ერთიანობა | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

დროდადრო ყველა ადამიანი გრძნობს თავს მარტოსულად.

როცა არავინ გვყავს, ვისთან ერთადაც ვისადილებთ,

როდესაც საცხოვრებელ ქალაქს ვიცვლით

ან როდესაც შაბათ-კვირას ჩვენთვის დრო არავის აქვს.

მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში,

ამ შეგრძნებამ ქრონიკული ხასიათი მიიღო მილიონობით ადამიანისთვის.

დიდ ბრიტანეთში 18-დან 34 წლამდე ადამიანების 60% ამბობს, რომ ხშირად თავს მარტოსულად გრძნობენ.

აშშ-ში მთელი მოსახლეობის 46% თავს რეგულარულად გრძნობს მარტოსულად.

კაცობრიობის ისტორიაში, კავშირის დამყარება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა,

და მაინც, ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობა გრძნობს თავს იზოლირებულად.

მარტოსულობა და მარტო ყოფნა სხვადასხვა რამაა.

შენ შეიძლება ბედნიერი იყო როდესაც მარტო ხარ, მაგრამ მეგობრებთან გატარებული ყოველი წამი გძულდეს.

მარტოსულობა არის ცალსახად სუბიექტური, ინდივიდუალური განცდა.

თუ თავს მარტოსულად გრძნობ,

ე.ი, მარტოსული ხარ.

არსებობს სტერეოტიპი, რომ მარტოსულობის განცდა მხოლოდ იმ ადამიანებს ეუფლებათ, ვინც არ იციან როგორ ესაუბრონ ხალხს,

ან არ იციან, როგორ მოიქცნენ სხვების გარემოცვაში.

მაგრამ კვლევების მიხედვით, სოციალურ უნარებს

პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როცა საქმე ურთიერთობას ეხება.

ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება თავი მარტოსულად იგრძნოს.

სიმდიდრე, ცნობადობა,

ძალაუფლება, სილამაზე,

სოციალური უნარები, შესანიშნავი პიროვნული თვისებები —

ვერაფერი დაგიცავს მარტოსულობისგან,

რადგან ის შენი ბიოლოგიის ნაწილია.

მარტოსულობა არის ორგანიზმის დამახასიათებელი თვისება, ისევე როგორც შიმშილი.

შიმშილი გაიძულებს ყურადღება მიაქციო ფიზიკურ მოთხოვნილებებს.

მარტოსულობა კი გაიძულებს ყურადღება მიაქციო სოციალურ მოთხოვნილებებს.

შენი ორგანიზმი ზრუნავს შენს სოციალურ მოთხოვნილებებზე,

რადგან მილიონობით წლის წინ,

ეს იყო შესანიშნავი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად გქონდა გადარჩენის შანსი.

ბუნებრივი გადარჩევა ჩვენს წინაპრებს ერთობლივი მუშაობისთვის

და ერთმანეთთან კავშირების ფორმირებისთვის აჯილდოვებდა.

ჩვენი ტვინები გაიზარდა და უფროდაუფრო დაიხვეწა იმისათვის,

რომ სხვათა ფიქრები და გრძნობები აღგვექვა, შეგვექმნა და შეგვენარჩუნებინა სოციალური კავშირები.

სოციალურობა ჩვენი ბიოლოგიის ნაწილი გახდა.

ადამიანი 50-დან 150-მდე კაციან ჯგუფში იბადებოდი,

რომელთან ერთადაც, ჩვეულებრივ, ცხოვრების ბოლომდე რჩებოდი.

საკმარისი კალორიების მიღება, უსაფრთხოდ და თბილად ყოფნა,

ან შთამომავლობაზე ზრუნვა დამოუკიდებლად - პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ერთად ყოფნა გადარჩენას ნიშნავდა,

მარტო ყოფნა კი — სიკვდილს.

