებელია, მაგრამ ეს აგრეთვე თავისუფლებას გაძლევთ.
თუ სამყარო სითბური სიკვდილით დასრულდება, მაშინ ყოველი შერცხვენა და განცდა, რომელიც ოდესმე გიგვრძნიათ, დავიწყებული იქნება.
თქვენი ყოველი შეცდომა ბოლოს აზრს დაკარგავს.
ყოველი ცუდი რამ რაც ჩაიდინე, ბოლოს გაუქმებული იქნება.
თუ ჩვენი ცხოვრება ყველაფერია რისი განცდაც შეგვიძლია, მაშინ ეს ერთადერთია რასაც აზრი აქვს.
თუკი სამყაროს არ აქვს პრინციპები, მაშინ ერთადერთი მთავარი პრინციპები იქნება ის რასც ჩვენ გადავწყვეტთ.
თუკი სამყაროს არ აქვს არავითარი მიზანი, მაშინ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა არის მისი მიზანი.
ადამიანები აუცილებლად შეწყვეტენ არსებობას რაღაც ეტაპზე,
მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ გვეძლევა ნება რომ შევიცნოთ არამარტო ჩვენი თავი, არამედ სამყარო, ჩვენს გარშემო.
ჩვენ განვიცდით გრძნობებს. ჩვენ შევიგრძნობთ საკვებს, წიგნებს, მზის ამოსვლას, და ერთმანეთთან ყოფნას.
ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ამ ყველაფერზე უკვე დაუჯერებელია.
მარტივია ვიფიქროთ ჩვენზე, როგორც ყველაფრისაგან გამოყოფილზე, მაგრმ ეს არ არის სიმართლე.
ჩვენ იმდენად ვართ სამყარო, როგორც ნეიტრონული ვარსკვლავი
ან შავი ხვრელი ან ნისლეული.
კიდევ უკეთესი, ჩვენ მისი მგრძნობიარე და მოფიქრალი ნაწილი ვართ:
სამყაროს ცენტრალური ორგანოები.
ჩვენ ნამდვილად თავისუფალი ვართ, სამყაროს ზომის მოედანზე,
ასე რომ, ჩვენ შეიძლება მიზნად დავისახოთ ბედნიერება და ავაშენოთ გარკვეული უტოპია ვარსკვლავებზე.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყევლაფერი გავიგეთ რაც შეიძლებოდა გაგვეგო
ჩვენ არ ვიცით რატომ არის სამყარო მოწყობილი ისე როგორც არის.
როგორ გაჩნდა ცხოვრება, ან რა არის ის.
ჩვენ არ ვიცით რა არის ცნობიერება, ან მარტო ვართ თუ არა სამყაროში.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ რამდენიმე პასუხის პოვნა.
არსებობს მილიარდობით ვარსკვლავი რომელთა ნახვა შეგვიძლია, დაავადებები რომლებიც განკურნებას საჭიროებენ,
ადამიანი რომელთა დახმარებაც შეგვიძლია, ბედნიერი გრძნობები, რომლებიც უნდა განვიცადოთ
და ვიდეო თამაშები რომლებიც დასახურია.
იმდენი რამის გაკეთება არის შესაძლებელი.
ასე რომ, დასასრულისთვის, თქვენ ალბათ გამოიყენეთ თქვენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი.
თუ ცხოვრების ერთი შანსი გვეძლევა, არ არსებობს არანაირი მიზეზი, თუ რატომ არ ვიყოთ ბედნიერები
და ვიცხოვროთ იმდენად ბედნიერად რამდენადაც შესაძლებელია.
ბონუს ქულები თუ სხვა ადამიანთა ცხოვრებაც გააუმჯობესე.
მეტი ბონუს ქულა, თუ დაეხმარები კოსმოსური გალაქტიკური ადამიანების იმპერიის შექმნას.
გააკეთე ის, რაც თავს კარგად გაგრძნობინებს.
შენ შეგიძლია გადაწყვიტო, თუ რას ნიშნავს ეს შენთვის.