კორონავირუსი - განმარტებები და რჩევები | Kurzgesagt

🎁Amazon Prime 📖Kindle Unlimited 🎧Audible Plus 🎵Amazon Music Unlimited 🌿iHerb 💰Binance

ვიდეო

ტრანსკრიპტი

2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ხელისუფლებამ

გვამცნო ვირუსის გავრცელების შესახებ

მომდევნო თვეებში კი ვირუსი ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც და შემთხვევების რაოდენობა ყოველ დღე ორმაგდება

აღნიშნული ვირუსი წარმოადგენს მწვავე სასუნთქი გზების სინდრომთან ასოცირებულ კორონა ვირუს 2-ს.

რომელიც იწვევს დაავადებას, სახელად Covid-19-ს ან უბრალოდ კორონა ვირუსს.

რა ხდება რეალურად როცა ვირუსი აავადებს ადამიანს და რა შეგვიძლია ჩვენ, ყველამ გავაკეთოთ?

ვირუსი არის შემოგარსული გენეტიკური მასალით და მცირე რაოდენობით ცილები, სადავოა წარმოადგენს თუ არა იგი ცოცხალ ორგანიზმს.

მას შეუძლია თავისი თავის გამრავლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალ უჯრედში შეაღწევს.

კორონა შესაძლოა გავრცელდეს ზედაპირებიდან,

მაგრამ ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია რამდენ ხანს შეუძლია გადარჩეს ის ზედაპირზე.

ვირუსის გადაცემის მთავარი გზა, როგორც ჩანს, წვეთოვანია, როცა ადამიანი დაახველებს ან თუ შეეხები ვინმეს, ვინც უკვე დაინფიცირებულია და შემდეგ შეეხები შენს სახეს,

მოისრესთ თქვენს თვალებს ან ცხვირს.

სწორედ აქ იწყებს ვირუსი მოგზაურობას ორგანიზმის შიგნით.

მისი დანიშნულების ადგილია ნაწლავები, ელენთა ან ფილტვები - სადაც ვირუსის მოხვედრა შესაძლოა დრამატულად დასრულდეს.

თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობის ვირუსს, შეუძლია გამოიწვიოს დრამატული შედეგი.

ფილტვები ამოფენილია მილიარდობით ეპითელური უჯრედით.

აღნიშნული მომიჯნავე უჯრედები, ამოფენენ თქვენს ორგანოებს და ლორწოვანი გარსი მზადაა ინფიცირებისთვის.

კორონა უკავშირდება მსხვერპლის უჯრედის გარსის (მემბრანის) სპეციფიკურ რეცეპტორს, რათა შეაშხაპუნოს თავისივე გენეტიკური მასალა.

უჯრედი მომხდართან საპასუხოდ, გასცემს ახალ მითითებებს, რომელიც საკმაოდ მარტივია:

კოპირება და კვლავწარმოება.

უჯრედი ივსება და ივსება ვირუსის ასლებით სანამ არ მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს და სანამ არ მიიღებს, ერთ, საბოლოო ბრძანებას,

თვითგანადგურებას.

უჯრედი თითქოს ორთქლდება და ახალი კორონა ვირუსის ნაწილაკები მზად არიან რომ შეუტიონ უფრო მეტ უჯრედს.

დაინფიცირებული უჯრედების რაოდენობა კი ექპონენტურად იზრდება

დაახლოებით 10 დღის შემდეგ, მილიონობით უჯრედი ინფიცირდება და მილიარდობით ვირუსი თავს იყრის ფილტვებში.

ვირუსს ჯერ არ გამოუწვევია დიდი დაზიანება, მაგრამ ცოტა ხანში ის ნამდვილ განსაცდელად მოგვევლინება

ის თქვენივე იმუნურ სისტემას გამოუშვებს თქვენს საწინააღმდეგოდ.

იმუნურ სისტემას, რომლის ფუნქციაცაა თქვენი დაცვა, შეუძლია იყოს საკმაოდ სახიფათო თქვენივე თავისთვის და სჭირდება განსაზღვრული რეგულაცია.

და როგორც კი იმუნური უჯრედები გაემართებიან ფილტვებისკენ, ვირუსთან საბრძოლველად, კორონა აინფიცირებს ზოგ მათგანს და დაბნეულობას იწვევს.

უჯრედებს არ აქვთ ყურები და თვალები.

მათი კომუნიკაციის საშუალება არის პაწაწინა ინფორმატიული ცილები, ციტოკინებად წოდებული.

თითქმის ყველა მნიშვნელოანი იმუნური რეაქცია მათი საშუალებით კონტროლდება.

კორონა იწვევს დაინფიცირებული იმუნური უჯრდების მხირდან მწვავე და ორგანიზმისთვის დამაზიანებელ რეაგირებას.