ასე რომ, სხვებთან ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

შენი წინაპრებისთვის, გადარჩენის წინაშე ყველაზე დიდი საფრთხე

იყო არა ის, რომ ისინი შეიძლებოდა ლომს შეეჭამა,

არამედ ის, რომ სოციალური კავშირი დაეკარგათ და ჯგუფიდან გაერიყათ.

ამის თავიდან ასაცილებლად, შენმა სხეულმა „სოციალური ტკივილი“ მოიფიქრა.

ამგვარი ტკივილი, უარყოფის წინააღმდეგ მიმართული ევოლუციური ადაპტაციაა.

ადრეული გაფრთხილების ერთგვარი სისტემა, რომ შეწყვიტო ისეთი ქცევა, რომელიც შენს იზოლირებას გამოიწვევს.

შენი წინაპრები, რომელთათვისაც უარყოფა მეტად მტკივნეული იყო,

უფრო დიდი ალბათობით შეცვლიდნენ თავიანთ ქცევას, როდესაც უარყოფილნი იქნებოდნენ ჯგუფის მხრიდან

და დარჩებოდნენ ტომში. მაშინ როცა მათ, ვინც არ შეცვლიდა ქცევას - გააძევებდნენ

და ისინი, სავარაუდოდ, მოკვდებოდნენ.

ამიტომ არის უარყოფა მტკივნეული,

და მით უფრო, ამიტომ არის მარტოსულობა უფრო მტკივნეული.

ეს მექანიზმები, რომლებიც გვაკავშირებს,

მშვენივრად მუშაობდა ჩვენი ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში,

სანამ ადამიანებმა არ დაიწყეს საკუთარი თავისთვის ახალი სამყაროს შენება.

მარტოსულობის ეპიდემია, რომელსაც დღეს ვხედავთ, გვიან რენესანსში დაიწყო.

დასავლურმა კულტურამ დაიწყო ყურადღების ინდივიდზე გამახვილება.

ინტელექტუალები შუა საუკუნეების კოლექტივიზმს ჩამოშორდნენ,

ახალი პროტესტანტული თეოლოგია კი ხაზს უსვამდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.

ეს ტენდენცია ინდუსტრიული რევოლუციის დროს დაჩქარდა.

ხალხმა სოფლები და მინდვრები მიატოვა, რათა ქარხნებში ემუშავათ.

თემებმა, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში არსებობდა, დაშლა დაიწყო,

ქალაქები კი, ამავდროულად, იზრდებოდა.

ჩვენი სამყაროს განვითარებასთან ერთად,

ეს ტენდენციაც უფრო და უფრო დაჩქარდა.

დღეს, ახალი სამსახურის, სიყვარულის და განათლების მისაღებად

ჩვენ ხანდახან სახლიდან მოშორებით გვიწევს წასვლა,

ჩვენს სოციალურ წრეს კი უკან ვიტოვებთ.

ჩვენ უფრო ნაკლებ ადამიანს ვხვდებით პირადად,

და უფრო იშვიათად, ვიდრე უწინ.

1985-დან 2011 წლამდე აშშ-ში ახლო მეგობრების საშუალო რიცხვი

3-დან 2-მდე შემცირდა.

ადამიანების უმეტესობა ქრონიკული მარტოსულობის მსხვერპლი შემთხვევით ხდება.

ზრდასრულობას რომ მიაღწევ, შენ კავდები სამსახურით,

უნივერსიტეტით,

პირადი ცხოვრებით,

შვილებით,

და სატელევიზიო შოუებით.

დრო ფიზიკურად აღარ გრჩება.

ყველაზე მოსახერხებელი და მარტივი რამ, რაზეც უარი შეგიძლია თქვა, მეგობრებთან გატარებული დროა.

სანამ ერთ დღეს არ გაიღვიძებ და არ გააცნობიერებ, რომ თავს იზოლირებულად გრძნობ,

რომ ახლო ურთიერთობებისკენ ისწრაფვი.

