კვერცხი - ნოველა | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

სახლის გზაზე იყავი, როცა მოკვდი.

ეს ავტოსაგზაო შემთხვევა იყო.

არაფერი განსაკუთრებული,

…თუმცა, ფატალური.

ეს უმტკივნეულო სიკვდილი იყო.

მედიკოსები მაქსიმალურად ცდილობდნენ, გადაერჩინე

…მაგრამ ამაოდ.

შენი სხეული იმდენად იყო დასახიჩრებული,

…შენთვისვე ჯობდა სიკვდილი, მერწმუნე.

და, აი, მაშინ შემხვდი.

“რა მოხდა?”

“სად ვარ?”

“შენ მოკვდი”, ისე გითხარი, თითქოს არაფერი.

ირიბ მინიშნებებს აზრი არ ჰქონდა.

“იქ… იქ სატვირთო იყო…

…და ის მოსრიალდა”

“კი”

“მე…”

“მე… მე მოვკვდი?”

“კი”

“მაგრამ ნუ დამწუხრდები ამის გამო”

“ყველა კვდება”

შენ გარშემო მიმოიხედე.

იქ არაფერი იყო.

მხოლოდ შენ და მე.

“ეს რა ადგილია?”

“სიცოცხლეა სიკვდილის შემდეგ?”

“მეტ-ნაკლებად”

“შენ რა, ღმერთი ხარ?”

“კი, ღმერთი ვარ”

“ჩემი შვილები, ჩემი ცოლი…”

“მათ რა ბედი ეწევათ?”

“კარგად იქნებიან?”

“მომწონს, ამას რომ ვხედავ”, ვთქვი მე,

“შენ ახლახანს მოკვდი და შენი მთავარი სადარდებელი შენი ოჯახია.

ეს ძალიან კარგი დეტალია”

შენ მოხიბლულმა შემომხედე.

შენთვის სულაც არ ვგავდი ღმერთს.

მე გამოვიყურებოდი, როგორც ვიღაც კაცი, ან კიდევ, ქალი.

შესაძლოა, ვინმე ამოუცნობი გავლენიანი ადამიანი გეგონე.

“არ იდარდო”, გითხარი მე, “ისინი კარგად იქნებიან”

“შენი ბავშვები დაგიმახსოვრებენ როგორც ყოველმხრივ საუკეთესოს.

მათ არ ჰქონდათ დრო, რომ შენ მიმართ ზიზღი გაჩენოდათ.

შენი ცოლი გარეთ იტირებს

…მაგრამ შიგნიდან შვებას იგრძნობს.

სიმართლე გითხრა, შენი ქორწინება ისედაც ინგრეოდა.

თუ ეს დაგაწყნარებს,

…ის შვების გამო დამნაშავედ იგრძნობს თავს”

“ოუ…

და ახლა რა ხდება?

სამოთხეში წავალ, თუ ჯოჯოხეთში?”

“არცერთი, შენ ხელახლა დაიბადები”

“ააა,”

“…ანუ ინდუისტები მართლები იყვნენ”

“თავისმხრივ ყველა რელიგია ჭეშმარიტია.

წამომყევი”

შენ მომყვებოდი, სანამ სიცარიელეში მივდიოდით.

“სად მივდვიართ?”

“კონკრეტულად არსად

უბრალოდ სასიამოვნოა სიარული, სანამ ვსაუბრობთ”

“რა არის ჭეშმარიტი არსი?

როცა ხელახლა დავიბადები,

…მე უბრალოდ სუფთა ფურცელი ვიქნები, ხო?

ჩვილი.

ანუ ჩემი გამოცდილება და ყველაფერი,

…ყველაფერი რაც ამ ცხოვრებაში გავაკეთე, ამაოა?”

“ასე არ არის.

შენ თან დაგაქვს მთელი ცოდნა და გამოცდილება წინა ცხოვრებებიდან.

უბრალოდ ახლა ისინი არ გახსოვს”

შევჩერდი და მხრებზე ხელი მოგხვიე.

“შენი სული გაცილებით დიდებული, მშვენიერი და გიგანტურია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

ადამიანის გონებას შეუძლია შეინახოს მცირე ნაწილი იმისა, რასაც იგი წარმოადგენს.

ეს ჰგავს თითის ჩაყოფას წყლიან ჭიქაში იმის გასაგებად, ცივია ის, თუ ცხელი.

შენ საკუთარი თავის მცირე ნაწილს დებ ჭურჭელში,

…და როცა მას უკან იღებ,

…მთლიანად იძენ იმ გამოცდილებას, რაც მას ჰქონდა.

ბოლო 48 წლის განმავლობაში შენ ადამიანი იყავი

…ასე რომ, ჯერ კიდევ არ გაფართოებულხარ და არ შეგიგრძვნია შენი დიდებული ცნობიერის დანარჩენი ნაწილი.

თუ აქ დიდი ხნის განმავლობაში ვილაპარაკებთ,

ყველაფრის გახსენებას დაიწყებ.