მთლიანობაში, ის აიძულებს იმუნურ სისტემას გადავიდეს გაშმაგებული ბრძოლის მდგომარეობაში და აგზავნინებს იმაზე მეტ ჯარისკაცს, ვიდრე საჭიროა, ახარჯინებს რესურსებს და იწვევს დაზიანებას.

ორი სახეობის უჯრედი მოემართება გასანადგურებლად.

პირველი, ნეიტროფილი, რომლის დავალებაც უჯრედების მკვლელობაა, მათ შორის ჩვენივე უჯრედებისაც.

როცა მათი რაოდენობა ათასებს მიაღწევს, ისინი იწყებენ ფერმენტების გამოტუმბვას, რომლებიც ანადგურებენ იმდენივე მეგობარს რამდენსაც მტერს.

სხვა მნიშვნელოვანი უჯრედის ტიპი, რომლის მოქმედებაც მწყობრიდან გამოდის, არის T-უჯრედები, რომლებიც ძირითადად დაინფიცირებულ უჯრედებს აიძულებენ კონტროლირებად თვითმკვლელობას.

დაბნეული იმუნური უჯრედები გასცემენ საღი უჯრედის თვითმკვლელობის ბრძანებასაც.

რაც უფრო მეტი იმუნური უჯრედი ერთვება პროცესში, უფრო მეტი ჯანსაღი ფილტვის ქსოვილი იღუპება.

მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი შეუქცევადი დაზიანებები, რომელიც გასტანს მთელი ცხოვების მანძილზე.

უმეტეს შემტხვევაში, იმუნური სისტემა ნელ-ნელა ისევ იღებს პირველად კონტროლს თავის თავზე.

ის კლავს ინფიცირებულ უჯრედებს, აჩერებს ვირუსების მიერ ახალი უჯრედების დაინფიცირების მცდელობას და ასუფთავებს ფილტვების გარემოს.

გამოჯანმრთელება იწყება.

კორონათი დაინფიცირებულთა უმრავლესობას მხოლოდ სუსტი სიმპტომები გამოუვლინდებათ.

მაგრამ ბევრ შემთხვევაში გამოხატულია მძიმე ან კრიტიკული სიმპტომები.

იმის გამო, რომ ყველა შემთხვევა არ იდენტიფიცირებულა, არ გვაქვს ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი.

მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, ამ შემთხვევაში ბევრად მეტი რამ ხდება, ვიდრე გრიპის ვირუსის დროს. უფრო მეტ მძიმე შემთხვევებში,

მილიონობით ეპითელური უჯრედი და ამასთანავე, ფილტვების დამცველობითი უჯრედული ფენაც კვდება.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ალვეოლი - პატარა სასუნთქი პარკუჭი, შესაძლოა ინფიცირდეს ბაქტერიებით, რომლებიც ზოგადად დიდ პრობლემას არ წარმოადგენენ.

პაციენტს უვითარდება პნევმონია.

სუნთქვის პროცესი ძნელდება და ზოგჯერ წყდება კიდეც, და პაციენტს გადასარჩენად რესპირატორი ესაჭიროება.

იმუნურმა სისტემამ იბრძოლა კვირების მანძილზე მთელი თავისი შესაძლებლობით და აწარმოა მილიონობით ანტივირუსული იარაღი.

ამასობაში კი ათასობით ბაქტერია მრავლდება და ორგანიზმი გაჯერებულია.

ისინი აღწევენ სისხლში და ავსებენ ორგანიზმს. ეს კი სიკვდილის მომასწავებელია.

კორონა ვირუსი ხშირად შედარებულია გრიპის ვირუსთან, მაგრამ ის სინამდვილეში ბევრად საშიშია.

მართალია ჯერ არ შეგვიძლია ზუსტი სიკვდილიანობის მაჩვენებლის თქმა მიმდინარე პანდემიის პირობებში,

თუმცა ჩვენ ვიცით რომ ის უფრო მეტად გადამდებია და ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე გრიპის ვირუსი.

არსებობს ორი მომავალი, კორონას პანდემიის პირობებში: სწრაფი და ნელი.

პანდემიის განვითარების გზა დამოკიდებულია ჩვენი რეაგირების პრინციპებზე.

სწრაფი პანდემია იქნება საშინელი და ბევრი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება.

ნელი პანდემია არ იქნება ისტორიულად დასამახსოვრებელი.

სწრადი პანდემიის ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ის დაიწყება ძალიან სწრაფი ინფიცირების კოეფიციენტით.

რადგანაც, არ არსებობს მექანიზმები, რითაც პროცესი შენელდებას შევძლებთ.

რატომაა ასეთი ცუდი?

სწრაფი პანდემიის დროს, ბევრი ადამიანი ავადდება ერთიდაიმავე დროს.

თუ დაინფიცირებულთა რიცხვი გახდება ძალიან დიდი, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაართმევს თავს.