მაგრამ ზრდასრულობაში ახლო ურთიერთობების პოვნა რთულია,

და შედეგად, მარტოსულობამ შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს საკმაოდ მოსწონთ ისეთი რაღაცები, როგორიცაა iPhone და კოსმოსური ხომალდები,

ჩვენი სხეული და გონება არსებითად იგივეა, რაც 50,000 წლის წინ იყო.

ჩვენ ბიოლოგიურად მაინც ერთმანეთთან ყოფნისთვის ვართ შექმნილნი.

მასშტაბურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესი, რომელსაც ქრონიკული მარტოსულობა იწვევს

არის ერთ-ერთი ყველაზე დამღუპველი რამ, რაც ადამიანებს შეგვიძლია განვიცადოთ.

ის აჩქარებს დაბერების პროცესს, კიბოს უფრო მომაკვდინებელს,

ალცჰაიმერის განვითარების პროცესს უფრო სწრაფს,

იმუნურ სისტემას კი უფრო სუსტს ხდის.

მარტოსულობა ორჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სიმსუქნე

და ისეთივე მომაკვდინებელი, როგორც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა.

ყველაზე საშიში კი ის არის, რომ როდესაც ის ქრონიკულ ხასიათს იძენს,

იგი შეიძლება თვითკმარი გახდეს.

ფიზიკური და სოციალური ტკივილი

მსგავს მექანიზმებს იყენებს ჩვენს ტვინში.

ორივეს საფრთხედ ვგრძნობთ

და შედეგად, სოციალურ ტკივილი მომენტალურად იწვევს

თავდაცვითი მექანიზმის გააქტიურებას,

როგორც კი შენ მას იგრძნობ.

როდესაც მარტოსულობა ქრონიკულ ხასიათს იძენს,

შენი ტვინი გადადის თვითგადარჩენის რეჟიმში.

იგი ყველგან საშიშროებას და მტრულ დამოკიდებულების დანახვას იწყებს,

თუმცა აქ ყველაფერი არ მთავრდება.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მარტოსული ხარ, შენი ტვინი

ბევრად უფრო მგრძნობიარეა სოციალური სიგნალების მიმართ,

მაგრამ, ამავდროულად,

მათი სწორად ინტერპრეტირების უნარი უქვეითდება.

შენ უფრო მეტ ყურადღებას აქცევ სხვებს, მაგრამ ნაკლებად გესმის მათი.

შენი ტვინის ის ნაწილი, რომელიც სახეების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი,

მწყობრიდან გამოდის და

ნეიტრალურ სახეებს მტრულად აღიქვამს,

რაც სხვების მიმართ უნდობლობას იწვევს.

მარტოსულობა გიბიძგებს ყველაზე უარესი იფიქრო სხვების განზრახვაზე შენს მიმართ.

სამყაროს ასე მტრულად აღქმის გამო,

საკუთარი თავის დასაცავად, შეიძლება უფრო ეგოისტური გახდე,

რამაც შესაძლოა ცივ და არამეგობრულ ადამიანად წარმოგაჩინოს

და საზოგადოებაში თავი უხერხულად გაგრძნობინოს.

თუ მარტოსულობამ შენს ცხოვრებაში ფესვები გაიდგა,

პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლია არის იმის გააზრება,

რომ ერთგვარ მანკიერ წრეში ხარ ჩაკეტილი.

ეს, ზოგადად, მოიაზრებს რაიმე ასეთს:

იზოლირების საწყისი განცდა შენში იწვევს

დაძაბულობასა და მწუხარებას,

რაც შენი მხრიდან სხვებთან ურთიერთობისას ყურადღების

მხოლოდ უარყოფითზე გამახვილებისკენ გიბიძგებს.

ეს კი შენს ფიქრებს საკუთარ თავსა და სხვებზე უფრო ნეგატიურს ხდის,

რაც შემდგომში შენი ქცევის ცვლილებას იწვევს.

შენ იწყებ სოციალური ინტერაქციისგან თავის არიდებას,

რაც იზოლირების კიდევ უფრო ძლიერ განცდას გიჩენს.

ეს ჩაკეტილი წრე კი უფრო მწვავდება და

მისგან თავის დაღწევაც რთულდება.