მაგრამ აზრი არ აქვს ამის კეთებას ყოველ სიცოცხლეს შორის”

“რამდენჯერ დავბადებულვარ ხელახლა?”

“ოუ, ბევრჯერ.

ბევრჯერ და ბევრჯერ,

…და ბევრ სხვადასხვა სიცოცხლეში.

ამჯერად კი,

…ჩინელი გლეხი გოგონა იქნები, ჩვენი წელთაღრიცხვით 540 წელს.

“მოიცა, რა?

წარსულში მაბრუნებ?”

“ვგონებ, ტექნიკურად ასეა.

დრო, როგორც იცი, მხოლოდ შენს სამყაროში არსებობს

მე საიდანაც მოვდივარ, იქ ყველაფერი სხვანაირადაა.

“საიდან… საიდან მოდიხარ?”

“რა თქმა უნდა, მე საიდანღაც მოვდივარ, სხვა ადგილიდან.

და იქ ჩემნაირნი სხვებიც არიან.

ვიცი, რომ შენც გენდომება, იცოდე, როგორია ის ადგილი,

…მაგრამ, გულწრფელად გეტყვი, შენ ამას ვერ მიხვდები”

“ოუ…” თქვი ცოტა იმედგაცრუებულმა.

“მაგრამ მოიცა.

თუ მე ხელახლა დავიბადე სხვა ადგილას ერთ დროს,

…მე შეიძლება რაღაც დონეზე საკუთარ თავთანაც მქონია შეხება”

“რა თქმა უნდა, ყოველ წამს ასე ხდება.

და ორივე გონებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ არსებობას იაზრებენ,

…არც კი წარმოგიდგენია, რომ ეს ხდება”

“და რა არის ამ ყველაფრის აზრი?”

მე თვალებში შემოგხედე.

“ცხოვრების აზრი,

… მიზეზი, რატომაც შევქმენი მთელი სამყარო,

…ხარ შენ, რათა განვითარდე”

“შენ გულისხმობ კაცობრიობას, გინდა რომ ჩვენ განვვითარდეთ?”

“არა, მხოლოდ შენ.

მე შევქმენი მთელი სამყარო შენთვის.

ყოველი ახალი ცხოვრებით შენ იზრდები და ვითარდები,

…და ხდები გაცილებით დიდებული გონი”

“მხოლო მე?

და ყველა დანარჩენი?”

“ყველა დანარჩენი არ არსებობს.

ამ სამყაროში ვართ მხოლოდ მე და შენ”

გაოცებული მიყურებდი.

“მაგრამ ყველა ადამიანი დედამიწაზე?”

" ყველა შენ ხარ.

შენ სხვადასხვა სახით”

“მოიცადე, მე ვარ…

…ყველა?”

“ახლა ნამდვილად ხვდები ამას”

“მე ვარ ყველა პიროვნება, რომელსაც უცხოვრია?”

“ან ვინც იცხოვრებს, კი”

“მე ვარ აბრაამ ლინკოლნი?”

“და შენვე ხარ ჯონ უილკის ბუთი”

“მე ვარ ჰიტლერი?”

…მკითხე შეძრწუნებულმა.

“და შენ ხარ მილიონობით ადამიანი, რომელიც მან დახოცა”

“მე ვარ იესო?”

“და შენ ხარ ყველა მისი მიმდევარი”

შენ გაჩუმდი.

“ყოველთვის, როცა ვინმეს ჩაგრავდი,

…საკუთარ თავს ჩაგრავდი.

ყოველი სიკეთე, რაც კი გაგიკეთებია,

…შენი თავისთვის გაგიკეთებია.

ყოველი ბედნიერი, თუ მწუხარე, მომენტი, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას განუცდია

…იყო ან იქნება შენ მიერვე განცდილი”

შენ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდი.

“რატომ?

რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?”

“იმიტომ, რომ ერთ დღეს ჩემნაირი გახდები.

იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც ხარ.

შენ ერთ-ერთი ხარ ჩემიანებიდან. შენ ჩემი შვილი ხარ!”

“ვაუ!”, თქვი შენ, დაურწმუნებულმა.

“გულისხმობ, რომ ღმერთი ვარ?”

“არა, ჯერ არა. შენ ჩანასახი ხარ.

ჯერ კიდევ იზრდები.

მას მერე, რაც ყველა დროის ყველა ადამიანის ცხოვრება გექნება განვლილი,

…საკმაოდ გაზრდილი იქნები ახლიდან დასაბადებლად”

“ანუ მთელი სამყარო…

ეს მხოლოდ და მხოლოდ”

“კვერცხია!”, მე გიპასუხე.

“ახლა კი დროა შემდეგ ცხოვრებაში გადაინაცვლო”

და შენს გზაზე გაგაგზავნე.

კვერცხი ენდი უირის მიერ

ანიმირებულია Kurzgesagt-ის მიერ