არ არსებობს საკმარისი რესურსი, როგორებიცაა სამედიცინო ნივთები ან აღჭურვილობა, რესპირატორები.

ადამიანები გარდაიცვლებიან მკურნალობის გარეშე.

და რაც უფრო მეტი სამედიცინო პერსონალი გახდება ცუდად, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებაც მით მეტად ჩავარდება.

თუ ესე მოხდება, საშინელი გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო, ვინ იცოცხლებს და ვინ არა.

ასეთ შემთხვევაში, გარდაცვლილთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს .

აღნიშნულის ასარიდებლად, სამყარომ, რომელიც გვგულისხმობს ჩვენ, ყველას - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, პროცესის შესანელებლად.

პანდემიის შენელება შესასძლებელია სწორი რეაგირებით.

განსაკუთრებით გავრცელების ადრეულ ფაზაში, ყველა, ვინც დაავადდება, მიიღებს მკურნალობას და საავადმყოფოები არ გადაიტვირთება.

იქიდან გამომდინარე რომ არ გვაქვს კორონა ვირუსისთვის ვაქცინა, ჩვენ გვმართებს შევქმნათ სოციალური ქცევის მექანიზმები,

რომელიც იმოქმედებს როგორც სოციალური ვაქცინა. ეს მარტივად ნიშნავს ორ რამეს:

  1. არ დაინფიცირდე და 2. არ დააინფიცირო სხვები.

ამასთავავე, შეიძლება ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ საუკეთესო, რაც შეიძლება გააკეთოთ - დაიბანეთ ხელები.

საპონი ნამდვილად არის ძლიერი იარაღი.

კორონა ვირუსი შეფუთულია ცხიმის მასით;

საპონი ხლეჩს ცხიმებს ნაწილებად და აუნებელყოფს ვირუსს.

ამასთანავე, ის ხელებს ხდის სრიალას და ხელის მექანიკური მოძრაობით ის ჩამოიბანება.

იმისათვის რომ სწორად დავიბანოთ ხელები, წარმოიგინეთ რომ ახლახანს დაჭერით ძალიან მწარე წიწაკა და ახლა კი გინდათ რომ ჩაისვათ საკონტაქტო ლინზები თვალში.

შემდეგი რამ გახლავთ სოციალური დისტანცია, რომელიც არც ისე სასიამოვნო გამოცდილებაა,

თუმცა საჭირო და კარგი. ეს ნიშნავს, არა ჩახუტებას და ხელის ჩამორთმევას.

თუ შეგიძლიათ დარჩეთ სახლში, დარჩით რათა დავიცვათ ისინი, ვისაც სჭირდება გარეთ ყოფნა სოციალური ფუნქციის შესასრულებლად:

ექიმებიდან დაწყეული მოლარეებით დამთავრებული, ან პოლიციის ოფიცრებით; ვისზეც, ჩვენ, ყველა ვართ დამოკიდებული;

უფრო ფართო დონეზე, გვაქვს საკარანტინე სიტუაციები, რაც ნიშნავს ფრენების შეზღუდვას ან უშუალო ბრძანებას სახლში დარჩენის შესახებ.

კარანტინში დარჩენა ნამდვილად არაა შესანიშნავი გამოცდილება და უდაოდ, არც თუ ისე პოპულარულია.

სამაგიეროდ მკვლევარები ჩვენთვის მუშაობენ ვაქცნინის შექნმაზე, ასეთ მნიშნველოვან დროს.

შესაბამისად, თუ შენ ხარ კარანტინში, უნდა გაიაზრო რატომ და პატივი სცე ამას.

არცერთი მათგანი არ არის სახალისო. მაგრამ თუ შეხედავ დიდ სურათს, მიხვდები რომ ეს არის ყველაზე მცირედი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

კითხვაზე პასუხი თუ როგორ დასრულდება პანდემია, სრულიად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიწყება ის.

თუ ის დაიწყება ძალიან სწრაფად, ციცაბო მრუდირებურად გავრცელდება, დასრულდება ცუდად.

თუ დაიწყება ნელა, არაციცაბოსებრად, მაშინ დასასრული კარგი იქნება.

ასე რომ ყველაფერი არის ჩვენს ხელში.

პირდაპირი და

გადატანითი მნიშნველობითაც.

უშველებელი მადლობა ექსპერტებს ვინც დაგვეხმარა აღნიშნული შეტყობინების გადმოცემაში.

განსაკუთრებით Our World in Data-ს

ონლაინ გამოცემას, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ კვლევებისა და მსოფლიოს უდიდესი პრობლემების მონაცემთა ბაზები,

და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზების პროგრესირების საკითხები.

შეამოწმეთ მათი ვებ-გვერდი, სადაც ასევე იპოვით განახლებულ ინფორმაციას კორონა ვირუსის პანდემიის შესახებ.