მარტოსულობა გიბიძგებს კლასში სხვებისგან მოშორებით დაჯდომისკენ,

მეგობრების ზარების ინგორირებისკენ

და მოსაწვევებზე უარის თქმისკენ მანამ, სანამ საერთოდ აღარსად დაგპატიჟებენ.

თითოეულ ჩვენგანს თავისი ისტორია აქვს.

თუ შენი ისტორია იმის შესახებ იქნება,

რომ ხალხი შენს ჩამოშორებას ცდილობს, სხვებიც ამის შესაბამისად მოგექცევიან.

შედეგად, გარე სამყარო შეიძლება გახდეს ისეთი, როგორადაც მას შენ აღიქვამ.

ეს ხშირად ნელი პროცესია, რომელსაც წლები სჭირდება.

ის შეიძლება დეპრესიითა და ისეთი ფსიქიკური მდგომარეობით დასრულდეს,

რომელიც შენი ურთიერთობებისადმი სწრაფვის სურვილის მიუხედავად, მათ ხელს შეუშლის.

პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლია მისგან თავის დასაღწევად, იმის მიღებაა,

რომ მარტოსულობა აბსოლუტურად ნორმალური გრძნობაა

და მასში არაფერია სასირცხვილო.

ფაქტობრივად, ყველა ადამიანი გრძნობს თავს მარტოსულად, ცხოვრების გაკრვეულ ეტაპზე მაინც.

ის უნივერსალური ადამიანური განცდაა,

შენ არ შეგიძლია, რომ მოიშორო ან უგულებელყო ეს გრძნობა,

ან იმედოვნო, რომ ის რაღაც ჯადოსნური გზით გაქრება. მაგრამ შეგიძლია მიიღო,

რომ შენ მას გრძნობ და მისი გამომწვევი მიზეზისგან გათავისუფლდე.

შეგიძლია თავად დააკვირდე, რაზე ამახვილებ შენს ყურადღებას

და შეამოწმო, იქნებ შერჩევითად კონცენტრირდები

მხოლოდ ნეგატიურზე?

შენს კოლეგასთან ინტერაქცია მართლა ნეგატიური იყო?

თუ იქნებ ნეიტრალური? ან საერთოდაც პოზიტიური?

რას შეეხებოდა რეალურად ეს ინტერაქცია?

რა თქვა ამ ადამიანმა?

ნამდვილად რაიმე ცუდი თქვა? თუ უბრალოდ

შენ შესძინე მის სიტყვებს დამატებითი მნიშვნელობა?

იქნებ ის ადამიანი სულაც არ რეაგირებდა უარყოფითად,

არამედ უბრალოდ ეჩქარებოდა?

ახლა სამყაროს შესახებ შენს ფიქრებს შევეხოთ.

სხვათა განზრახვაზე ყველაზე უარეს დაშვებებს აკეთებ?

სოციალურ სიტუაციაში ჩავარდნისას,

წინასწარ წყვეტ, როგორ განვითარდება ის?

ფიქრობ, რომ სხვებს არ უნდათ, რომ მათთან იყო?

ცდილობ, რომ არაფერი გეწყინოს და შესაბამისად, არ გინდა გაიხსნა?

და თუკი ასეა შეგიძლია, რომ სცადო

და უბრალოდ ენდო სხვებს?

შეგიძლია დაუშვა, რომ ისინი შენი მტრები არ არიან?

შეგიძლია გარისკო, ღია და დაუცველი იყო?

და ბოლოს - შენი ქცევა.

ხალხის გვერდით ყოფნას თავს არიდებ?

ეძებ გამართლებებს, რომ უარი თქვა თუკი სადმე გეპატიჟებიან?

თუ დისტანცირებას საკუთარი თავის დასაცავად ახდენ?

ისე იქცევი, თითქოს თავს გესხმიან?

ნამდვილად ეძებ ახალ ურთიერთობებს?

თუ უკვე შენი მდგომარეობით კმაყოფილი ხარ?

რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი და თითოეული სიტუაცია

უნიკალური და განსხვავებულია

და მხოლოდ თვითანალიზი შეიძლება არ იყოს საკმარისი.

[გაფრთხილება]

თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებ შენი სიტუაციის მოგვარებას

გთხოვთ, შეეცადო ვინმეს მიმართო და მიიღო დახმარება პროფესიონალისგან

ეს არა სისუსტის, არამედ სიმამაცის მაჩვენებელია.

როგორც არ უნდა შევხედოთ მარტოსულობას: ცალსახად ინდივიდუალურ პრობლემად,

რომელიც უნდა გადაიჭრას ბედნიერების მისაღწევად

თუ საზოგადო ჯანრმთელობის პრობლემად,

ის ისეთი რამ არის, რაც მეტ ყურადღებას საჭიროებს.

ადამიანებმა ააშენეს სამყარო, რომელიც ამდენად გასაოცარია

და მაინც, არც ერთ ჩვენ მიერ შექმნილ მბზინავ ნივთს არ შეუძლია,

რომ დაგვიკმაყოფილოს ან ჩაგვინაცვლოს

ჩვენი ფუნდამენტური და ბიოლოგიური - ურთიერთობის მოთხოვნილება.

ცხოველების უმეტესობა ბუნებრივი გარემოდან იღებს იმას, რაც მათ სჭირდებათ.

ჩვენ რაც გვჭირდება კი - ერთმანეთისგან ვიღებთ.

და ჩვენი სამყაროც

სწორედ ამაზე დაყრდნობით უნდა შევქმნათ.

(ხითხითი)

მოდით, ერთად ვცადოთ რაღაც: ვინმეს შევეხმიანოთ.

მიუხედავად იმისა, შენ გრძნობ თავს მარტოსულად,

თუ უბრალოდ ვინმე სხვას გინდა დღე გაუხალისო.

იქნებ, მეგობარს მისწერო, რომელთანაც დიდი ხანია არ გისაუბრია?

ოჯახის წევრს დაურეკო, რომელთანაც გაუცხოვდი?

კოლეგა დაპატიჟო ყავაზე?

ან უბრალოდ ისეთ ადგილას წახვიდე, სადაც გეშინია

ან გეზარება ხოლმე წასვლა, მაგალითად რაიმე ღონისძიებაზე

ან სავარჯიშო დარბაზში?

ყველა ადამიანი განსხვავებულია, ასე რომ, შენ უკეთ გეცოდინება, რა ჯობს შენთვის.

შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია.

ყოველივე ამას რაიმე მოლოდინებით ნუ გააკეთებ.

მიზანი ისაა, რომ ოდნავ მაინც გაიხსნა.

და შენი ურთიერთობების კუნთები გაავარჯიშო, რათა დროდადრო უფრო გაძლიერდნენ.

ან სხვებს დაეხმარო მათ გავარჯიშებაში.

ჩვენ გვინდა გირჩიოთ ორი წიგნი, რომელიც წავიკითხეთ

ამ ვიდეოს შესაქმნელად.

გაი უინჩის “ემოციური პირველადი დახმარება”, წიგნი, რომელშიც

სხვა თემებთან ერთად, განხილულია

როგორ გავუმკლავდეთ მარტოობას ისეთი გზით, რომელიც სასარგებლო და გამოსადეგია.

და

ჯონ კასიოპოსა და უილიამ პატრიკის

“მარტოსულობა: ადამიანური ბუნება და სოციალური კავშირების მოთხოვნილება”

ეს არის გასართობი და სამეცნიერი კვლევა იმის შესახებ,

თუ რატომ განვიცდით მარტოსულობას ბიოლოგიურ დონეზე,

როგორ არის ის გავრცელებული საზოგადოებაში

და რა შეუძლია მეცნიერებას გვითხრას მისგან თავის დაღწევის გზებზე.

ვიდეოს აღწერაში მოცემულია ორივე წიგნის ბმული.